პარიზში, „შარლი ებდოს“ ძველ ოფისთან მომხდარ თავდასხმაზე საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა. გამოძიებას საფრანგეთის ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურა გაუძღვება.
პარიზში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც ცნობილი ფრანგული სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo-ს რედაქცია იყო განთავსებული, ოთხი ადამიანი დაჭრეს.
გამვლელებს თავს ორი პირი დაესხა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ცივი იარაღი. ოთხიდან ორი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.
2015 წლის 7 იანვარს ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალს „შარლი ებდოს“ თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც 12 ადამიანი იმსხვერპლეს, მათ შორის 5 კარიკატურისტი. შეიარაღებული პირები გაჰყვიროდნენ „ალაჰუ აკბარ“, ანუ „ღმერთი დიდია“, რაც პირდაპირ მიანიშნებს კავშირს „შარლი ებდოს“ მიერ გამოქვეყნებულ მუჰამედის კარიკატურებსა და მომხდარს შორის. „შარლი ებდო“ საფრანგეთში ცნობილია თავისი სკანდალური კარიკატურებით.