დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში თეთრ სახლში უმასპინძლებს პირველ საჯარო ღონისძიებას მას შემდეგ, რაც მას კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ BBC წერს.
პრეზიდენტი მხარდამჭერებს თეთრი სახლის აივნიდან მიმართავს. დონალდ ტრამპმა Fox News- ს, განუცხადა რომ ის თავს „ნამდვილად, ძალიან ძლიერად“ გრძნობს და აღარ იღებს მედიკამენტებს.
შაბათის ღონისძიებაზე დასასწრებად ყველას ნიღბები უნდა ეკეთოს, დამსწრეებს ტემპერატურას შეუმოწმებენ და სოციალურ დისტანციას დაიცავენ.
„პრეზიდენტი შორს, აივანზე იქნება და ძალიან მოკლედ, მიმართავს მომხრეებს“, - განაცხადა თეთრის სახლის კომუნიკაციების დირექტორმა.
ერთი კვირა გავიდა, რაც აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ მას კოორნავირუსი აქვს. გუშინ კი აღნიშნა, რომ ტესტის ახალ პასუხს ელოდება.
აშშ-ის პრეზიდენტის ექიმმა, შონ კონლიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია საჯარო საქმიანობას უსაფრთხოდ დაუბრუნდეს.
თავად პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ორშაბათს, ფლორიდაში დიდ შეკრებაზე აპირებს დასწრებას.
6 ოქტომბერს საავადმყოფოში 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თეთრ სახლში დაბრუნდა.