სერგეი ლავროვმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას რუსული მხარე ავრცელებს.
რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბრის მთავარი თემა არაღიარებულ მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება გახდა. რუსულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა გააგრძელოს აქტიური შუამავლური ძალისხმევა.
9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.