ფლავი ქათმის ხორცით

ფლავი ქათმის ხორცით

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 500 გ

გრძელი ბრინჯი - 500 გ

სტაფილო - 500 გ

ხახვი - 300 გ

მარილი და პილპილი

ნიორი - 2 თავი

ძირა - 1 ჩ.კ

მომზადების წესები

დაჭერით ქათმის ხორცი ულუფებად. ღრმა ქვაბში ზეთი და დაბრაწეთ მასში ხორცი მაღალ ცეცხლზე. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ხახვი და განაგრძეთ შუშვა საშუალო ცეცხლზე. დაამატეთ მსხვილად გახეხილი სტაფილო.

გარეცხეთ და დაწურეთ ბრინჯი. ქვაბში ჩაამატეთ მარილი, გარეცხილი ნივრის მთლიანი თავები, ძირა, პილპილი და ამოურიეთ. შემდეგ დაამატეთ ბრინჯი, კვლავ დაამატეთ მარილი, პილპილი, ძირა და დაასხით წყალი.  დაახურეთ თავსახური, წამოადუღეთ, დაუწიეთ ცეცხლს და მოხარშეთ. მზადების დროს ნუ ამოურევთ.

ქათმის ნაცვლად შეგიძლიათ სხვა ნებისმიერი ხორცის გამოყენება.