აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის განცხადებით, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო რეკლამაში მისი ფრაზის გამოყენებაზე მას ნებართვა არ მიუცია. ამის შესახებ ენტონი ფაუჩიმ CNN-ს განუცხადა.
ამასთან, როგორც ის ამბობს, მისი ფრაზა კონტექსტიდან ამოვარდნილია. „თითქმის 5-წლიანი სახელმწიფო სამსახურის განმავლობაში მე არც ერთხელ საჯაროდ მხარი არ დამიჭერია არც ერთი პოლიტიკური კანდოდატისთვის. ჩემი ნებართვის გარეშე სარეკლამო კამპანიაში გამოყენებული სიტყვები კონტექსტიდანაა ამოვარდნილი იმ განცხადებიდან, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავაკეთე და სადაც პანდემიასთან ბრძოლაში ფედერალური ხელისუფლების ძალისხმევაზე ვსაუბრობი“- განამარტა ენტონი ფაუჩიმ.
დონალდ ტრამპი ფაუჩის განცხადებას უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიტყვები ნამდვილად ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგს ეკუთვნის.
გასულ კვირას გამოქვეყნებულ რეკლამაში საუბარია დონალდ ტრამპის პერსონალურ და ასევე, მისი ადმინისტრაციის მცდელობებზე კორონავირუსული ინფექციის დამარცხების მიმართულებით. 30 მონაკვეთში ფაუჩის ციტატები იმგვარად არის გამოყენებული, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტს აქებს.
„მე ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმეს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია“, - ამბობს ენტონი ფაუჩი რეკლამაში