ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვინი ციხიდან მილიონი დოლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
მინესოტას შტატის პროკურატურამ დერეკ შოვინს წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენა ბრალი.
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 2021 წლის 8 მარტს დაიწყება.
აშშ-ში, მინესოტას შტატში შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა.