გემრიელი და მარტივი კომბოსტოს სალათი

გემრიელი და მარტივი კომბოსტოს სალათი

ინგრედიენტები

კომბოსტო - 400 გრ

სტაფილო - 1 ცალი

წითელი ბულგარული წიწაკა - 1-2 ცალი

ლიმონის წვენი ან ძმარი - 1 ს/კ

შაქარი - 1/2 ს/კ

მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით

ზეთი - 1 ს/კ

კამა და ოხრახუში

მომზადების წესები

კომბოსტო დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ მარილი და ხელით ოდნავ დავსრისოთ.

მოვაყაროთ 1/2 ს/კ შაქარი, მოვასხათ ძმარი ან ლიმონის წვენი და გავაჩეროთ 10-15 წუთი.

დავხეხოთ სტაფილო მსხვილ სახეხზე.

გასუფთავებული ბულგარული დავჭრათ წვრილ, მოგრძო ნაჭრებად.

წვრილად დავჭრათ ოხრახუში და კამა.

ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს, მოვასხათ ზეთი და ვუყოთ მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით.

შეგვიძლია დავუმატოთ მაიონეზი ან არაჟანი.