„მიშასა ჰკრეს პანღური, ვაშაძეს კიდევ - ნიახური“

„მიშასა ჰკრეს პანღური, ვაშაძეს კიდევ - ნიახური“

ვინ სურთ ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად - Edison Research-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 57% არჩევანი ასე გადანაწილდა - დავით ბაქრაძე 25%, მიხეილ სააკაშვილი 15%; გიორგი ვაშაძე 19%; გრიგოლ ვაშაძე -18%;. კითხვა იმ ამომრჩევლებს დაუსვეს, რომელთაც პარლამენტის მმართველის როლში არა „ქართული ოცნების“, არამედ სხვა პარტიების ხილვა სურთ.

15%-ის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი, მიმართავს მევენახეებს, რომ შეინახონ სერტიფიკატები, რომელსაც ხელისუფლება მისცემს და ოქტომბრის ბოლოს დამატებით კიდევ 80 თეთრს პირდება.

მიხეილ სააკაშილის დაპირებები, რომ ყინულზეა გაწერილი, ეს არახალია. ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, მსგავსი არაადეკვატური ადამიანის განცხადებების შეფასება რთულია.

„მიხეილ სააკაშვილი ხან პოლიტიკოსის რანგში გვევლინება, ხან მსოფლიო განმკარგულებლის, ხან უკრაინის ლიდერის, ხან საქართველოს პრეზიდენტის თუ მთავრობის თავმჯდომარის. ხან ღრუბელ-ღრუბელ მოდის, ხან ხმელეთით. არ მგონია, მის განცხადებებს ადეკვატური პასუხი გაეცეს, რასაც ის ჰაერში პერიოდულად ისვრის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

როდესაც პოლიტიკური პარტია საარჩევნო დაპირებას ფეიკ-დაპირებაზე აგებს, უკვე გასაგებია, რომ წაგებისთვის არის განწირული.

ასე რომ, პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადებიან და საარჩევნო დაპირებებს უხვად გასცემენ. საკმაოდ საინტერესოა საარჩევნო სლოგანებიც, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის:

„ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, - „ქართული ოცნება“;

„დაავალე მიშას“ - „ნაციონალური მოძრაობა“;

„შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის!“ - „ევროპული საქართველო“;

„გისმენთ ალეკო - 593 58-40-52“, - „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“;

„როგორც ღვინოს თავსახური, ხალხს სჭირდება სამსახური“, - „სტრატეგია აღმაშნებელი“ - გიორგი ვაშაძე;

„ვიმარჯვებთ ჩვენ, იმარჯვებ შენ - იმარჯვებ შენ, იმარჯვებს საქართველო“, - „პარტიოტთა ალიანსი“;

„ახალი ძალა, ახალი იმედი“, - პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“;

„მოგვეცით ნორმალური არჩევნები!“, - „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოს“.

საპარლამენტო არჩევნებში ნათელაშვილების დინასტია მონაწილეობს. პირველი მშრომელი საარჩევნო სლოგანის გარეშე შეეცდება ამომრჩევლის გულის მოგებას, თუმცა ისევ ძალაში რჩება ნათელაშვილისეული სლოგანი - „გუგავა მოვა“.

პოლიტიკურ რეკლამებს უწყვეტად უყურა ანალიტიკოსმა სოსო მანჯავიძემ, რომლის შეფასებით, იმდენად კომიკურია სლოგანები, რომ რეჟისორის ხელის გარეშეც შესაძლებელია კომედიური ჟანრის ფილმის გადაღება.

„პირდაპირ კომიკური სიუჟეტია მთელი ეს სარეკლამო კამპანია, რომელიც მიმდინარეობს. „დაავალე მიშას“, „დაურეკე ალეკოს“, „გუგავა მოვა“, იქ ყუბანეიშვილი კითხულობს ვაშაძისთვის ლექსებს - „როგორც ღვინოს თავსახური, ხალხს ჭირდება სამსახური!“ ეს ადასტურებს, რომ კასტა, რომელზეც არაერთგზის მისაუბრია, დაცლილია ყოველგვარი გემოვნებისგან, ზნეობისგან. თვითონ ეს პროცედურა, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ გაქვს, იქცევი ისე, რომ თითქოსდა ხელისუფლებაში მოდიოდე და პოზიციონირებ როგორც ხელისუფალი, ეს ხომ დიდი ტყულია და შესაბამისად, ამ ტყუილიდან გამომდინარე სხვა ყველაფერი კომიკურ ეთერში გადადის“, - ამბობს ანალიტიკოსი.

როგორც სოსო მანჯავიძე ამბობს, ეს პირველად არ ხდება. 90-იან წლებში, როდესაც სიახლე იყო მრავალპარტიულობა და ხალხს კიდევ ჰქონდა წარმოდგენა, რომ ტელევიზიიდან და საჯარო სივრციდან გაჟღერებულ სიტყვას ფასი ჰქონდა, დაპირების შესრულების იმედი ჰქონდათ.

„როდესაც ეს პოლიტიკური აფერისტები ხალხის ნდობას მოერგნენ, იკეთეს პოლიტიკური კარიერები, დააგროვეს ქონება და არა მარტო, დღეს ჩვენ ვხედავთ ისევ ამ ტრენდის ცოხნას, მით უმეტეს იმ სუბიექტებისგან ვისაც არანაირი პოლიტიკური რეიტინგი არ აქვთ, პირიქით, უზარმაზარი ანტირეიტინგი აქვთ. მიუხედავად ყველაფრისა, მიმდევრები კვლავ ჰყავთ, ისინი, ვინც ჩარჩენილი არიან იმ 90-იანი წლების ინერციაში, რომელიც საბჭოთა კავშირის ინერციიდან მომდინარეობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

„დაურეკავ ალეკოს, გუგავა მოვა, დაავალებ მიშას, რომელიც ვაშაძეს გაახსნევნინებს თავსახურს და ბოლოს, ხაზარაძე დადებს ლელოს. ჰო, ევრო-საქები ამასობაში ხელშეკრულებასაც დაგიდებენ. შენ დაუკა! აბა, რა მოგვაწყენს ამათ ხელში?!“, - აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, მთავარი არა სლოგანია, არამედ ის, რა არის ამ სლოგანის უკან. მის თქმით, „დაავალე მიშას“ ეს იგივეა, რაც „მიშა მაგარია“ და ამით ნაციონალები ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ მთელი ქვეყანა ისევ მიშას უნდა ენაცვალოს.

„დაავალეთ მიშიკოს!“ და ასევე, ზუგდიდში დედამისის კანდიდატად დაყენება, მანიფესტირებაა სააკაშვილის ბავშვობის დროიდან მომდინარე ღრმა კომპლექსებისა. ეს არის არსებითად იგივე „დედა გენაცვალოს“ მდგომარეობა, რაც მიშიკოს ადრეული ბავშვობიდანვე ჩამოყალიბდა და მუდმივად მეორდება. მას ტვინში და გულში ჩაუბეჭდეს, რომ იგი ყველაზე ნიჭიერია, ყველას ჯობს, ყველაზე უკეთესად ასრულებს საშინაო დავალებებს, ყველაზე ხუთოსანი და ყველაზე ოქროს მედალოსანია, არავის მისცემენ უფლებას დედა და დედის ძმა, რომ დაჩაგრონ, რაიმეთი აგრძნობინონ, რომ სხვას უკეთესად შეუძლია და ამით გული ატკინონ! „ენაცვალოს დედა. ჩემი მიშიკო ყველას სჯობია და არავის დავაჩაგვრინებ!“ - ესაა და ეს.

„დაავალეთ მიშიკოს!“ - გული რომ არ ეტკინოს! ხიხოს აღარ ჯობია?! ენაცვალოს დედიკო!

მარტო დედიკო რომ ენაცვალოს, ჯანდაბას, მაგრამ გაიზარდა ბიჭი, უფრო და უფრო მეტი ადამიანის „გენაცვალეობა“ სჭირდება. ბოლოს მთელი ქვეყანაც ინაცვალა. ახლაც, მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება, როცა ეს აბსოლუტურად შეუძლებელია - ისევ „მთელი ქვეყანა მენაცვალოსო!“ - მანიფესტია! „დაავალეთ მიშიკოს“ - ესაა, რომ მიშიკო ყველაზე მაგარია. ჩვენი ადგილი კი, როგორც დამვალებლებისა, აქ საერთოდაც არ არის.

ფსიქოლოგები ალბათ იტყვიან, რომ ეს ყველაფერი - უმამოდ გაზრდის ბრალია. მის გაზრდაში კაცის ხელი არ ურევია და ამიტომაც არა-კაცად იქცა. ბიძა აქ კაცი კი არ არის, დედის ძმაა. ეგ არც შვილად ვარგა, არც ქმრად ივარგებდა, რადგან ცოლისგანაც ალბათ დედობას, „დედა გენაცვალოს“ ითხოვდა და ამაზრზენი ისაა, რომ ქვეყნისგანაც გამუდმებით, გამაოგნებელი დაჟინებითა და უტიფრობით იგივეს ითხოვს! ეგეთ ხუთოსნებზე ნაძირალა და არამზადა არსად არავინ გაზრდილა ჯერ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება „ალეკო გისმენთ“ - ზარდიაშვილის განცხადებით, ეს პოპულიზმის კლასიკაა, როდესაც ელისაშვილმა თავისი პირადი ნომერი საარჩევნო ბანერზე გამოაქყვეყნა.

„ამიერიდან შეგვიძლია მას „ალეკო პუბლიჩნი“ ან - „პუბლიჩნი ალიკ“ დავარქვათ. ცხადია, „პუბლიჩნი ალიკა“-ს ხელმისაწვდომობა ინტიმური ტელეფონისაზე ბევრად მეტია, რადგან ინტიმური ტელეფონის მომსახურება - იაფფასიანია, „ალეკო პუბლიჩნის“ სატელეფონო პოლიტიკური მომსახურება კი - სულაც უფასო! აქამდე მას დღეში 10 კაცი ურეკავდა, ახლა 11 დაურეკავს. აქამდე მას 100-დან ერთი მისცემდა ხმას, ახლა 0, 5 თუ მისცემს. რატომ? იმიტომ, რომ ხმის მიცემას, ჯობს დაურეკო და ხმა გააგონო.

აგერ ვაშაძეს კოტე ყუბანეიშვილის უწერს ლექსებს, არასერიოზულია. აღმაშენებლად უნდა ყოფნა, რაც არის ქართველი ხალხის აბუჩად აგდება. ყუბანეიშვილის სხარტულა ლექსებით, შაირობით და მკაფიოობის ფორმით ადამიანებისთვის ამ სლოგანის მიწოდება, საერთოდ თავხედობაა. ამას ისევ ლექსად უნდა უპასუხო - „მიშასა ჰკრეს პანღური, ვაშაძეს ნიახური“.

რაც შეეხება „ლელოს“, როდესაც ხალხს ჰპირდები სიგიჟეს, რომ 600 ათას კაცს 3 ათას ლარზე მეტი ხელფასი ექნება, ეს ნიშანვს, რომ აბუჩად იგდებ, რადგან ყოველგვარ რეალობას არის მოწყვეტილი. აგერ „ევროპული საქართველოს“ სლოგანია „ხელშეკრულება ხალხს“, ესეც ხომ თავიდან ბოლომდე ფეიკია?!. დიდი ხანია მათთან ქართველმა ხალხმა ყველანაირი ხელშეკრულება გაწყვიტა, ხელისუფლებიდან გაუშვა იმიტომ, რომ თავზე წამოგვასკუპდნენ და ჩვენს ხარჯზე მოიწყვეს ცხოვრება. ასეთი ხელშეკრულება არ გამიგია, ერთი მხარე დებდეს და მეორე მხარე მუდმივად ზარალდებოდეს, აბსურდია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, „დაავალე მიშას“ კარგად იმუშავებს სააკაშვილის მხარდამჭერებზე, თუმცა საწინააღმდეგოდ იმუშავებს ნეიტრალურ ამომრჩეველზე.

„ძირითადად მუშაობენ პიარზე. ის, რომ მათ არ აქვთ მაღალი მხარდაჭერა, ეს მათაც მშვენივარდ იციან. აქედან გამომდინარეობს ის 80 თეთრი, რომელზედაც სააკაშვილი ლაპარაკობს, მშვენივრად იციან როგორი მხარდაჭერა აქვთ. პირადპირი გაგებით ამომრჩევლის მოსყიდვას აწარმოებენ.

რაც შეეხება ელსაშვილს, ის ახლა შემოდის პოლიტიკაში, ფეხმოკიდების პრობლემა აქვს, ნაკლებად იცნობენ. ტელეფონის ნომრის ბანერზე დატანება ესეც პიარია. არა ქვს ინფრასტრუქტურა და არც ისეთი გუნდი არ ჰყავს, რომ უშუალო შეხვედრები მოახერხოს და ყველა ამომრჩეველთან მივიდეს. ამიტომ, ტელეფონის ნომრის გასაჯაროვება ერთ-ერთი ხერხია. ორივე პიარია, მაგრამ განსხვავებულია მიზანი.

ვაშაძეს ყუბანეიშვილის პოეზიით მიჰყავს საარჩევნო კამპანია. სლოგანს დამახსოვრებით კი დაიმახსოვრებს ამომრჩეველი, ოღონდ რამდენად სერიოზულად მიიღებს, აი, ეგ არის თემა. არ ვიცი, არა მგონია ამ სლოგანებმა ამომრჩეველზე დადებითად იმუშაოს, მეეჭვება, რომ რამე შესძინოს, ან დამატებითი ხმები მოუტანოს. არასეროზულის შთაბეჭდილებას ახდენს, როდესაც ასეთი სლოგანით მეუბნებიან, რომ სამსახური მჭირდება.

აგერ შალიკომ გვითხრა, რომ გუგავა მოდისო, ყველა „ველოდებით“ მაგრამ არ მოდის. შალიკო მთელი ოჯახით იყრის კენჭს, ძველ საერისთავოში შვილი, თვითონ თბილისში. იცით რა, საჭირო არის მანდატების დიდი რაოდენობა ჰქონდეს, ამიტომ მამა-შვილი იბრძვის და მერე, როცა ექნებათ 76 მანდატი, მოიყვანენ გუგავას, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

Aws ვახტანგ ძაბირაძე!!!???
4 წლის უკან