საქართველოს პრეზიდენტმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო.

მიხეილ ყაველაშვილი მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმში მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას პატივი მიაგო და საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის უმაღლესი დონის შეხვედრები კოლეგასთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვედრას გამართავს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან.

 

 

 

Aburjga Tasmanieli 12 აგვისტოს ათატურქის საფლავზე საქართველოს პრეზიდენტს გვირგვინი არ უნდა მიჰქონდეს, და ქედს არ უნდა იხრიდეს! საქართველოს ხელისუფლება მთლად დასირდა! დიდგორია ძლევაი საკვირველის შემდეგ 904 წელი გავიდა და აი რა ხდება! ბატონო პრეზიდენტო თქვენ არ ხართ ამ მაიმუნობის ჩამდენი კაცი, ვინ დაგიგეგმათ ეს თარიღი და ეს შეცდომა ვინ დაგაშვებინათ?! ნუთუ გვარამიამ შემოთვალა ციხიდან?!
2 საათის უკან