იდეალური ქათმის ბარკლები წარმოუდგენელი ინგრედიენტებით

იდეალური ქათმის ბარკლები წარმოუდგენელი ინგრედიენტებით

ინგრედიენტები

ქათმის ბარკლები - 700 გ

სტაფილო - 1 ცალი

არაჟანი - 200 გ

ნაღები - 100 გ

კაკაოს ფხვნილი - 2 ჩ/კ

დაფქული დარიჩინი - 1 ჩ/კ

ყველი (მაგარი სახეობის) - 80 გ

დაფქული წითელი წიწაკა - 0.5 ჩ/კ

მარილი - გემოვნებით

მომზადების წესები

მას შემდეგ ,რაც ბარკლებს გაასუფთავებთ,დაიწყეთ სოუსის მომზადება: არაჟანი,კაკაო,დარიჩინი,წიწაკა და მარილი კარგად შეურიეთ ერთმანეთს.

ამ სოუსში ჩააწყვეთ ქათმის ბარკლები და გააჩერეთ 20 წუთი.

გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და მოასხით ნაღები. დაუმატეთ მრგვალად დაჭრილი სტაფილო და მარილი.

წინასწარ გახურებულ ღუმელში დაბრაწეთ 190 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში.

სანამ ბოლომდე დაიბრაწება,გამოიღეთ ღუმლიდან და მოაყარეთ გახეხილი ყველი, კვლავ შედგით ღუმელში და 10 წუთი გააჩერეთ.