პოლიტპატიმრებმა გლდანის #8-ე საპყრობილე დატოვეს

პოლიტპატიმრებმა გლდანის #8-ე საპყრობილე დატოვეს

გლდანის #8-ე საპყრობილე პოლიტპატიმრებმა უკვე დატოვეს. პოლიტპატიმრებისთვის საპყრობილის კარი დაახლოებით 10.00 საათისთვის გაიღო. მათ ციხესთან დახვდნენ ახლობლები , ხოლო საპყრობილიდან ისინი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და ამნისტიის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ გამოაცილა.

ყველაზე მეტმა პოლიტპატიმარმა სწორედ გლდანის #8-ე საპყრობილე დატოვა. დღეს აღნიშნული ციხიდან 70 პოლიტპატიმარი გათავისუფლდა. ციხესთან იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის თეო ტლაშაძე, თემურ შაშიაშვილი, ასევე, ნინო ბურჯანაძის ვაჟი ანზორ ბიწაძე, გია მაისაშვილი და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

თბილისის გლდანის #8 დაწესებულება დღეს შემდეგმა პირებმა დატოვეს: ნემსიწვერიძე მამუკა, არევაძე თორნიკე, ახვლედიანი ვალერი, ანბერიშვილი ლევან, გაჩეჩილაძე გივი, გოგალაძე ჯურხა, გოგოლიძე ლევან; გოცირიძე კობა; ზურაშვილი შაქრია; მეფარიშვილი დავით; მერებაშვილი ამირანი, პეტრიაშვილი ბექა, ჟღენტი ოთარი, შუბითიძე კაკო, ჩიღვინაძე ივანე, ჩიქვილაძე ზაზა, მოსიძე ზურაბი, კეშელავა ოლეგი, გოგუაძე ნიკოლოზი, ჩარკვიანი ვარლამი, სისაური მახარე, მაისურაძე მიხეილი; გვიმრაძე ზაზა; გურული ბორისი, ჩიტრეკაშვილი დავითი, ჩიტრეკაშვილი ზურაბი, გუნდიშვილი ჯემალი, გელაშვილი ზურაბი, თუთარაშვილი დავითი, ჩიგოგიძე ბადრი, ჩიგოგიძე ბაქარი ჩარბაძე ირაკლი, ღვალაძე რამაზი, სურამელაშვილი ჯემალი, ფოცხვერაშვილი ბესიკი, ჯაჭვაძე ზვიადი, თოფურიძე ირაკლი, გრიგალაშვილი ბექა, ბიბილაშვილი ნიკოლოზ, მურჯიკნელი ზაზა, საბაშვილი ვანო, საგინაშვილი ვაჟა, საგინაშვილი იმედა, ხუცურაული ვაჟა, ნადირაძე მარლენი, გევორქიანი არმენი, გალოგრე რუსლანი, შიკოიანი რუბენი, აბდულაევი ედუარდი, მესხიძე დავითი, აბაშიძე ტარიელი, კაკაბაძე გელა, პლუჟნიკოვი ვიაჩესლავი, დიასამიძე გოჩა, ბერიაშვილი თამაზი, იამანიძე შოთა, გიგუაშვილი გალაქტიონი, ჯანჯალაშვილი ნიკოლოზი, ჩიხლაძე გიორგი, კობახიძე ზაზა, მაისურაძე რატი, დარასელია აკაკი, ახალკაცი გიორგი, ჩხენკელი ლაშა, ფარეშიშვილი მამუკა, შინჯიკაშვილი ზვიადი, ლონდარიძე დავითი, გორელაშვილი გიორგი, ჩაპლიგინი სერგეი, ჯარმელიშვილი დავითი.