ლევან გოგიჩაიშვილი: ციხის ჯალათები განსაკუთრებულ აგრესიას თბილისელი ახალგაზრდების მიმართ ავლენდნენ

ლევან გოგიჩაიშვილი: ციხის ჯალათები განსაკუთრებულ აგრესიას თბილისელი ახალგაზრდების მიმართ ავლენდნენ

ამნისტიის შედეგად პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ლევან გოგიჩაიშვილი ქართულ ციხეს საკონცენტრაციო ბანაკს ადარებს. თუმცა, თუკი ფაშისტები სხვა ხალხის - ებრაელების მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, სააკაშვილის ციხეებში გაუგონარი რამ ხდებოდა და ლევან გოგიჩაიშვილსაც არ ეგონა, ქართველს თუ ასე შესძულებოდა ქართველი.

ლევან გოგიჩაიშვილმა ციხეში 43 თვე გაატარა, ანუ სამი წელი და შვიდი თვე. მის დაკავებამდე მოვლენები წყნეთში განვითარდა, სადაც ის დაბადების დღეზე იმყოფებოდა და მოგვიანებით სახლში წავიდა. მეორე დღეს კი შეიტყო, რომ წყნეთში ინცინდენტი მოხდა, რაც სახელისუფლო მედიამ სწორედ მის სახელს დაუკავშირა. დღესაც ლევან გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ წყნეთში დაჭრილ ლეჟავას დას ნარკოტიკი ჩაუდეს და მისი ძმა ამგვარად აიძულეს, რომ ინცინდენტის გამო ლევან გოგიჩაიშვილისთვის დაედო ხელი. ამდენად, ლევან გოგიჩაიშვილის ციხეში ჩასმის შემდეგ დაზარალებული ლეჟავას და გირაოთი გაუშვეს.

სინამდვილეში კი ყველაფერი „სუში ბარის“ ინცინდენტით დაიწყო, რამაც სააკაშვილის გაღიზიანება გამოიწვია.  

ლევან გოგიჩაიშვილი For.ge-ს ესაუბრა. 

წყნეთში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ დაჭრილი ლეჟავას დამ თქვენ დამნაშავედ გამოგაცხადათ. უსამართლობის განცდამ რა კვალი დააჩნია თქვენს ცხოვრებას?

- რა თქმა უნდა, უსამართლოდ მოქცევის განცდა დღემდე მაქვს. გული მწყდებოდა, მაგრამ იმ გოგონას ნარკოტიკები ჩაუდეს და ამის შემდეგ აიძულეს მისი ძმა, ასეთი ჩვენება მიეცა. გულწრფელად გეტყვით, ამ ადამიანების მესმის და მომხდარი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც იყო, იყო...

ისინი თქვენი მეგბრები იყვნენ?

- არა, ამ ადამიანებს საერთოდ არ ვიცნობდი. უბრალოდ, მათაც ასე ბინძურად მოექცნენ. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ამ ადამიანებს ჩემზე მეტად ცუდად მოქცნენ. გასაგებია, ჩემს მიმართ ყოფილი ხელისუფლების დამოკიდებულება, მაგრამ ეს ადამიანები საერთოდ არაფერ შუაში არ იყვნენ. ვფიქრობ, მე ვიყავი მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ბოლო მიზეზი, რამაც გადააწყვეტინა და ჩემი დაკავების ბრძანება გასცა, ალბათ, „სუში-ბარის“ აქცია იყო, ამას ვერ მპატიობს. ამის შესახებ ბევრჯერ მიფიქრია, ალბათ, საბოლოოდ მაშინ უნდა მიეღო ჩემი დაკავების გადაწყვეტილება.

თუმცა ამ ყველაფერს პრელუდია ჰქონდა, მანამდეც  აქტიურობდი და საპროტესტო აქციებს არ აკლდებოდით. ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერიც იყავით.

- რა თქმა უნდა, პრელუდიაც იყო, მაგრამ ეს არ ყოფილა მათი გაბრაზებისთვის საკმარისი. „სუში ბარის“ აქცია კი, ალბათ ძალიან ჩარჩათ გულში და ამიტომაც გადაწყვიტეს ჩემი დაკავება.

უშუალოდ აყვანის ფაქტზე რას გვეტყვით, როცა ადამიანის დაჭრა გაბრალებდნენ?

- ეს ყველაფერი სისულელეა, ზღაპარია, ფაბრიკაციაა. ეს იყო ცილისწამება და ეს ყველაფერი ავიტანე, ვიჯექი ციხეში, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო და სამართალმა იზეიმა.

გორც ვიცი, პრეზიდენტმაც შეგიწყაათ, მაგრამ მის შეწყალებაზე უარი განაცხადეთ.

- ჩემს ამ საქციელს ორგვარად ავხსნი. მე ველოდებოდი გამოშვებას, პროცესები უკვე დაწყებული იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან მაინც გამოვიდოდი და იქ ერთი თვე გაიწელებოდა, სამი თვე, თუ ექვსი თვე, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ორი, სამი და ოთხი თვე არაფერს ნიშნავდა, იმდენად ვიყავი ადაპტირებული იმ პირობებს. მეორეც, უბრალოდ, არ მინდოდა, მიხეილ სააკაშვილს შევეწყალებინე.

მართალია, რომ ეკა ხერხელიძე მოდიოდა და გთხოვდა, წყალებაზე დაგეწერათ განცხადება?

- დიახ, ხშირად მოსულა, ყოველდღე არ მოდიოდა, მაგრამ რამდენჯერმე იყო ასეთი შემოთავაზება. იმავე პროკურატურიდან საპროცესო შეთანხმება შემომთავაზეს, მაგრამ თავიდანვე ამაზე უარი განვაცხადე.

ხეში ნი პერიოდი, ალბათ, დასაწყსში უფრო რთული იყო, შემდე უკვე შევიეთ.

- დიახ, თავიდან ძალიან მძიმე იყო. აბსოლუტურად ზუსტად იგივე სიტუაცია იყო, რისი დეკლარირებაც მოგვიანებით მოხდა და საკუთარი თვალით იხილა საზოგადოებამ, როგორი ბინძური მეთოდებით უსწორდებოდნენ პატიმრებს, ბინძური მეთოდებით ხდებოდა მათი დისკრედიტაცია, პირდაპირ სულში ჩაფურთხება მიდიოდა, არ მოვერიდები ამ სიტყვას, რადგან არსებულ რეალობას ზუსტად შეესაბამება. წარმოიდგინეთ, ბორკილებდადებულ ადამიანებს 20 და 30 კაცი ურტყამდა და ასეთი უზნეობა ხდებოდა.

იმ დრ ციხიდან ასეთი განცხადებაც გააკეთეთ, აქ ვნახე როგორ სძულს ქართველს ქართელიო. პირადად რისი შემსრე გახდით, იყო თქვენთვი რთლი მომენტები?

- რა თქმა უნდა, ყოველდღიურად იმის მომსწრე ვიყავი, თუ როგორ უსწორდებოდნენ და ჩაგრავდნენ ადამიანებს, როგორ ცდილობდნენ მათ განადგურებას მორალურად, ფიზიკურად. ციხეში მე შემხვდნენ ახალგაზრდები, 18-19 წლის ბიჭები, რომლებიც ეტლში დაინვალიდებულები ისხდნენ. ისინი ცხოვრებაში ვეღარ გაივლიან იმის გამო, რომ ზოგიერთები მათზე ზეწოლით ნერვებს იკმაყოფილებდნენ, სცემდნენ და უსწორდებოდნენ. მე ვნახე ადამიანები, რომელთა ცხოვრებასაც აზრი აღარ აქვს. ალბათ, ისინი ოცნებობენ, გარეთ გავიდნენ და ოჯახში იყვნენ. ფაქტობრივად, მათ დაუნგრიეს ცხოვრება. განსაკუთრებული აგრესია თბილისელი ახალგაზრდების მიმართ ვლინდებოდა. მათ განზრახ ხერხემალში აყენებდნენ პირდაპირ დაზიანებას წიხლებით, ბოთლებით, ჯოხებით. არ ვიცი, ეს რა კომპლექსია, რა ფენომენია, ამას ცოტა სხვა დონის ანალიზი და დაფიქრება სჭირდება, მაგრამ ფაქტია, თბილისელების მიმართ განსაკუთრებული აგრესია ჰქონდათ.

ვახტანგ მაისაია, შალვა გინაშვილმა და მელორ ვაჩნაძე - თქვენმა მეგბრებმა შეწყალებ თაობაზე არ მიმართეს. როგორ ახერხებდით იმ პირბებ გამძლეობის გამოჩენას?

- ვერ გეტყვით, ადამიანი მაინც ყოველთვის ახერხებს მობილიზებას, სანამ ადამიანი ცოცხალია, ყოველთვის არსებობს ოპტიმიზმი. სიცოცხლის ძლიერმა სიყვარულმა და ენერგიამ მოგვცა ჩვენ ეს ძალები. ადამიანი თუ თავის თავში მოახდენს მობილიზებას და არ ჩავარდება სასოწარკვეთასა და დეპრესიაში, ალბათ, ყველანაირ პირობებს გაუძლებს. 

ეს ყველაფერი იყო დაკავშირებული რწმენასთან, სიყვარულთან, ძალიან დაგვეხმარა პატრიარქი. იგი არა მარტო თავისი ლოცვით გვამხნევებდა, არამედ ყოველთვის ვგრძნობდით მის ყურადღებას და ესეც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.

პატრიარქი ახერხებდა ხეში თქვენს მონახულებას?
- პატრიარქი მოდიოდა ციხეში, მაგრამ პირადად მე არ მინახავს. ძალიან ბევრჯერ შემოსულან მეუფეები, მეუფე იობიც ბრძანდებოდა. 

ციხიდან მოსვლის შემდე იმ ადამინებს შეხვდით, ვინც თქვენ დაგადანაშაულათ?
- არ შევხვედრივარ. ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ შევხვდები. მე ვფიქრობ, ჩემთვის უხერხული მომენტი იმდენად არ იქნება, რამდენადაც - მათთვის და არ მინდა, უბრალოდ რაღაც დისკომფორტში ჩავაგდო. დროთა განმავლობაში, ხომ იცით, დრო ყველაფერს კურნავს და, ალბათ, დავილაპარაკებთ.

პირადად თქვენ პრეზდენტ ასხისმგებობას ითხვთ?

- ჩემთან მიმართებით პრეზიდენტს ვუჩივლებ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის გამო. მოგეხსენებათ, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია და სანამ განაჩენი გამოტანილი არ არის, ადამიანი ითვლება უდანაშაულოდ. პრეზიდენტის მოწოდება, რომ კრიმინალი და გადამტრიალებელია, რა თქმა უნდა, სასამართლოსა და პროკურატურისთვის პირდაპირი დირექტივა იყო. გამოდის, მანამდე ჩატარდა ჩემი სასამართლო პროცესი, ვიდრე რეალურად გამომიტანდნენ განაჩენს.

დღეს საზოგადოების განსჯის თემად იქცა ხალი ხელისუფების პოზიცია,  რომ შესაძლ, მიუტევ დამნაშავე საჯარო მოხელეებს.

- აქ საუბარი უნდა იყოს სამსახურეობრივ გულგრილობაზე, სადაც შესაძლებელია დაზარალებულთან მორიგება და არა - ძალადობრივ დანაშაულზე. მხეცები ხომ არ ვართ, ყველაფერზე შური ვიძიოთ ერთმანეთზე. არ არის აუცილებელი, ადამიანი ციხეში გყავდეს ჩამწყვდეული, რათა მან ყველაფერი მოინანიოს. მათთვის ეს იქნება მგლის ბილეთი, ისინი ვერასდროს შეძლებენ სახელმწიფო სტრუქტურაში ყოფნას, ყველას ეცოდინება მათი საქციელი, ქუჩაში მოუწევთ სიარული და ძალიან გაუჭირდებათ. ასე რომ, უბრალო მოხელეების პატიება არ შექმნის უხერხულობას, თუმცა უხერხულობა იქნება ის, რომ იმ ჯალათებს, რომლებიც ხალხს აწამებდნენ,  აპატიონ. ჯალათების გასამართლება აუცილებელია. 

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბევრი აცხადებს, რომ ტანჯვის მიუხედავად, სულიერად უფრო გაიზარდა. თქვენ თუ შეიცვალეთ შინაგანად?

- რა თქმა უნდა, მეც შევიცვალე, გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე.

თქვენ აცხადებთ, რომ .. ციხის კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე ციხის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებთან შედარებით ნორმალურად იქცეოდა.

- პირადად ვიცნობ ვლადიმერ ბედუკაძეს. სხვებთან შედარებით მეტ-ნაკლებად გაცილებით უფრო ჰუმანური იყო. ბოლოს და ბოლოს, მან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. იმ კადრებით ქვეყანაში ასეთი პროცესები გამოიწვია. ბედუკაძესთან გარკვეულ თემებზე გვისაუბრია და ის ყოველთვის ფიქრობდა, რომ ისეთ რამეს შეძლებდა, რასაც ბევრი ვერ გააკეთებდა. მე ვგრძნობდი, რომ მას ზოგადად სისტემის სიძულვილი და პროტესტი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ იქვე მუშაობდა. ბევრი ისტორიული მაგალითიც არსებობს, ყოფილან ადამიანები, იმავე ფაშისტურ გერმანიაში, რომლებიც სისტემაში მსახურობდნენ, მაგრამ ის სისტემა ეზიზღებოდათ. ეს ადამიანიც ოფიცერია, ოფიცრის ფიცი აქვს მიცემული და გინდა, არ გინდა, უნდა ემსახუროს სახელმწიფოს. სასჯელაღსრულების სისტემა მაინც სახელმწიფოს მსახურებაა. ბედუკაძე არ გახლდათ სამოქალაქო პირი, რომ წამოსულიყო, ასე იოლი ეს არ იყო. ოფიცერს არ აქვს ისეთი თავისუფლება, რაც ჩვენ გვაქვს, სამოქალაქო პირებს.

ანუ ყველა პირი ციხეში ჯალათი არ ყოფილა?

- არა, ყველა რომ ჯალათი ყოფილიყო, მაშინ ამ ქვეყანაში ცხოვრებას აზრი აღარ ექნებოდა.

თქვენზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა?

- არა. საბედნიეროდ, არ ყოფილა ფიზიკური ზეწოლა, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ფიზიკური ზეწოლა მეც განვიცადე, რადგან ჩემს გვერდით ადამიანებს ეხებოდნენ და აბსოლუტურად იმავეს განვიცდიდი.