მილიარდერი მაიკ ბლუმბერგი ფლორიდაში დემოკრატ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად 100 მილიონ დოლარს დახარჯავს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბლუმბერგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბლუმბერგს ძალიან უნდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამარცხებაში წვლილი შეიტანოს. თანხის ნაწილი ინგლისურ და ესპანურ ენებზე ტელერეკლამას მოხმარდება, ლათინოამერიკელი ამომრჩევლების მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
ფლორიდა ერთ-ერთი მერყევი შტატია. კანდიდატებს იქ 29 ელექტორალური ხმის მოპოვება შეუძლიათ. უფრო მეტი მხოლოდ კალიფორნიაში (55) და ტეხასშია (38). 2016 წლის არჩევნებში ფლორიდაში გამარჯვება ტრამპმა მოიპოვა, 2012 წელს კი ბარაკ ობამამ.
მაიკ ბლუმბერგს თავად იბრძოდა პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის დემოკრატიული პარტიიდან, თუმცა კამპანიას მარტის დასაწყისში გამოეთიშა.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარდება.