აშშ-ის დასავლეთით ტყის ხანძრებს უკვე 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ორეგონის შტატში ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, ამიტომ ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
სტიქია ორეგონში, კალიფორნიასა და ვაშინგტონში უკვე 3 კვირაა მძვინვარებს. დამწვარია რამდენიმე მილიონი აკრი მიწა, განადგურებულია ათასობით სახლში. ათობით ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი ადგილების დატოვება მოუწია.
მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დემოკრატი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. ის სტიქიის მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებს, ქვეყნის მოქმედი მეთაური, დონალდ ტრამპი კი, რომელსაც კალიფორნიაში ორშაბათს ელოდებიან აცხადებს, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ტყეებს არასწორად მართავენ.