რუსეთში შეიარაღებულმა ახალგაზრდამ ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ მგზავრებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ინციდენტი ნიჟნი ნოვგოროდში მოხდა. თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაიჭრა. მათი მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელი გაიქცა. მან თავი ტყის მასივს შეაფარა. ეჭვმიტანილი 18 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც მგზავრებზე თავდასხმამდე სავარაუდოდ საკუთარი ბებიის მოკვლა სცადა. პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს.