დავით გარეჯის გაყიდვა–გასხვისების საქმეზე სააკაშვილს შესაძლოა, ბრალი წაუყენონ

დავით გარეჯის გაყიდვა–გასხვისების საქმეზე სააკაშვილს შესაძლოა, ბრალი წაუყენონ

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას.

საგამოძიებო უწყების მიერ 9 სექტემბერს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ იქნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად ჩართული არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები. სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა ათეულობით პირი.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც დავით გარეჯის გადაცემის თემას ეხება, გამოკითხვაზე იმყოფებოდა არქიმანდრიტი კირიონი ონიანი, რომელმაც საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მამა კირიონ ონიანმა for.ge–სთან ექსკლუზურ საუბარში აღნიშნა, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, ახალი კარტოგრაფიული მასალები, რომლითაც საბოლოოდ დადგინდა ის სიმართლე, რომ 2006–2007 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სახელმწიფო სასაზღვრო ხაზის გამყოფად აღებული ტერიტორიები სრულ ცდომილებაშია ობიექტურ რეალობასთან.

„2006–2007 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოხდა მთლიანად საზღვრის გამრუდება. ვინაიდან, ჩვენ არ გვქონდა ამ დონის, ამ რანგის კარტოგრაფიული მასალები, რაც დღეს გვაქვს, საერთაშორისო დონეზე ვერ დავამტკიცებდით, რომ ეს იყო არასწორი. თუმცა, ამის დადგენა მაინც შეიძლებოდა, რადგან ჩვენ გვქონდა საკმარისი მასალები, რომ აზერბაიჯანთან პრინციპულად დაგვეჭირა პოზიცია და ეს არ მოხდარიყო, მაგრამ იმ დროს არ იყო ამის პოლიტიკური ნება. მადლობა ღმერთს, დღეს ეს ყველაფერი შეიცვალა. ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შემობრუნების და პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან საუბრის შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არსებულმა საკითხებმა მიიღო სამართლებრვი და ობიექტური სახე, რომელიც აქამდე აკლდა ამ პროცესს. ირაკლისთვის პრინციპული საკითხი იყო დავით გარეჯის საკითხი. ღარიბაშვილის პოლიტიკაში შემოტრიალების შემდეგ პროცესი განახლდა, აღდგა ჩვენი კავშირები“, - აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას მამა კირიონმა.

ირაკლი შოთაძის უწყების გამოძიების ინტერესს წარმოადგენს დემარკაციის კომისიის 2006–2007 წლების საქმიანობა. რადგან ცნობილი გახდა, რომ კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

for.ge–სთან საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურაში და მათ შორის კომისიაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაუშვეს ფინანსური მოგების მიზნით, ისეთი დოკუმენტების გადინება საქართველოდან, რომელიც გადამწყვეტი იყო საქართველოსთვის.

„შევეცდები ძალიან რბილად ვთქვა, არ მინდა ზედმეტი ინფორმაცია გავცე. საქმე ისაა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურაში და მათ შორის, ჩემი აზრით კომისიაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაუშვეს ფინანსური მოგების მიზნით, ან სხვა პრეფერენციის მიღების მიზნით, ისეთი დოკუმენტების გადინება საქართველოდან, რომელმაც საბოლოო ჯამში ხელი შეუშალა დავით გარეჯის საკითხის მოგვარებს.

ეს იყო სხვადასხვა უწყება, საქართველოს ზოგიერთი არქივი, ზოგიერთი ბიბლიოთეკა, სადაც შეიძლება ყოფილიყო მასალები, რომელიც აუცილებელი იყო გარეჯის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ხელი მოეწერა ზოგიერთ ისეთ დოკუმენტს, რომელიც შედგენილი იყო არა საქართველოს და არა საქმის სასარგებლოდ. ობიექტურად არ იყო შედგენილი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო ინტერესების ღალატთან. მისი თქმით, მაშინ აქტიურად ინერგებოდა აზრი საზოგადოებაში, რომ ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი, ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია და, რომ საქართველოს ექნება მიმოსვლის საშუალება.

„ჩემთვის ცნობილია ეს ყველაფერი. მახსოვს 2006 წელს ქალბატონ ნინო კალანდაძის განცხადება, მახსოვს გიგა ბოკერიას და სერგი კაპანაძის განცხადებები ამის შესახებ. აქტიურად ინერგებოდა აზრი საზოგადოებაში, რომ ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი, ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია და ჩვენ იქ გვექნება მიმოსვლის საშუალება. საუბარი იყო არა მხოლოდ დავით გარეჯზე, არამედ ბაქო–ჯეიჰანის ტრანზიტის სანაცვლოდ სუფსაში უნდა აშენებულიყო ნავთობ გადამამუშავებელი კომპლექსი, რომელიც ძალიან დიდი შემოსავალი იქნებოდა ქვეყნისთვის და ისიც იმდენი ქნეს, რომ აზერბაიჯანულ მხარს ააშენებინეს, აზერბაიჯანს მისცეს მთელი რიგი პრეფერენციები. ეს კომპლექსურად მოხდა - კლანის პირადი ინტერესების სანაცვლოდ დათმობები აზერბაიჯანთან. უფრო სწორედ, საქართველოს ინტერსების ღალატი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის ხელშეწყობა.

უმკაცრესი მოქმედებებია საჭირო და ეს გააკეთეს მარტო? მთელი სტრატეგიული ობიექტები მიყიდეს რუსეთს და რა დროს - როდესაც ომი გააჩაღეს ცხინვალის რეგიონში. და, უკვე 2006 წელს ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული სომხეთთან სამხედრო ტრანზიტის შესახებ და რომელიც 2011 წლამდე მოქმედებდა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ეს არის სამშობლოს გაყიდვა პირდაპირი მნიშვნელობით სააკაშვილის შესრულებით. მისი თქმით, დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის და მიმდებარე ტერიტორიის გარშემო ნაციონალების მიერ გამართული დახლი გაიშიფრა. პოლიტოლოგი თვლის, რომ პროკურატურამ ეს საკითხი ბოლომდე უნდა მიიყვანოს, რადგან ძალიან დიდია ქართული საზოგადოების ზეწოლა ამ საკითხზე.

„მთელი საქართველო შოკირებულია გამჟღავნებული ფაქტებით. ეს არის ის თემა, რომელიც პოლიტიკური გარიგებისთვის უნდა იყოს გამოყენებული. სააკაშვილისთვის ცნება სამშობლო არასდროს არ არსებობდა, 90–იანი წლებიდან ვიცნობ და ამაში მრავალგზის დავრწმუნებულვარ. აპათეოზს მიაღწია პრეზიდენტობის ჟამს, როდესაც მას ჰქონდა ძალა–უფლება, ფაქტიურად ყველაფრისგან ფულის მიღებას ცდილობდა, რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესების ხარჯზე.

დავით გარეჯის თემა პირდაპირი მნიშვნელობით არის სამშობლოს გაყიდვის კლასიკური მაგალითი. დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ფულიც აქვს აღებული და იმედია, რომ გამოძიება გაარკვევს და დაადგენს, რა პერიპეტიები იყო გარეჯის თემაზე. ცალსახაა, რომ რაღაცეები აურ–დაურიეს და კარგია, რომ ჩაუჯდნენ იმ კომისიის მუშაობას, რომელიც სააკაშვილის დროს მუშაობდა. მიზეზი კი არის ერთი – სიხარბე“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

Aburjga Tasmanieli ეს საკითხი დღისწესრიგში რომ დადგა ეს უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური პარტიის "პატრიოტთა ალიანსის" დამსახურებაა. საკუთარი წვლილის შეტანა სცადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, მაგრამ ისე დააბულინგეს ე.წ. ოპოზიციონერმა პარტიებმა (ევროპული საქართველო, ნაცმოძრაობა, და მათი კუდები) და ზოგერთებმა მმართველი გუნდიდანაც, რომ იძულებული გახადეს გაჩუმებულიყო! თავისთავად საქართველოს ეკლესიც იჩენდა გარკვეულ აქტიურობას, ძალიან ფრთხილად და მოზომილად! აგერ ვხედავ, რომ თურმე "პატრიოტთა ალიანსის" ჩამოკრული განგაშის ზარები ძალიან საჭირო, აუცილებელი ყოფილა!
4 წლის უკან
Katana . გიგა ბოკერიას, სერგი კაპანაძეს, ნიკა რურუას და ნინო კალანდაძეს დაეჯერებათ ამ საკითხში!.. განსაკუთრებით, ამ უკანასკნელს: მთელი თავისი ყმაწვილქალობა ხომ არქივებში აქვს გატარებული, ისტორიული დოკუმენტებისა და ფოლიანტების შესწავლა-შეჯერებაში! :)
ნაცებიც და რესპებიც არიან არაპატრიოტული კი არა, ანტიპატრიოტული ძალები! (გაიხსენეთ, ვინ რა განცხადებებს აკეთებდა, თუნდაც შვილების აღზრდასთან დაკავშირებით და ვინ როგორი ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები მიიღო დიდ თანამდებობებზე ყოფნის დროს!).
იმედია, ამ ერთხელ მაინც ბოლომდე მიიყვანენ გამოძიებას და არჩევნების შემდეგ ისევ თაროზე არ შემოდებენ, როგორც ყოველთვის!
4 წლის უკან
Katana . “საუბარია ძალიან დიდ ტერიტორიაზე, მინიმუმ 6700 ჰექტარზე თუ არა მეტზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ოფიციალურ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ დავითგარეჯის ტერიტორია საბჭოთა კავშირიდან ეკუთვნოდა აზერბაიჯანს.
ზუსტად ორ საათში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სპიკერმა გაავრცელა განცხადება, “როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო კალანდაძე ბრძანებს, ეს ტერიტორიები ეკუთვნის აზერბაიჯანსო“... კალანდაძის სიტყვები იურუდიულ პლანში გადაგვიყვანეს.“- განაცხადა არქიმანდრიტმა.
ბმული
4 წლის უკან
Katana . პაატა ზაქარეიშვილი კიდევ აცხადებს: ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვენია და შევინარჩუნოთ Status quo , თორემ ჩვენი ტერიტორიის დაბრუნება რომ მოვთხოვოთ, აზერბაიჯანი ჩათვლის, რომ ტერიტორიის დათმობა უწევს და ეწყინებაო!
4 წლის უკან