გამოდის 25 ცალი პატარა, გემრიელი და საოცრად არომატული ორცხობილები.
ინგრედიენტები
კარაქი - 50 გ
შაქარი - 50 გ
კვერცხი - 1 ც
თაფლი - 1 სკ
ფქვილი - 220 გ
გამაფხვიერებელი - 1 ჩკ
მომზადების წესები
დარბილებულ კარაქს დაუმატეთ შაქარი და გათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ თაფლი. შემდეგ - კვერცხი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოურიეთ. ბოლოს 2 ნაწილად დაუმატეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. მოზილეთ ცომი. „პლასტელინის“ მსგავსი მასა უნდა მიიღოთ.
ცომი გაყავით ორ ნაწილად, გააბრტყელეთ ძეხვის ფორმად, დაჭერით სასურველ ზომად და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით.