Politico: კოვიდისთვის გამოყოფილი თანხა იახტებსა და სვინგერების კლუბებზე დაიხარჯა. პოლონური ოპოზიცია ტუსკის მთავრობას უტევს

Politico: კოვიდისთვის გამოყოფილი თანხა იახტებსა და სვინგერების კლუბებზე დაიხარჯა. პოლონური ოპოზიცია ტუსკის მთავრობას უტევს

პოლონეთში პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კოალიციური მთავრობა სკანდალში გაეხვა. გამოცემა Politico და პოლონური მედია წერენ, რომ პოლონეთმა ევროკავშირისგან მიღებული თანხა არამიზნობრივად დახარჯა.

საქმე ეხება მილიონობით ევროს, რომელიც ევროკავშირმა კოვიდ 19-ის პანდემიით დაზარალებულ პოლონეთს ეკონომიკის აღსადგენად გამოუყო.

მედიის ინფორმაციით, ტურისტული სექტორის აღსადგენად მიმართული 280 მილიონი ევრო რეალურად იახტებს, საუნებს, სვინგერ კლუბებსა და ფუფუნების საგნებს მოხმარდა. ტუსკის ოპოზიცია ევროპული გრანტების არამიზნობრივი მოხმარების გამოძიებას ითხოვს.

Gami რამე რომ იყოს, ჭკუას არ დაგვარიგებს ტუსკი?
2 საათის უკან