„საქართველოსთვის ოპტიმალური გამოსავალი არჩევნებზე ტრამპის გამარჯვება იქნებოდა“

„საქართველოსთვის ოპტიმალური გამოსავალი არჩევნებზე ტრამპის გამარჯვება იქნებოდა“

„აშშ-ში რეკორდულად გაიზარდა იარაღის გაყიდვები. მთლიანად 330 მილიონიან მოსახლეობაში 500 მილიონზე მეტი იარაღია რეგისტრირებული, რაც ცუდი ტენდენციაა. ამერიკული საზოგადოება უარყოფითად არის დამუხტული. დაახლოებით ისე, როგორც საქართველოში იყო 90-იან წლებში“, წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა და for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აშშ-ში დაპირისპირების გამწვავებით და ცხელ ფაზაში შესვლით ჩვენთვის სახიფათო სიტუაცია შეიქმნება.

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.

3 ნოემებრს ამერიკელი ამომრჩეველი ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს. ამერიკის არჩვენებზეა დამოკიდებული როგორი იქნება მსოფლიო წესრიგი. საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია, ვის უჭერს მხარს - რესპუბლიკელებს, თუ დემოკრატებს. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ამერიკელი ამომრჩეველის გადაწყვეტილება - დარჩება, თუ წავა დონალდ ტრამპი?

ირაკლი გოგავა: გეთანხმებით, ხელისუფლება არ ერევა, არ ირჩევს პოზიციას ამერიკის არჩევნებში, რაც ჭკვიანურია, ვინაიდან ვინც კი ჩვენს გარშემო მსგავსი რამ გააკეთა, ყველამ ძალიან ცუდი შედეგი მიიღო. ამის მაგალითად სააკაშვილი შეიძლება დასახელდეს, რომელიც 2008 წლის არჩევნებში მაკკეინის უჭერდა მხარს და შედეგად მივიღეთ აგვისტოს ომი. გარდა ამისა, პეტრე პოროშენკო გამოდგება კარგ მაგალითად, რომელმაც ჰილარი კლინტონს დაუჭირა მხარი, რაღაცა მასალები გადააგზავნა ტრამპის საწინააღმდეგო. ამან დიდი სკანდალი გამოიწვია და საერთო ჯამში, პოროშენკომ დაკარგა პრეზიდენტის სავარძელი. ამერიკის არჩევნებში ჩარევა უმადური საქმეა, ამის გაკეთება ნამდვილად არ ღირს ხელისუფლების მხრიდან. ოპოზიცია, რომელსაც პრინციპში, პასუხსიმგებლობა არ აქვს, ისინიც ბუჩქებში ზიან და ელოდებიან ვინ გაიმარჯვებს.

საინტერესოა ლიბერალების სიჩუმე, ღიად არც ტრამპს აფასებს, არც დემოკრატებს...

- ელოდებიან ვინ გაიმარჯვებს, რომ შესაბამისი პოზიცია მერე დაიკავონ. ეს უკვე კონფორმიზმია, საკუთარი ტყავის გადარჩენა, საკუთარ კომფორტზე ზრუნვის ნათელი მაგალითი. ოპტიმალური გამოსავალი საქართველოსთვის შემდგომი კონფრონტაციის გარეშე არჩევნებზე ტრამპის წარმატება იქნებოდა - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აგრესიული ლიბერალიზმის ბაცილის კაპიტალურად თავიდან მოშორება; საზოგადოების ღირებულებების თავიდან გადაფასება; გლობალიზაციის პროცესის გადახედვა ხალხების სასიკეთოდ; ერების განვითარების სამართლიანი მოდელებით ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა; პლანეტარული მასშტაბის ადეკვატური გარემოსდაცვითი პროგრამა; ბილოგიური და ბაქტერიოლოგიური უსაფრთხოების მყარი გარანტიების სისტემის შექმნა, საინფორმაციო პოლიტიკის და საშუალებების მკაცრი სამართლიანი რეგულაცია, არა თავისუფალი სიტყვის ხარჯზე და სხვა. აშშ-ის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსთვის. ას წელზე მეტია მსგავსი მნიშვნელობის არჩევნები არ ჩატარებულა აშშ-ში.

რატომ არის ასეთი მნიშვნელობის ეს არჩევნები?

- იმიტომ, რომ იქ მიდის იდეოლოგიური დაპირისპირება ტრადიციულ პატრიოტულ პლატფორმას, რომლის დევიზია: ღმერთი, ოჯახი, სამშობლო და აგრესიულ ლიბერალიზმს, რადიკალ მემარცხენეებს შორის. ეს უკანასკნელნი გაერთიანებული არიან და მათ სურთ საერთო სახელმწიფოს ცნების სრული ელიმინაცია - ერების, ეთნოსების აღრევა. ბაბილონის გოდოლის მოდელით, რომ ადამიანს სამშობლოს ცნება არ გააჩნდეს, სამშობლო არ გააჩნდეს, არაფერი არ ჰქონდეს დასაცავი, ერთ თარგზე გაიზარდოს ახალი თაობები. ახალი მოდალური ტიპი გამოჰყავთ ადამიანისგან, ისინი ოჯახის ცნებასაც უტევენ. მიზანი არის ის, რომ ოჯახი არ არსებობდეს და ბავშვების აღზრდა ითავოს სახელმწიფომ. სახელმწიფო დაწესებულებაში ერთ ყაიდაზე იქნება აღზრდილი ახალი თაობა, ეს მასიურად მთელ პლამენტაზე უნდა მოხდეს, ეს არის გეგმა. თანაც, ეს აგრესიული ლიბერალიზმი თავისი არსით არის ბუნებისა და ღმერთის კანონების საწინააღმდეგო. ამის მაგალითები ისტორიაში არაერთხელ ყოფილა. ყოველი მათგანი გარკვეული პერიოდის მერე ფიასკოს განიცდის.

დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად მყარია რესპუბლიკელების პოზიცია, როგორია ამერიკელი ამომრჩეველის გადაწყვეტილება - ტრამპი, თუ ბაიდენი?

- ძირითადი სოციოლოგია რაც ქვეყნდება, ეს არის მედიის მიერ დაკვეთილი. ამერიკაში მედიის 90% არის ლიბერალური, სუპერ მდიდრებს ეკუთვნის, რომლებიც ტრამპის წინააღმდეგ არიან. ამიტომ ისინი აქვეყნებენ ტრამპის საწინააღმდეგო სტატისტიკას და რეიტინგებს. თუმცა, არსებობს სხვა კვლევები, რომელსაც მსოფლიო მედია არ აქვეყნებს და მათ შორის არც ქართული მედია არ აჩვენებს, ვინაიდან ისინიც ლიბერალების კონტროლის ქვეშ არიან, ამ კვლევებში რეალური სურათი არის ასახული, რომლის მიხედვით ტრამპი დამაჯერებლად ლიდერობს.

მე ხელი მიმიწვდება ამ კვლევებთან. გარდა ამისა, არის ირიბი ინდიკატორები, მაგალითისთვის, აგვისტოში ჩატარდა ორივე პარტიის დემოკრატების და რესპუბლიკელების ყრილობები. ციფრული ტელევიზიით, ერთეულის დონეზე შეგიძლია დათვალო რამდენმა ადამიანმა უყურა. აღმოჩნდა, რომ „დემოკრატიული პარტიის“ 4-დღიან ყრილობას, ჯამში, უყურა 122 მილიონმა ადამიანმა, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის“ 4-დღიან ყრილობას უყურა 148 მილიონმა დამიანმა. დაახლოებით 20%-იანი განსხვავებაა. დაახლოებით ასეთია საზოგადოებაშიც განსხვავება.

სხვა ინდიკატორები ასევე არის საარჩევნო შეხვედრები. მაგალითად, ჯო ბაიდენი ვერ ახერხებს თუნდაც 500 კაცის შეკრებას საარჩევნო შეკრებაზე. ამიტომ, საერთოდ უარი თქვეს შეხვედრებზე, დაახლოებით 20-კაციან შეხვედრას აკეთებენ თითქოსდა კოვიდ 19-ის გამო, ამ დროს რეალურად ვერ აგროვებენ მომხრეებს. ხოლო ტრამპის შეხვედრებზე ათეულობით ათასი ადამიანი მიდის. სტადიონები ივსება. ესეც ირიბი ინდიკატორია. გარდა ამისა, კვლევა ჩაატარა ორგანიზაცია „Qraud Research“-მა, რომელმაც გამოიკვლია რამდენად გულახდილად პასუხობს ამერიკელი ამომრჩეველი, როდესაც მას ტელეფონით ურეკავენ პოლიტიკურ რეიტინგებზე კითხვით. აღმოჩნდა, რომ ტრამპის მხარდამჭერების 11% არ ეუბნება რასაც ფიქრობს, მალავს. ასევე ნეიტრალური ამომრჩევლის 11% მალავას და არ ამბობს, რომ ტრამპს უჭერს მხარს. ამის გამოკვლევა მათ მოახერხეს რამდენიმე საკონტროლო თემატური შეკითხვით, რომელიც მიგანიშნებს რომელ კანდიდატს უფრო უჭერენ მხარს. დაახლოებით ასეთი სიტუაცია არის. პლუს ამას, 2011 წელს არჩევნებამდე 1 კვირით ადრე, კვლევები აჩვენებდა, რომ ჰილარი კლინტონი ზოგან 11, ზოგან 16%-ით იგებდა, მაგრამ საერთო ჯამში ტრამპმა მოიგო.

ანუ, ამერიკაში განწყობები ისეთია, რომ ტრამპი გაცილებით უკეთეს შედეგს აჩვევენებს, ვიდრე 2016 წელს?

- რა თქმა უნდა. მან სერიოზული შედეგები დადო ეკონომიკის კუთხით, პანდემიამდე რეკორდულ ზრდას მიაღწია ამერიკულმა ეკონომიკამ. რეკორდულად დაბალი იყო უმუშევრობის დონე ამერიკაში და მათ შორის შავკანიანების უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალი იყო. ბევრი შავკანიანი დასაქმდა და შედეგად, 2016 წელს ტრამპს რომ შავკანიანების 8%-მა მისცა ხმა, წელს უკვე 19-20%-მდე ავიდა ტრამპის მხარდაჭერა შავკანიანებში. ტრადიციულად, ებრაელები დემოკრატებისკენ იყვნენ, მაგრამ იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადების, ისრაელ-არაბთა გაერთიანებული საემიროების და ისრაელ-ბაჰრეინის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად, ძალიან ბევრი ებრაელი რესპუბლიკელებს აძლევს ხმას. მართლაც კარგი საქმეა, ვინაიდან ეს არის უდიდესი გარღვევა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში.

რაც შეეხება იარაღის თემას, ძალიან ბევრი რეგისტრირებული იარაღია მოსახლეობაში, მაგრამ რა კატეგორიაშია ეს იარაღი? ბაიდენი აცხადებს, რომ წაგებას არ აღიარებს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ეს იარაღი გამოყენებულ იქნას და განმეორდეს იგივე, რაც რამდენიმე თვის წინ?

- აშშ-ში თავის დროზე მამა დამფუძნებლებმა, როდესაც კონსტიტუცია მიიღეს, შემდეგ გააკეთეს პირველი ცვლილება. პირველი ცვლილება ნიშნავს იარაღის შენახვის, ზოგ შემთხვევაში ტარების უფლებას. ამერიკაში 330 მილიონიან მოსახლეობაში 500 მილონზე მეტი რეგისტრირებული იარაღია მოსახლეობაში. ანუ, იარაღი აქვს თითქმის ყველას. ბევრს კიდევ რამდენიმე. იარაღი აქვს როგორც ტრამპის მომხრეებს, ასევე ბაიდენის მომხრეებს. ყველაზე უფრო იმის მეშინია, რასაც მხარეები აცხადებენ. მაგალითად, ბაიდენის მხარე აცხადებს, რომ თუ ტრამპმა მოიგო, ისინი არჩევნებს არ ცნობენ და შესაბამისად, ემზადებიან, რომ 4 ნოემბრიდან გამოვიდნენ ქუჩაში და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება. ამისთვის, მათ შექმნეს მოძრაობა - „ბიელემი“, რომელიც უფრო შავკანიანების მოძრაობა არის და ძალოვან აქციებს ატარებენ ამერიკის ქუჩებში. დაწვეს ბევრი ქალაქი. ასევე არის „ატიფა“, რომელიც უფრო სოროსის მიმდევრების ნამუშევარია, რომელიც რადიკალური მემარცხენეების დაჯგუფებაა, ასევე გაწვრთნილია, მათ ამზადებენ სპეციალურად ქუჩის უწესრიგობებისთვის, ძალოვანი აქციებისთვის, ეს ორივე არის დემოკრატიული პარტიის პროდუქტი.

ანუ, ესკალაციის საშიშროება არსებობს?

- შესაძლებელია, გამწვავდეს სიტუაცია და ცხელ ფაზაში გადავიდეს დაპირისპირება. თანაც ამერიკის საზოგადოებაში დუღილის ძალიან მაღალი ტემპერატურაა. მე ამას, დაახლოებით, შევადარებდი 90-იან წლებს, სამოქალაქო ომი, აფხაზეთის და ცხინვალის ომი. ვერ გამოვედით ამ ორომტრიალიდან. დაახლოებით იგივე ვითარებაა, მაგრამ ენთუზიაზმში არის განსხვავება. სოციოლოგია გვეუბნება, რომ ტრამპის მომხრეებს ორჯერ მეტი ენთუზიაზმი აქვთ, რომ ტრამპმა მოიგოს, ვიდრე ბაიდენის მომხრეებს.

მე მაინც იმედი მაქვს, რომ ამერიკული სამართალდამცავი სისტემა ავად თუ კარგად იმუშავებს არჩევნების შემდგომ პერიოდში და ამას სერიოზული გართულებები არ მოჰყვება. თუმცა, ისტორიული პრეცედენტი არის ძალიან ცუდი. 1860 წელს აბრაამ ლინკოლნი რომ აირჩიეს, რომელიც ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ფიგურად ითვლება ამერიკის ისტორიაში, სწორედ ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი, ვინაიდან ლინკოლნი ითხოვდა მონათმფლობელობის გაუქმებას სამხრეთის შტატებში. 5-წლიანი ომის შედეგად ისევ რესპუბლიკელებმა მოიგეს და გაერთიანდა ქვეყანა. ნამდვილად, სახიფათო სიტუაცია არის. ჩვენ ნამდვილად არ გვაწყობს ამერიკაში არეულობა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვრჩებით აგრესიული ლიბერალური ევროპის, გაუგებარი რუსეთის და პანოსმანური ერდოღანის წინაშე, რაც სახიფათოა. ძალიან ფრთხილი მოქმედება გვჭირდება ამ საიტუაციაში.

რაც შეეხება ჩინეთს, რომლისთვისაც პრობლემურია ტრამპი, რა როლი შეიძლება დაიკავოს, მით უფრო როცა ბაიდენი აცხადებს, რომ არ აპირებს დამარცხების აღაირებას?

- მე, ვფიქრობ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში სი ძინპინი და ტრამპი მოახერხებენ ახალი შეთანხმებების მიღწევას. სიმართლე, რომ ითქვას, სავაჭრო შეთანხმება და სავაჭრო წარსული ამერიკას და ჩინეთს შორის მართლა არასამართლოანი იყო. ჩინეთი იქ ყიდდა 500 მილიარდის საქონელს, ამერიკა ჩინეთში 200 მილიარდის საქონელს ყიდდა. სავაჭრო ურთიერთობები დაბალანსებული უნდა იყოს. ეს ჩვენც გვეკუთვნის. ჩვენ თითქმის ყველა მთავარ პარტნიორთან გვაქვს მინუსები, როგორც ევროკავშირთან, ასევე რუსეთთან, თურქეთთან და ჩინეთთან. წესით, ასე არ უნდა კეთდებოდეს. ეს ტრამპს ესმის, გამოცდილი ბიზნესმენია. ამერიკული საქონლის ჩინეთში გაყიდვა ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს ამერიკაში. პირველი ფაზა უკვე შეათანხმეს, ჩინეთმა აიღო ვალდებულება დამატებით 60 მილიარდის ამერიკული სურსათი იყიდოს. ეს ფერმერებისთვის ნიშნავს დამატებით შემოსავალს. ამის გამო, ყველა ფერმერი ტრამპს აძლევს ხმას. ამიტომ, არ ველოდები, რომ ტრამპის მოგების შემთხვევაში რაღაცა განსაკუთრებული გამწვავება იქნება ჩინეთ-ამერიკას შორის.

თუმცა დაძაბულობის ვექტორი იქნება წყნარ ოკეანეში, იმიტომ, რომ ჩინეთს ისეთი ზრდის საშუალებას ამერიკა არ მისცემს, როგორც მანამდე იყო, როცა ორნიშნა ციფრებით იზრდებოდა ეკონომიკა. ამ ნაშოვნ ფულს საკმაოდ ჭკვიანურად იყენებს ჩინეთი, რაც ამერიკის პოზიციებს ასუსტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და აძლევს საშუალებას განავითაროს საკუთარი ძალები. ჩინეთმა ახლახან გამოაცხადა ახალი გეგმა - გააორმაგოს ბრთვული არსენალი, ეს ამერიკაში ნამდვილად არ მოეწონათ.

Katana . ყოველთვის დიდი ინტერესით ვისმენ ბ-ნ ირაკლი გოგავასთან საუბრებს. ჩვენ შეხედულებების სრული თანხვედრა გვაქვს.
მეც ვიმედოვნებ, რომ პრამპი გაიმარჯვებს!..
გუშინ მოვისმინე შედეგები ერთ-ერთი გამოკითხვის, რომლის ინიციატორებიც ბაიდენის მხარდამჭერები არიან. გამოკითხვის თანახმად, ლათინოსების უფრო მეტმა პროცენტმა დაუჭირა მხარი ტრამპს, ვიდრე ბაიდენს. დიდი სხვაობით არა, მაგრამ მაინც. და ეს ერთობ მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან ლათინოსები, ტრადიციულად, დემოკრატების მხარდამჭერად ითვლებიან. ხოლო ტრამპის პოლიტიკა მექსიკასთან საზღვრის თაობაზე , ცხადია, მომხრეებს არ უმრავლებდა ამ მოსახლეობაში.
4 წლის უკან
ნიკ ამ სტატიას შევინახავ და არჩევნების მერე შევადაროთ რამდენად ახლოა გოგავას პროგნოზი რეალობასთან.
4 წლის უკან