სააკაშვილის ბრალეულობა გამოკვეთილია

სააკაშვილის ბრალეულობა გამოკვეთილია

გენერალურმა პროკურატურამ ექს–პრეზიდენტის ბრალეულობის ნაწილი გამოკვეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე დაემატება. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილს ბრალეულობის საქმეშე ჩნდება საქმე – სამშობლოს ღალატი.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970–80–იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით. მათი განმარტებით, 1938 წელს არსებული შეთანხმება, რომელიც დღეს არის საწყისი წერტილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის განსაზღვრის, გულისხმობს, რომ დავით–გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა.

„ძალიან მარტივი კითხვა არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით და ამ მარტივ კითხვაზე პასუხი მარტივად მოჰფენს ნათელს სისხლის სამართლებრივ მოცემულობასაც: იყო და არის თუ არა დავით გარეჯის ტერიტორია საქართველოს ტერიტორია? ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს და რომელიც ძალიან მარტივია: ისტორიულად დავით–გარეჯი იყო და არის საქართველოს ტერიტორია.

საქართველოს მხარესა და კომისიას კარტოგრაფიული მონაცემების გათვალსწინებით, ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაცილებით მყარი პოზიცია ჰქონოდა. ვგულისხმობ იმ რუკას, რომელსაც ბრალდებულები წლების განმავლობაში მალავდნენ და ერთ–ერთი მათგანის სამუშაო კაბინეტიდან გამოძიებამ დედანი რუკა ამოიღო. ე.წ. ერთი 200 000–იანი რუკა, რომელიც ასახავს 1938 წლის მდგომარეობას და რომლითაც დასტურდება, რომ დავით–გარეჯის ბევრი ტერიტორია ეკუთვნის საქართველოს. ეს რუკა მიზანმიმართულად იმალებოდა ბრალდებულების მიერ“, – განაცხადა ამირან გულიაშვილმა.

როგორც ცნობილია, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ქართულ მხარეს დავით გარეჯის რუკების დედნები გადასცა. როგორც ხიდაშელი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, კარტოგრაფიული მასალა მას რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამოუტანია. მისი თქმით, მან სამშობლოს ის მტკიცებულებები დაუბრუნა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და შსს–ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დააკავა.

„დავით გარეჯი ქართული მიწაა, თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე“, – ასეთია საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია. საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ თემაზე საუბარი იყო 23 სექტემბერს, როდესაც კათალიკოს პატრიარქი და მღვდელმთავრები თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, დღეს, არჩევნების წინ ამ თემის წინ წამოწევა ეკლესიას საერთოდ არ უკავშირდება, რადგან საპატრიარქოს მხრიდან სათქმელი ითქვა მაშინ, როდესაც ფაქტების დამადასტურებული დოკუმენტები მიიღეს.

სწორედ ამ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს ბოლო დროს მოპოვებული კარტოგრაფიული მასალა გააცნო, კერძოდ, ის დოკუმენტაცია, რომელიც დავით ხიდაშელმა სხვადასხვა ქვეყნის არქივებსა და შესაბამის უწყებებში მოიპოვა და საქართველოში ჩამოიტანა. ასევე, შესაბამისი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნებიც.

„მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დავით გარეჯთან მიმართებაში გამწვავებული ურთიერთობის გამო, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა არაერთი განცხადება გააკეთა და წერილობითაც მიმართა აზერბაიჯანის სულიერ ლიდერს, ასევე სთხოვა ჩვენს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სულიერ–კულტურული ცენტრი და დიდი სიწმინდე ვინმესთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო.

ამიტომაც, ბუნებრივია, ჩვენც გადმოგვეცა მოპოვებული რუკების ასლები, რაც მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიგვაჩნია. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენ არ ვიჭრებით სამართლებრივ სფეროში. ეს ჩვენი თემა არ არის. თუმცა, ზოგადად, ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიტყვით, რომ დავით გარეჯი არის ქართული მიწა და თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

პასუხისმგებლობას არ გაურბის საქმის ერთ–ერთი მთავარი მოწმე, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ უკვე დაკითხა, ყოფილი პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ უშიშროების სხდომაზე პირდაპირ ითქვა, რომ დავით–გარეჯის სალოცავები ნებისმიერ შემთხვევაში აზერბაიჯანის მხარეს დარჩებოდა.

„წერილში, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია საჯაროდ და მე მივწერე 2005 წელს აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრს, მე ვწერ დავით–გარეჯის კომპლექსის იმ 3 სალოცავზე, რომელიც სამწუხაროდ და ფაქტიურად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, თუმცა 2 მათგანი სადავოა. ჩვენ ამ საკითხის განხილვა გვქონდა უშიშროების საბჭოს სხდომაზე და სააკაშვილმა ამ სხდომაზე მომხსენებელს დაუსვა კითხვა, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შედეგად, საით აღმოჩნდებოდა დავით–გარეჯის კომპლექსი. სხდომაზე პირდაპირ ითქვა, რომ სამწუხაროდ, დავით–გარჯის სალოცავები, საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციებისა და რუკების შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში აზერბაიჯანის მხარეს დარჩებოდა“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

დავით გარეჯის საკითხის გამწვავებაში ოპოზიციის როლზე საუბრობს პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, რომლის განცხადებით, დავით გარეჯის ისტორია წლების წინ დაიწყო, ოპოზიციამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რატომ დაიწყო გამოძიება მაინცდამაინც ახლა. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლებას სურს მას მიწების გაყიდვა დააბრალოს, გახარია აცხადებს, რომ ეს საქმე გამოძიების პრეროგატივაა.

„ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა, ქვეყანაში ინდულგენცია არავის აქვს და, მით უმეტეს ბატონი სააკაშვილისთვის სისხლის სამართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე. დავით გარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც 1 თვის წინ. დავით გარეჯის ისტორია წლების წინ დაიწყო. ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო 1 წლის, წელიწადნახევრის წინ და ზუსტად იმ ოპოზიციის, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვას სვამს, დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში. კითხვა, რატომ მაინცდამაინც ახლა, მათ თავის თავს უნდა დაუსვან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, როგორც გახარია აღნიშნავს, საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის თემა ორმხრივია და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება. გიორგი გახარიას განცხადებით, აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციას, არის ორმხრივი თემა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრების ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ბევრად ადრე დაიწყო და პირდაპირ ბმაში არ არის საპარლამენტო არჩევნებთან, ოპოზიცია ცდილობს, რომ ამ ყველაზე მძიმე საქმეში პოლიტიკა დაინახონ და ასევე დააკავშირონ საპარლამენტო არჩევნებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ქმედებები სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული“. როგორც ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, შეიქმნება საერთო საზოგადოებრივი კომისია, რომელიც დავით გარეჯის საქმეზე სიმართლეს დაადგენს.

„ყველა განცხადება კარგად აჩვენებს, რომ ეს არის ბინძური, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“. მათ არც დავით გარეჯი, არც ჩვენი ისტორია და კულტურა აინტერესებთ. ერთი რამ აინტერესებთ, როგორ გააგრძელებენ ქვეყნის ძარცვას და ჯიბეში ფულის ჩადებას“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

სერგი კაპანაძე თვლის, რომ საქმის მთავარი ამოცანა იყო, ივანიშვილს მორიგჯერ გამოეგორებინა სააკაშვილი, როგორც საფრთხობელა. „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, მაშინ როდესაც ხელისუფლებამ ვერც ერთ გამოწვევას ვერ უპასუხა, ერთადერთ შანსად წინა ხელისუფლების მიმართ ტალახის სროლა დარჩა.

„ხელისუფლებას ერთადერთი გამოსავალი აქვს, რამე დააბრალოს მიხეილ სააკაშვილს. რა თქმა უნდა, საერთოდ არ გამიკვირდება თუ ბრალს წაუყენებენ და თუ ეს ნეგატიური პროპაგანდისტული ნიაღვარი მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ იქნება მიმართული. ახალა, ივანიშვილს მხოლოდ ეს შანსი დარჩა. როცა კორონა გაექცა, როდესაც აღმოჩნდა, რომ არის ჩაფლავებული მთავრობა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ვერც ერთ გამოწვევას თავს ვერ ართმევენ და ყველა პრობლემაზე პასუხი აქვთ, რომ არ იციან რას იზამენ, ერთადერთი გამოსავალი აქვთ, ისევე დააბრლონ რაღაც სააკაშვილს“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

არა მხოლოდ მელაშვილისა და ილიჩოვას, არამედ ყველა პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ექსპერტი მამუკა არეშიძე, ვინც 2006–2007 წლებში ჩართული იყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში. მამუკა არეშიძის ინფორმაციით, დოკუმენტაცია, რომელიც სხვადასხვა პერიოდის მასალებს მოიცავს, დავით ხიდაშელმა რამდენიმე ქვეყანაში რუსეთში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიძია. მისივე განმარტებით, დოკუმენტაციის ნაწილი საქართველოს არქივებშიც იყო.

„ეს დოკუმენტები არ ეხება მხოლოდ გარეჯის თემას, ეს ეხება მთლიანად საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასა და რუკებს, მათ შორის, გარეჯის თემას. 1938 წელიც არის იქ 1920 წელიც არის და სხვა დანარჩენი წლებიც. კომისიის მუშაობის დანაშაული იმაშიც მდგომარეობს, რომ საქართველოშიც კი არ მოიძიეს სერიოზულად ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭირო იყო ამ საქმისთვის. აი ხიდაშელმა მოიძია, მე მას ამას ვუფასებ. საზოგადოების დიდი ნაწილი უფასებს და ვინც არ უფასებს, ეს მათი პრობლემაა. მე ვერ ვხვდები, რატომ უნდა გინდოდეს, რომ შენი ტერიტორიის ნაწილი იყოს სხვისი.

ქართული პოლიტიკური ელიტა, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, საზოგადოების აქტიური პიროვნებები განიხილავენ ამ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში, ადანაშაულებენ ხელისუფლებას, რომ მათ გადადგეს არასწორი ნაბიჯი და ამართლებენ დაპატიმრებულებს. მე მივიჩნევ, რომ ხელისუფლებამ გადადგა სწორი ნაბიჯი. კომისიის წევრები დამნაშავეები არიან იმაში, რაც ჩაიდინეს. ეს ორი ადამიანი კი არა, სულ ყველას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. პირველ რიგში, იქ რუკაზე არ არის საუბარი რა შეეშალათ და რა არა, იყო დოკუმენტაციის ნაწილი ქართულ არქივებში და არ მოიძიეს“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

Katana ყველა ე.წ. "ექსპერტი" (ნაცების კლასტერზე არ ვსაუბრობ), რომელიც ოპოზიციის სამსახურში დგას და ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ ახლა საარჩევნოდ გამოიტანა ეს თემა, თორემ ახლამდე არც ახსოვდათ და არც აინტერესებდათ... აგრეთვე, სამღვდელოების ის წარმომადგენლები, ამ ნარატივს რომ ავრცელებენ თავის მრევლში, უნდა ჩასვან დოჩანასეულ "კარცერ ლუქსში"; ოღონდ წიგნები კი არ მისცენ, არამედ აი, ეს ორნაწილიანი გადაცემა უნდა ჩაურთონ უწყვეტ რეჟიმში:
ბმული /> ბმული /> თუ არ უშველათ, მაშინ უნდა გადაიყვანონ ახალაიასეულ კარცერში!
4 წლის უკან
Katana გუბაზ სანიკიძე : “დაახვიონ ის რუკები და გაიკეთონ ერთ ადგილზე!.. ღარიბაშვილმა თავის ბოსტანში მოიკითხოს მოღალატეები...“

აი, პატრიოტი და საქართველოს ჭირისუფალი!
4 წლის უკან
გრიგორი გუბაზ! შენ კი შეგტენიდი მაგ რუკებს ერთ ადგილზე, მაგრამ არ მემეტება...რუკები ! ბევრი სხვა რამე არსებობს , რომ შეგტენონ!
4 წლის უკან
trampi ეგ გუბაზი კი არა .......................... გუბოზია
4 წლის უკან