იქნება თუ არა 2020 წლის არჩევნების ბედი გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე დამოკიდებული და რა უნდა ქნან პოლიტიკურმა პარტიებმა იმისთვის, რომ ამ ამომრჩევლის გადაბირება შეძლონ და არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ვის აქვს შანსი, რომ ამ კატეგორიის ამომრჩევლის გულის მოგება შეძლოს? ფაქტი ერთია, საქართველოში დღეს ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რიცხვი, სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, ყველაზე მაღალია.
For.ge-სთან ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, როგორც წესი, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ყალიბდება. ამიტომაც პოლიტიკსოებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ ამ ამომრჩეველზე იმუშაონ. თუმცა მათივე აზრით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისეთი გაურკვევლობაა, რომ ოპოზიციას საზოგადოებისთვის რაიმე ახალის თქმა გაუჭირდება. შესაბამისად, ამ ამომრჩევლის გადანაწილების ყველაზე დიდი შანის, მაინც „ოცნებას“ აქვს.
საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 59%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას. მხოლოდ 27%-მა გაამჟღავნა ხმას ვის აძლევს. ხოლო 73%-მა კონკრეტული პარტიის დასახელებისგან თავი შეიკავა -
ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგები, რომელიც სატელეფონო გამოკითხვით ჩატარდა. აქვე აღნიშნულია, გამოკითხულთა 88% არჩევნებზე წასვლას აპირებს.
„ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება... ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული“, - ვკითხულობთ კვლევაში.
ამ მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნება“ გამოკითხულთა მხოლოდ 17-მა პროცენტმა დაასახელა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი - 5%-მა.
არჩევნებსა და მოქალაქეთა პრიორიტეტებს შესახებ კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-იმ ჩაატარა. ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევა წარმომადგენლობითია და 6 - 11 აგვისტოს შუალედში ჩატარდა. 2 045 ადამიანი წარმომადგენლობითი, მარტივი შერჩევით შეირჩა, ცდომილება კი 1-3%-ია.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ საქართველოში ამ პერიოდში გადაუწაყვეტელი ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა, არა მარტო წელს, არამედ ყოველი არჩვენების წინ იყო. ამიტომაც ახალი და გასაკვირი ამაში არაფერია, თუმცა სხვა წლებთან შედარებით ახლა ეს მაჩვენებელი ცოტა მომატებულია. ძაბირაძე მბობს, რომ ამომრჩეველი, ვის მისცეს ხმა, გადაწყვეტილებას ბოლო ორი კვირის განმავლობაში იღებს. მისი თქმით, შეიძლება ბევრმა იცის კიდევაც და გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ ასეთი გამოკითხვების დროს, უმრავლესობა მალავს.
„ეს შეკითხვები საქართველოში ძალიან ფრთხილად დასასმელია. ჩემთვის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ეს რაოდენობა გასაკვირი და მოულოდნელი არ არის. არსებული ვითარების ფონზე მესმის, რომ ეს რაოდენობა სხვა წლებთან შედარებით უფრო მეტია, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც სრული განუკითხაობაა და ესეც აქედან გამომდინარეობს. განსაკუთრებული გაურკვეველობა ოპოზიციაშია და ეს გარემოებაც ამომრჩეველზე გავლენას ახდენს.
ოპოზიცია ჯერჯერობით მოსახლეობას ახალს ვერც იდეებს და ვერც ლიდერს ვერ სთავაზობს, ამიტომაც ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რიცხვიც გაზრდილია. წამყვანი ოპოზიციური პარტიები თავის განცხადებებში თავადვე ვერ ყალიბდებიან. ერთი იძახის, რომ შეცდომები დავუშვი და მაპატიეთ აღარ ვიზამო. ზოგი ისევ ძველი ლიდერით და ძველი სახეებით იღებს არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულებას, აღფრთოვანებულები არ არიან, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც თვლის, რომ სხვა გზა არ აქვთ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის გაზრდის მიზეზი, ასევე ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ძალის არარსებობაა. საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომ ახალი ძალა შექმნილიყო, თუმცა ოპოზიციამ ეს ვერ შეძლო. ამიტომაც ხელისუფლებაზე და ნაციონალებზეც განაწყენებული ამომრჩეველი მხოლოდ არჩევნების წინ გადაწყვეტს ხმა ვის მისცეს. ძაბირაძე ამბობს, რომ „ოცნების“ რეიტინგმა ბოლო დროს კორონა ვირუსთან ეფექტიანი ბრძოლის კონტექსტში მოიმატა, თუმცა ახლა როგორ შეძლებს არსებულ სიტუაციას გაუმკლავდეს ყველაფერი ამაზე იქნება დამოკიდებული. თუკი ხელისუფლება ჩაკეტვის გარეშე კორონა ვირუსიის მართვას შეძლებს, მას გამარჯვება გარანტირებული ექნება და დიდი ალბათობაა იმის, რომ ეს ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი მისკენ გადაიხაროს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება კი ის არის, რომ „ოცნების“ რეიტინგმა რომც დაიწიოს, ოპოზიციის რეიტინგი არ იზრდება, ამიტომაც ეს იმას არ ნიშნავს, ხელისუფლება ასეთ შემთხვევაში წააგებს. ოპოზიციამ რა უნდა თქვას ახლა რამდენიმე კვირაში ისეთი, რომ ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი მისკენ წავიდეს?! პირიქით, მათმა გაურკვეველმა ქცევამ და შიდა დაპირისპირებამ, მოსახლეობა კიდევ უფრო დააბნია. ეს კი მათ „ოცნებისკენ“ უბიძგებს. ოპოზიციის მიმართ ნდობა იკლებს და ამ პანდეემის ფონზე ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი შანსი ეძლევა. თუ არჩევნებამდე კორონა ვირუსის მართვა ჩაკეტვის გარეშე ხელისუფლებამ შეძლო, მაშინ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი გადაწყვეტილებას ამ მიმართულებითაც მიიღებს“,-ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი ყოველთვის არის ის რესურსი, რომლის საბოლოო გადაწყვეტილების ფონზე პარტიების ბედი წყდება. ამიტომაც ყველა პარტიის მთავარი ამოცანა ამ ხალხის გადაბირებაა. საყვარელიძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, ერთი და იგივე საარჩევნო კამპანია, ლოზუნგები, იდეები, ამომრჩეველს აღარ აინტერესებს და ამიტომც არის, რომ 73% ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ხმას ვის მისცემს.
„რა თქმა უნდა, ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რაოდენობის ზრდა პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ძალის არგამოჩენის მიზეზია. პოლიტიკოსები და პარტიები ახალს ვერაფერს სთავაზობენ საზოგადოებას. უფრო მეტიც, მათი ქმედებები და განცხადებები, მოსახლეობაში ნიჰილიზმს და უნდობლობას იწვევს. ოპოზიციის რეიტინგი არ იზრდება და პირიქით, ერთმანეთისთვის ელექტორატის წართმევით არიან დაკავებულები. ასეთი ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი ზოგი არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე წყვეტს ხმა ვის უნდა მისცეს.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ის ახლა საკმაოდ რთულ სიტუაციაშია. მართალია „ოცნებამ“ კორონავირუსთან ბრძოლის პირველ ეტაპზე საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და რეიტინგის მოკრეფაც შეძლო, მაგრამ ახლა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. ან ყველაფერი კორონავირუსთან დაკავშირებით მას დაბრალდება, ან დაამტკიცებს, რომ ვირუსის მართვა შეუძლია. აი, სწორედ, ამ ყველაფერზე იქნება დამოკიდებული ეს ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი ვისკენ გადაიხრება. ოპოზციას რომ ახალი აღარაფერი აქვს სათქმელი, ეგ ნათაელია“, - აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.
რაააააა..... რომელიმემ, ლამაზად ჩამოწერილი პროგრამა რომ არ შეასრულოს, ყურებზე ხახვს დავაჭრით თუ რააა?/?
მთავარია ... ვინ ვინააა, რით სუნთქავს, რას წარმოადგენს, თორემ პროგრამა და ლოზუნგები კომუნისტებს რომ ჰქონდათ ისეთი უნდა.....მით უმეტეს
რომ დღევანდელები ვერც სიტყვით და ვერც საქმით იმათთან ახლოსაც ვერ მივლენ..
მერე იმ ლამაზად დაწერილი პროგრამიდან გამოცხვაააა ხეირი? (არა, ისე ამათთან შედარებით ისინი, მამა აბრამის ბატკნები ნაღდად იყვნენ)
ესე იქნება ამათი პროგრამებიც.... ამ პარტიების 90 %--ისაგან საქმე რომ არ გამოვა.... ხომ ვიცით?
მოკლედ მანამ საქართველოში მინიმუმ ხუთი ადამიანი მაინც , საქართველოსთვის თავგადადებული, არ გამოჩნდება, მანამ გარემო ოდნავ მაინც ქართულად არ შემობრუნდება---შემოვაბრუნებთ , მანამდე სუ ესე კრუგზე ვირბენთ--გვარბენინებენ !!
ჯერ ძილი მერე სიზმარიო--------------თუ ჯერ გარემო არ შეიცვალა, წერეთ და იკითხეთ რამდენიც გინდათ..... ეგ ყველაფერი მხოლოდ დაბოლება არის და იქნება კიდეც ყოველთვის...
...მთავარია პიროვნება, პიროვნება ...... კაცი ... ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანი და არა პარლამეტის სკამზე დამიზნებული ხალხი
ასე რომ ამ ,,გალსტუკიანმა პეპლებმა,, ეგ პროგრამები და ლოზუნგები............................ოპტომ ითხარონ უკან......
მაგრამ როგორც კი ცოტა ფიქრს დავიწყებ ხოლმე, ეგრევე ცივი შხაპი მაფხიზლებს------ლამისააა ეგრევე დავიძახო..... არიქა სადაა სააარჩევნო ყუთი მეთქი
აბა ნაცები და მათი ანასხლეტებიიიიიიიი???-----------მტერს და ავს ეგეთი ფიქრებიც კი.....!!!!!!
ლოზუნგები, იცოცხლეთ ,,პატრიოტებს,, ააქვთ კარგი, ქართული........
მაგრამ რამე რომ იყოოოოს.......... ეგენი იზამენ საქმეეეს- ყველას გადასწრებენ--
(ალბათ ყველა თვალსაზრისით---ნეტავ ვცდებოდე)