„რომელ ცხოველს გაგონებთ ვერა ქობალია?“

„რომელ ცხოველს გაგონებთ ვერა ქობალია?“

პოლიტიკურ თემაზე დიდი ხანია მასალა არ დამიწერია. ამისი უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ საქმიანობის წყნარად წარმართვის შესაძლებლობა მივეცი. ძალიან მაინტერესებდა უმცირესობაში გადასული „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნაბიჯებიც. ეს ხუმრობით, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სერიოზულად ვაკვირდებოდი და ჩემი აზრების დაფიქსირებიდან თავს დროებით ვიკავებდი.

„ქართულ ოცნებას“ წინამორბედმა პოლიტიკურმა ძალამ პრაქტიკულად გაჩანაგებული ქვეყანა დაახვედრა. ამ სიტუაციაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები გაფუჭებულის გამოსწორებას ცდილობენ. რასაკვირველია ყველა პრობლემა რამდენიმე თვეში ვერ მოგვარდება და მას დიდი დრო დასჭირდება. ყოფილი „ნაციონალები“ საპარლამენტო უმრავლესობას საქმიანობაში ხელს უშლიან და ალბათ ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა რომ ყოველივე ამას საბოტაჟის სუნი ასდის.

ბოლო პერიოდში ბატაონი სააკაშვილიც „გამოცოცხლდა“. სიმართლე ითქვას და ეს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი არჩევნების შემდეგ თვალთ დამაკლდა. სამწუხაროდ თუ „საბედნიეროდ“, უკანასკნელ ხანს „დიდი მიხეილი“ კვლავ გამოცოცხლდა, წარსული გაიხსენა და დღე არ გავა განსაკუთრებული „მარგალიტებით“ არ გაგვანებივროს.

დღვანდელი წერილი ამ პიროვნების გამონათქვამებს მივუძღვენი. ალბათ საინტერესოა რას ლაპარაკობდა შორეულ წარსულში და  ამჟამინდელი გადასახედიდან მისი დაპირებების გახსენება.

2003 წლის შემოდგომაზე „განსაკუთრებული“ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას შემდეგ სიკეთეებს დაპირდა.

ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში :

1. არჩევნების შემდეგ მიღებულ პირველსავე ბიუჯეტში პენსია გახდება 28 ლარი, ხოლო მოქალაქეები შრომის სტაჟის და დამსახურების მიხედვით ამის გარდა მიიღებენ კიდევ დანამატებს

2. საქართველოში დაუყოვნებლივ გაუქმდება მიწის გადასახადი და მოხდება ძველი დავალიანების და საურავების ჩამოწერა.

3. მცირე ბიზნესი 2 წლით განთავისუფლდება ყველა გადასახადისაგან.

4. სამედიცინო მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოქალაქისათვის.

2004 შიც გასცა დაპირება, რამდენიმე კვირაში თუ არა, რამდენიმე თვეში ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენო. 2007 შიც ანალოგიური. სამწუხაროდ სიტყვა ვერ აასრულა.

გაგიკვირდებათ და, სააკაშვილმა თავის დროზე გირგვლიანის მკვლელობა სასტიკად დაგმო და დამნაშავეების პოვნა, შემდეგ კი მათი მკაცრად დასჯა კატეგორიულად მოითხოვა.

„მე, გირგვლიანის ისტორია როცა გავიგე მიუნხენში ვიყავი. მეორე დღიდან, როცა ჩამოვედი დავურეკე შსს-ს მინისტრს, პოლიციის უფროსსაც, ვინც აგებდა მაშინ პასუხს და ვუთხარი, რომ სასწრაფოდ იპოვეთ.

ტელევიზორში ვნახე, გირგვლიანის ბაბუა გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო გამოიძიებს. თან ჭორებმა დაიწყო სიარული. ტრაგედია იყო ნამდვილად. გირგვლიანის ტრაგედია იყო, დედამისის ტრაგედია იყო… რობაქიძის ისტორია, მე სიმართლე გითხრათ მაშინ მაინც და მაინც კარგად არ ვიცოდი და ეხლაც ბოლომდე არ ვიცი რა მოხდა…

გამოვიძიეთ, მაგრამ უბრალოდ მერე იქ სხვა რაღაცა მოხდა. ამ თემამ ისეთი პოლიტიკური ელფერი შეიძინა. ეს თემა იმდენად დატრიალდა, მათ შორის შეგნებულად და პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ უკვე ყველაფერი გახდა პოლიტიკური. დავინახე, რომ იმათაც აღარ აინტერესებდათ, დედამისის ბედიც, რომელიც გარდაიცვალა და გადაყვა ამ ყველაფერს. ერთმა კი თქვა, ესენი რომ არ დაეხოცათ ისე ვერ მოვიდოდით მთავრობაშიო და ეს არ არის კარგი. ამ მეთოდებით რამის მიღწევა კატასტროფაა.(სტილი დაცულია)“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა გადაცმა „პ.ს“-ში.

ბატონი მიხეილი საქართველოს მოსახლეობას მომავალში ოქროს კოშკებს პირდებოდა.

1. ჩვენ საქართველო ისეთი უნდა ავაშენოთ, როგორსაც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ და როგორსაც დღეს, ჩვენ ვოცნებობთ.

2. სოლიდარობა – ყველაზე უდიდესი და დასაფასებელი რამაა, რასაც მეოცე საუკუნეში “ეწეოდნენ”.

3. მე გპირდებით, რომ თქვენი სირცხვილის მიზეზი არასდროს ვიქნები.

4. საქართველოს რუსეთი მტრად ნამდვილად არ სჭირდება.

5. საქართველო არ არის უბრალოდ ევროპის ერთ-ერთი რიგითი ქვეყანა, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვეყანაცაა.

6. პირველი და უმნიშვნელოვანესი – ჩვენი ხედვა მშვიდობიანი და ერთიანი საქართველოსი, მხოლოდ ერთი საშუალებით მიიღწევა, პატივი უნდა ვცეთ ოსეთს და დავიცვათ თითოეული ოსის უფლებები.

7. ბოლო 15 წლის მანძილზე საქართველოს პირველად აქვს საკუთარი ელექტროობა გარანტირებული. ეს ისტორიაში უნდა შევიდეს.

8. დროა ვკითხოთ საკუთარ თავს, რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს მსოფლიოსთვის?

წერილის მეორე ნახევარში მიშას „მარგალიტებს“ შემოგთავაზებთ. „ბელადის“ ამ სახის გამონათქვამების მოძიება ქართულ ვებ-გვერდებზე არ გაგიჭირდებათ. ესტუმრეთ ნებისმიერ ფორუმს და მათ სანახავად დიდი დრო არ დაგჭირდებათ. სააკაშვილს უყვარს აღნიშვნა რომ ქართველებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. არ დაიზაროს, ინტერნეტთან განმარტოვდეს და თავად დარწმუნდება მოსახლეობა როგორ დასცინის.

ეს არის სააკაშვილის ნაბოდიალები:

„მინდა გითხრათ, რომ საქართველოში უფრო მეტი ქართველია მუსულმანი, ვიდრე არის ქართველი ქრისტიანი... თვითონ ქართველებიც შედგებიან მრავალი ეთნიკური - სხვადასხვა ხალხის ჯგუფები არიან, იმიტომ რომ დღეს ქართველები წარმოშობით შეიძლება იყვნენ ოსები, სომხები, შეიძლება იყვნენ აზერბაიჯანიდან ჩამოსული... ზოგი წერს, რომ ის არის ქართველი, ზოგი ფიქრობს რომ ის ჯერ კიდევ არის სომეხი, აზერბაიჯანელი მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის".

ეს კი ოფიციალური ტრანსკრიპტი:

„ადამიანი იზომება თავისი ნიჭიერებით, წესიერებით, პატრიოტიზმით, შრომისუნარიანობით და არა რელიგიით და ეთნიკურობით.“

1. ქალები კაცებზე უკეთესები არიან (ამერიკაში სიტყვით გამოსვლის დროს).

2. ადრე ქართველები თქვენნაირები იყვნენ (ჰილარის) - თავი გამოაჩინა როგორც რასისტმა და იდიოტმა.

3. ეს საწნახელი უფრო ძველია ვიდრე თქვენი ქვეყანა (ჰილარის) - თავი გამოაჩინა როგორც დიპლომატიის და ზრდილობის უცოდინარმა და იდიოტმა.

4. ქართველი ქალები უკრაინელებს ჯობიან (თავისი ჭკუით  მდედრ ელექტორატზე გააკეთა გათვლა).

5. ვერა ქობალია რომელ ცხოველს გაგონებთ?

„გავიხსენოთ დიდი ილიას სიბრძნე. მე ძალიან ხშირად ვიმეორებ და ძალიან მიყვარს ეს სიტყვები - ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ნაწილი ვართ ერისა და ამიტომ ჩვენი ბედნიერება უნდა ვეძებოთ მთელი ერის ბედნიერებაში და არა ცალკე. დიდი ილიას სიტყვები ლექსად, სიმღერით წარმოთქვა ჩვენმა მგოსანმა, ჩვენმა აკაკიმ: ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო! აი აქ უნდა მივიდეთ ჩვენ, აი ეს უნდა გავიაროთ, აი ეს უნდა გავითავისოთ, ამით მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენება და მხოლოდ მაშინ შევძლებთ ავიხდინოთ ქართული ოცნება"

ბოლოს კი ხალხის გამონათქვამებს შემოგთავაზებთ, რომელსაც იმედია ბატონი მიხეილი აუცილებლად გაეცნობა.

„თბილისში 5 თვითმფრინავი რომ დასვა ერთდროულად, ხუთივედან სააკაშვილი ჩამოვა“.

„როგორც პატარძალს არ აცდება პირველი ღამე, ისე მიშას – გადადგომა."

„რას შევარდა პარლამენტში აბორიგენთა ტომის ბელადივით?!“

„სააკაშვილი ცუნამივით დაატყდა თავს საქართველოს...“

„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გატყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან"

„ორი თვითმფრინავი რომ ერთმანეთს შეეჯახოს, ორივეში სააკაშვილი იჯდება".