"ინტერის" ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მილანის „ინტერის“ ფეხბურთელებს მილან შკრინიარსა და ალესანდრო ბასტონის კორონავირუსი დაუდასტურდათ. ორივე ფეხბურთელის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ბასტონი იტალიის 21-წლამდე ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა, ხოლო შკრიანიარი სლოვაკეთის ნაკრების შეკრებაზე. ბასტონის ვირუსი უსიმპტომოდ გამოუვლინდა. ცხადია, ორივე ფეხბურთელი იზოლაციაში იმყოფება.

შეგახსენებთ, სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლის“ ორი დაინფიცირებული ფეხბურთელი ჰყავდა და „იუვენტუსთან“ სათამაშოდ ნეაპოლური გუნდი ტურინში არ ჩავიდა.