ირაკლი ოქრუაშვილი:

ირაკლი ოქრუაშვილი: "ვთვლი, რომ ჟვანიას გარდაცვალება მკვლელობა არ იყო"

ვთვლი, რომ ჟვანიას გარდაცვალება მკვლელობა არ იყო, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა "მეცხრე არხის" გადაცემაში "ახალკაცის მატრიცა" ხელისუფლებაში მისი ყოფნის პერიოდში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას. ირაკლი ოქრუაშვილმა ამასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის
გარდაცვალებას, ოქრუაშვილის თქმით, ყველაფერი, რაც მან დიდი ხნის წინ
პატარკაციშვილის თემაზე განაცხადა, სიმართლეს შეესაბამება, თუმცა, მისი გარდაცვალების შესახებ მას "არანაირი ვერსიები არ აქვს".

ოქრუაშვილმა ვალერი გელაშვილის თემაზეც გაამახვილა ყურადღება, თუმცა, განაცხადა, რომ აქვს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ჯერ-ჯერობით სატელევიზიო ეთერში საუბრისგან თავს შეიკავებს.