ჩრდილო-დასავლეთ ბრაზილიაში, რონდონიას შტატში ადგილობრივი ტომის მკვლევარი, 56 წლის რიელი ფრანცისკატო მოკლეს, - ამის შესახებ BBC წერს.
არსებული ინფორმაციით, ტომის წევრებმა მკვლევარი მშვილდით მოკლეს. მისი თანმხლები პირი იხსენებს, რომ კაცს ისარი გულმკერდის არეში მოხვდა, მან ისარი საკუთარი ხელით ამოიღო სხეულიდან, 50-მდე მეტრი გაიარა და უგონოდ დაეცა.
ბრაზილიელი ექსპერტების განმარტებით, ძირძველი ტომი „მეგობრებისა და მტრების გარჩევას არ იწყებს“ და საფრთხედ აღიქვამს ყველას, ვინც მათ სამყოფელს მიუახლოვდება.
რიელი ფრანცისკატოს სურდა შეესწავლა ტომი, რომელიც „მდინარე კაუტარიოს იზოლირებული ჯგუფის“ სახელითაა ცნობილი.