ვატიკანმა მაიკ პომპეოს რომის პაპთან აუდიენციაზე უარი უთხრა

ვატიკანმა მაიკ პომპეოს რომის პაპთან აუდიენციაზე უარი უთხრა

ვატიკანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციაზე უარი უთხრა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ის არის, რომ პონტიფექსი პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო პერიოდში არ ხვდება. ამ ნაბიჯმა აშშ-სა და ვატიკანს შორის გაზარდა დაძაბულობა, რომელიც პომპეოს ჩინეთსა და კათოლიკური ეკლესიის შესახებ განცხადებებმა გამოიწვია. ვატიკანი პომპეოს იმაში ადანაშაულებს, რომ ამ საკითხზე სპეკულაციით, სახელმწიფო მდივანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპისთვის ხმების მიზიდვას ცდილობს.

სექტემბერში პომპეომ აღნიშნა, რომ კათოლიკური ეკლესია ჩინეთთან ეპისკოპოსების დანიშვნის თაობაზე ხელშეკრულების გაგრძელებით საკუთარ „მორალურ ავტორიტეტს“ რისკის ქვეშ აყენებს.