ბანკში შეჭრილი პირი კრიმინალია ან კიდევ პოლიტიკური მოტივით მოქმედებს - რატომ ახმოვანებს ის მოთხოვნებს ნაციონალების მეშვეობით

ბანკში შეჭრილი პირი კრიმინალია ან კიდევ პოლიტიკური მოტივით მოქმედებს - რატომ ახმოვანებს ის მოთხოვნებს ნაციონალების მეშვეობით

კრიმინალი თუ პოლიტიკურად დადგმული სპექტაკლი? ვინ არის „საქართველოს ბანკში“ გამაგრებული ადამიანი, რომელმაც ტყვედ 19 ადამიანი აიყვანა? რატომ უკავშირდება ის ოპოზიციურ მედიას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი კვარაცხელიას მეშვეობით,რომელიც ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ არაფერს აკეთებს? ამის პარალელურად, ისმის პოლიტიკური შეფასებები და მთავრობის იმაში დადანაშაულება, რომ 90-იანი წლები მოვიდა.

სპეციალისტები for.ge-სთან ამბობენ, რომ აღნიშნული პირი მიზანმიმართულად მოქმედებს და ის შესაძლოა ბანკში ფულისთვის სულაც არ იყოს შესული.

ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია კი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და ის მერიაში მუშაობდა წინა ხელისუფლების დროს, „მთავარ არხს“ უკავშირდება და დამნაშავის მოთხოვნებს აცნობს.

„შენობაში ვიმყოფებით 19 ადამიანი, ერთ ოთახში, გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება ამ სიტუაციის, გამორიცხულია. ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს. გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და სწრაფად რომ შემოვიდეს ვინმე, ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია, გამტაცებელი ჩემ გვერდით არის“, - განაცხადა მძევალმა კვარაცხელიამ, რომელიც შენობაში ამ დრომდე რჩება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ მედიას მოუწაოდა, რომ შეწყვიტოს შემთხვევის ადგილიდან პირდაპირი ჩართვა, რადგანაც სიტუაცია საკმაოდ მძიმეა და დაუშვებელია მედიით დამნაშავის მოთხოვნების გაჟღერება.

ანალიტიკოსები და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტები კი ამბობენ, რომ გამტაცებელი არის საკმაოდ ჭკვიანი. სამხედრო აღჭურვილობით და იარაღის ჭერით დაასკვნი, რომ აქვს სამხედრო სამსახურის გამოცდილება. იგი არის საკმაოდ მშვიდად და არ ნერვიულობს, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი მხრიდან შეიძლება მიზანში ჰყავდეს ამოღებული სნაიპერს. მძევლები ჰყავს ღია ფანჯრიან ოთახში, სადაც მისი მიზანში ამოღება ადვილია, მაგრამ ამის არ ეშინია. ბანკში შესვლისთანავე ისვრის, ამას აკეთებს იმის მიუხედავად, რომ იცის რამდენიმე წუთში ალყაში მოექცევა პოლიციელების მიერ. ეს ნიშნავს, რომ მისი მიზანი ბანკიდან სწრაფად და შეუმჩნევლად ფულის წაღება არ არის, ყურადღების მაქსიმალურად მიქცევა სურს. უფრო ფართო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად კავშირზე გადის მასმედიასთან და აყენებს არარეალურ მოთხოვნებს - ვერტმფრენს და 500 ათას დოლარს. ჭკვიანმა და კარგად მომზადებულმა სამხედრო გამოცდილების მქონემ იცის, რომ ეს შეუძლებელია. ვერტმფრენი ვერ დაფრინდება ქალაქის მჭიდრო ქუჩაზე და არც ფულს მისცემს ვინმე, მით უმეტეს ასეთ დროს მისი ლიკვიდაცია ადვილი იქნება.

ბანკიდან გამტაცებლის სურვილებს „ნაცმოძრაობა ახმოვანებს“, - ამის შესახებ კი „მაესტროს“ ეთერში, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში აყვანილი მძევლის ახლობელმა განაცხადა.

„ის ადამიანი, ვინც „მთავარ არხს“ ჩაერთო პირდაპირ ეთერში არის ირაკლი კვარაცხელია. შიგნით (თავდამსხმელი) აშკარად სპეცრაზმელი ზის, მას ეტყობა, რომ ის არის მომზადებული ადამიანი, არავინ ამოწმებს ვინაა ირაკლი კვარაცხელია და რატომ იძლევა მითითებებს მშვიდ გარემოში. „მთავარ არხთან“ რა უნდა გამტაცებელს? ირაკლი კვარაცხელია სააკაშვილის ფანია, ფაქტია, რომ ბანკიდან გამტაცებლის სურვილებს „ნაცმოძრაობა ახმოვანებს“, - განაცხადა ერთ-ერთი მძევლის ახლობელმა.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია facebook-ზე წერს, როგორ დაუკავშირდა ის პირი, რომელსაც ახლა ზუგდიდში, ბანკში 19 მძევალი ჰყავს აყვანილი:

„მინდა ავხსნა, როგორ გამოვიდა კავშირზე ტერორისტი. ერთ-ერთმა ფბ ფრენდმა, რომელსაც არ ვიცნობ პირადად და არც როგორც ფბ ფრენდთან მქონია ოდესმე კომუნიკაცია, მომწერა, რომ ჩვენთან გასაუბრება სურდა ტერორისტს. მართალი გითხრათ, ისე დავიბენი, თვიდან ვერც გავიგე, რაზე იყო ლაპარაკი. გავაკეთე საერთო ჩატი ნიუსის პროდიუსერთან, თეო გილიგაშვილთან, ვისაც გაყავს ახლა ეთერში ნიუსი. მერე მოხდა ის, რაც ნახეთ ეთერში. ახლაც ისეთი დაბნეული ვარ, კარგად ვერ ვხვდები რა მოხდა. ქვემოთ ვაქვეყნებ ჩვენს მიმოწერას“, - წერს ნიკა გვრამია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, ფილიალში მეორე პიროვნებამ მიიყვანა.

„ეს პიროვნება არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც, თავდასხმასთან, სავარაუდოდ, შემხებლობა არ ჰქონდა, თუმცა ამ პირთან სამართალდამცავები მუშაობენ და გამოძიება დაადგენს ყველაფერს დეტალურად“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი და ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა კი მზადაა, ჩაენაცვლოს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში აყვანილ მძევლებს. ამის შესახებ მან „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა ის, რომ პოლიციას არ ჰყავს სპიკერი, რომ საზოგადოებას პერიოდულად რაღაც ინფორმაცია მიაწოდოს, ეს აუცილებელია ასეთ დროს. სიტუაციის მართვას ამავე დროს სჭირდება პანიკის მართვას. ზუგდიდში ახლა პანიკური სიტუაციაა. მე, თუ ისმენს გამტაცებელი, მის შესახებ არაფერი ვიცი, ვიცი, რომ მას აქვს ავტომატი და „ლიმონკა“, მინდა მივმართო, სამი მძევალია დარჩენილი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და მზად ვარ ჩავენაცვლო მათ. მე არ ვიცი რა მოთხოვნა აქვს მას, უნდა ფული, თუ უიმედო სიყვარული, ამაზე მე ვერ ვიმსჯელებ, ფაქტი არის, რომ კატასტროფული სიტუაცია... მზად ვარ ჩავენაცვლო, ეს არც ვაჟკაცობანაა, უბრალოდ სწორი და ლოგიკური იქნება იმისთვის, რომ ტყვიის გასროლის გარეშე დასრულდეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა უგულავამ.

ანალიტიკოსი ბესიკ ალადაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ პირველ რიგში, ახლა საჭიროა დროის გაწელვა სამართალდამცველებისთვის, რადგანაც პირველ რიგში, დაადგინონ ვინ არის აღნიშნული პირი და რა ამოძრავებს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ რადგანაც ზუგდიდი არის ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს, არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს როგორც კრიმინალი, ასევე პოლიტიკური პროვოკაცია, რომელსაც ქვეყანაში ან კონკრეტულ რეგიონში დაძაბულობის გამოწვევა უნდა. ალადაშვილი გაკვირვებას გამოხატავს ერთ-ერთი მძევლის ირაკლი კვარაცხელიას მედიასთან განცხადებების გამო, რომ ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს. მისთვის გაუგებარია, ჯერ ერთი, რა იცის მან ხელისუფლება ახლა რას აკეთებს და მეორეც, რატომ აირჩია ყაჩაღმა მედიასთან საკონტაქტოდ უშუალოდ ის?

„პირველ რიგში, აუცილებლდ უნდა დადგინდეს პირის ვინაობა. რა თქმა უნდა, მისი მოთხოვნა არის აბსურდი და შესაძლოა, ის ამას ძალიან კარგად ათვითცნობიერებს. მას, როგორც ჩანს, აქვს კონკრეტული გეგმები და აქ მხოლოდ შესაძლოა ფულზე საუბარი არ იყოს. ზუგდიდ არის ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს, ამიტომ ახლა უსაფრთხოების სამსახურმა ამ მხრივაც უნდა იმუშაოს, არის ეს მხოლოდ კრიმინალი თუ პოლიტიკურად მოტივირებული ქცევა. ნახევარი მილიონი და თვითმფრინავი, მით უმეტეს შუა ქალაში ვერ დაჯდება და მისი ლიკვიდაცია ამ დროს უფრო ადვილია. რა თქმა უნდა, გამოუცდელი არ ჩანს და მიზანმიმართულად მოქმედებს. საოცარი და გასაკვირია ერთ-ერთი ტყვის ბრალდებები რომ ხელისუფლება თითქოს არაფერს აკეთებს. რა იცის მან ხელისუფლება რას აკეთებს? დრო რაც უფრო გაიწელება, ეს სამართალდამცველებს მით უფრო აწყობს, მისი გაუვნებელყოფა უფრო ადვილი იქინება“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ მსგავსი სპეცოპერაციები ასე სწრაფად არ ტარდება. მით უმეტეს, როდესაც მძევლად 19 ადამიანია. არსებობს სპეციალური პროტოკოლები და სქემები, რომელსაც მიზანმიმართულად უნდა მიჰყვნენ. ამიტომ ბრალდებები, რომ არავინ არაფერს აკეთებს არასწორი და პოლიტიკურად მოტივირებულია.

 

trampi თავდამსხმელი, მიშამ კიევის მოედანზე რომ სნაიპერები ჩაიყვანა იმ სასტავიდან იქნება და მას აუცილებლად ნაცებთან აააქვს კავშირი
თუ არადა ნახავთ
4 წლის უკან