რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამლვის უკან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დგას. ამის შესახებ მან Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.
„დიახ, მე ვთვლი, რომ ამ დანაშაულის უკან პუტინი დგას და მე მომხდარის სხვა ვერსიები არ მაქვს“, - განაცხადა ნავალნიმ.
მან ასევე დაადასტურა, რომ გერმანიაში მკურნალობის დასრულების შემდეგ რუსეთში დაბრუნდება.
„ახლა ჩემი საქმეა - ვიყო ადამიანი, რომელსაც არ ეშინია. და მე არ მეშინია!“ - აცხადებს ნავალნი.
20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. შემდეგ ის საკმურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს. მოგვიანებით ეს ფრანგმა და შვედმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს. ნავალნი კლინიკიდან 23 სექტემბერს გაეწერა.