„ახალი სახეები სუფთა ბიოგრაფიით მოსული ხალხია და ამიტომაც მათზე ხელის გაშვერა ასე ადვილად ვერ მოხდება“

„ახალი სახეები სუფთა ბიოგრაფიით მოსული ხალხია და ამიტომაც მათზე ხელის გაშვერა ასე ადვილად ვერ მოხდება“

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარალმენტო არჩევნებს „ქართული ოცნება“ კვლავ მოიგებს. ივანიშვილი იმედებს, როგორც ჩანს, განახლებულ პარტიაზე ამყარებს. „ოცნების“ პირველი ოცეული უკვე ცნობილია და როგორც გამოჩნდა ამ არჩევნებზე მოქმედი დეპუტატების უმრავლესობა სიაში აღარ იქნებიან. რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა, რომ გამოცდილი ძველი პოლიტიკსოები გამოუცდელ, მაგრამ პროფესიონალი კადრებით ჩაენაცვლებინა, ამის შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა განაცხადა, რომ მიღწეული წარმატებების კეთება „ოცნებამ“ აუცილებლად უნად გააგრძელოს. უკვე ცნობილია, რომ თუ მმართველი გუნდი ისევ გაიმარჯვებს, მომავალი „პრემიერი“ კვლავ გიორგი გახარია იქნება, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ისევ არჩილ თალაკვაძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენამდე აუდიტორიას სიტყვით მიმართა. ბიძინა ივანიშვილმა მმართველი გუნდის ოპონენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ხშირად ცდილობენ სიცრუის გავრცელებასა და ხალხში ნეგატივისა და უიმედობის დათესვას.

„ყველამ, ვისაც საქმე უკეთებია, იცის შრომის ფასი, იცის რა რთულია შედეგის მიღწევა. მარტივია, როდესაც მარტო შეფასება და კრიტიკაა შენი საქმე, არაფერზე პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია და ხშირად ტყუილსაც კადრულობ იმ იმედით, რომ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს. ხელისუფლებას გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები აქვს საკეთებელი, ვიდრე ცრუ ბრალდებებზე რეაგირებაა. საბედნიეროდ, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხვდება და რაც მთავარია, საკუთარი თვალით ხედავს, როგორ მუშაობს „ქართული ოცნება“.

მე არა ერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ - ჩვენ არ გვჩვევია გაკეთებულით თავმოწონება და ტრაბახი, საქმის კეთება მმართველი გუნდის პირდაპირი ვალდებულებაა და ჩვენ ამას უხმაუროდ ვაკეთებთ. მე მიხარია, რომ ყველა ამ სიკეთით, რომელიც ხალხისთვის კეთდება, სარგებლობენ მათ შორის ჩვენი კრიტიკოსები და სკეპტიკოსებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიკეთეების აღიარების უნარი არა გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევე წარმატებით მოვიგებთ ბრძოლას სიცრუესთან და ხალხში ნეგატივის, უიმედობის დათესვის მცდელობასთან, როგორც ვაჯობეთ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევას კრიზისის ყველაზე რთულ ეტაპზე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ პირველი ოცეული ასე გამოიყურება: 1. გიორგი გახარია, 2. არჩილ თალაკვაძე, 3. ირაკლი კობახიძე, 4. თეა წულუკიანი, 5. მამუკა მდინარაძე, 6. კახა კუჭავა, 7. გიორგი კახიანი, 8. მარიამ ქვრივიშვილი, 9. მიხეილ სარჯველაძე, 10. მაია ბითაძე, 11. მიხეილ დაუშვილი, 12. გიორგი ამილახვარი, 13. ვიქტორ სანიკიძე, 14. მაკა ბოჭორიშვილი, 15. შალვა პაპუაშვილი, 16. დავით კაჭარავა, 17. ნიკოლოზ სამხარაძე, 18. გიორგი ხელაშვილი, 19. მარიამ ლაშხი, 20. ბექა დავითულიანი.

მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ივლისის თვეში წარადგინა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ოცნების“ საარჩევნო სიაში შესაძლოა ნამდვილად ბევრი, როგორც პოლიტიკოსი ახალი სახეა, თუმცა მათ საჯარო სამსახურში მოღვაწეობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ. ანჯაფარიძე აცხადბს, რომ არის რამოდენიმე კანდიდატი, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში დღესაც მოღვაწეობენ. მაგალითად თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაშვილი, ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ სიაში წარმოდგენილ კანდიდატებზე, როგორც მომავალ პარლამენტარებზე ისე ვსაუბრობთ და არ არის გამორიცხული, რომ ისინი ძალიან კარგი და წარმატებული პოლიტიკოსები გახდნენ. ანჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ივანიშვილმა ახლა ძირითადი აქცენტი მაღალ პროფესიონალიზმზე გააკეთა და არა გამოცდილ პოლიტიკოსებზე.

„ოცნებას“ 2016 წელსაც სცადა, თუ შეიძლება ექსპერიმენტი დავარქვათ, ახალი სახეების შემოყვანით. თუმცა ამ ახალი სახეების უმეტესობა დღეს სად არის ყველამ ვიცით. მათი უმრავლესობა „ოცნების“ ოპონენტები არიან, ხოლო ვინც ახლა ახალ სახეებად შეარჩიეს, ისინი უფრო ლოილურები არიან, შემოწმებული და უფრო გამოცდილი სხვადასხვა საქმეებში. ამიტომაც „ოცნება“ მათგან ისეთ სიუპრიზებს არ უნდა ელოდოს, როგორც მაგალითად გოგიჩაიშვილისგან, ჩუგოშვილისგან და კობერიძისგან მიიღო. ე.წ. ახალი სახეებისგან, რომლებიც ბოლოს მის ოპოზიციაში გადავიდნენ.

მთავარი ერთ-ერთი ღირსება ამ ხალხის ის არის, რომ ამ ადამაინებს სუფთა ბიოგრაფია აქვთ. მათი წარსული ისეთი ეპიზოდებით არ არის დამძიმებული, როგორითაც მაგალითად ოპოზიციური ლიდერების. როგორ წარმოაჩენენ ეს ადამიანები შემდეგ როგორც პოლიტიკოსები თავს, ამას უკვე მათი მუშაობიდან გამომდინარე ვნახავთ“, - ამბობს for.ge-სთან ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ბევრი რამე იმაზე იქნება დამოკიდებული, ამ კანდიდატებს დამოუკიდებლად პოლიტიკური მოქმედების საშუალება რამდენად მიეცემათ. ანჯაფარიძე ამბობს, რომ გასაგებია, ისინი პარტიული დისციპლინით შეზღუდულები იქნებიან, მაგრამ არის გარკვეული საკითხები, სადაც პოლიტიკოსს მოქმედების თავისუფლება უნდა ჰქონდეს.

„დიდი ალბათობით, „ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებს, თუ რამე ფატალური შეცდომა არ დაუშვა. ეს ადამიანები მთავარია თავის თანამდებობებზე ქმედითუნარიანები იყვნენ და საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინონ. მთავარია, მხოლოდ პულტებზე თითების დამჭერებად არ გადაიქცნენ.

ასევე არც ის არის გასაკვირი, ალბათ, რომ კანდიდატების დიდ ნაწილს განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული. ივანიშვილმა, როგორც 2016 წელს, პარტნიორებს სიგნალი გაუგზავნა და პირველ ოცეულში ენჯეოდან წამოსული რამდენიმე კანდიდატი ჩაწერა. იმ ხალხს, ვინც ახალ სახეებად ვიხილეთ, არც მენტალური და არც მეხსიერული კავშირი საბჭოთა კავშირთან არ აქვთ. მათ ბეგრაუნდზე არავის შეუძლია თქვას, რომ ეს ხალხი პრორუსული ძალაა. როგორც ჩანს, ესეც ერთ-ერთი გათვლაა, რომ ვინმემ პარტიას არ წამოაძახოს, პირველ ოცეულში საბჭოური წარსულის ადამაინები დაასახელეო“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტიძეს კი მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი კანდიდატების წარმოდგენისას გარკვეული სახის გათვლებს აკეთებს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ის პირადად იცნობს გიორგი ხელაშვილს და ნიკა სამხარაძეს. ისინი მისი კოლეგები და საერთაშორისიო მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტები არიან. ჩიტიძე ვარაუდობს, რომ ივანიშვილმა გათვლა რამდენიმე მიმართულებით გააკეთა. პირველი - ის საზოგადოებას და ოპონენტებს აჩვენებს, ის ხალხი, რომლებიც პარლამენტში თავის მოვალეობებს ვერ ასრულებდნენ, შეცვალა. მეორე - ახალი სახეებისკენ ხელს ვერავინ გაიშვერს და მის პოლიტიკურ წარსულზე ვერავინ ისაუბრებს. მესამე გათვლა კი პროდასავლურ ძალებზეა გაკეთებული. ივანიშვილი ოპონენტებსაც და პარტნიორებსაც აჩვენებს, რომ „ოცნება“ პრორუსული ძალა არ არის და სიაში კანდიდატებად დასავლეთში განათლებამიღებული ადამიანები ჰყავს.

„ახალი სისხლის გადასხმა და პარტიის განახლება გასაკვირი არ არის. ზოგადად, ასეთი ტენდეცია აქვს ივანიშვილს, რომ როგორც პრემიერებს ცვლის, ასევე აკეთებს პარალანეტში დეპუტატებთან დაკავშირებითაც. თუ დავაკვირდებით, მან ოდიოზური ფიგურები, რომლებმაც საზოგადოებაში გარკვეული აგრესია გამოიწვია, პირველ ოცეულში არ დაასახელა. მოსახლეობას აჩვენებს, რომ ვინც საქმე არ გააკეთა, ის პარლამენტის მიღმა დარჩება. ასევე ახალ სახეებს წარსული დანაშაულები არ აქვთ, სუფთა ბიოგრაფიით მოსული ხალხია და ამიტომაც მათზე ხელის გაშვერა ასე ადვილად ვერ მოხდება. რამდენიმე კანდიდატს ვიცნობ და მათი პროფესიონალიზმის შესახებ ძალიან კარგად ვიცი, ამიტომაც მგონია, რომ მათ შერჩევაც საგარეო კურსზე ყბადაღებული თემის გამოც მოხდა. ივანიშვილი ამით იმასაც ამტკიცებს, რომ მისი პარტიის საგარეო კურსი უცვლელია“,-ამბობს ჩიტიძე for.ge-სთან.

Aburjga Tasmanieli "ახალი სახეები, სუფთა ბიოგრაფიით მოსული ხალხია! " გასაგებია თქვენი მიდგომა! მაქვს კითხვა, ეს პარლამენტი დასავლეთის იდეოლოგიური და ეკონომიური ექსპანსიის დამაკანონებელი ორგანო უნდა იყოს
თუ
ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს ინტერესების,
რომელიც თავის თავში უპირველესად მოიცავს: გამუდმებულ ზრუნვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის (1989 წლის საზღვრებში მაინც) აღდგენისათვის, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის შენარჩუნებაზე, ეთნოკულტურული ტრადიციების შენარჩუნებას, სულიერების აღორძინებას, ილიას დევიზს - "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს" (რა თქმა უნდა არა ზვიად ქორიძის და სხვა ლიბერალების ლიბერასტული ინტერპრეტაციით) ანუ ეროვნული სუვერენიტეტის განმტკიცებას დევიზით, საქართველო მისი ყველა მოქალაქის სამშობლოა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, ეს ქართველთა ქვეყანაა!!! ასევე სახალხო მეურნეობის ტრადიციული მწარმოებლური და ახალი დარგების დანერგვას და აღორძინებას??!!
სიის იმ პირველ 20 დეპუტატობის კანდიდატების მინიმუმ 15 სახელი და გვარი არაფერს გვეუბნება, გარდა ერთისა, რომ მათ ქართველი ერის სამსახურში თავი არ გამოუჩენიათ, მხოლოდ საზღვარგარეთ აღებული დიპლომები, ხარისხის დაცვის საბუთები და იმის შესაბამისი ცოდნა აქვთ, და დიდი ალბათობით ქართულ ოცნებაში ჩამოაყალიბებენ და გააძლიერებენ კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძის ლიბერალურ-დემოკრატიულ ანუ სოროსისტული იდეოლოგიის დარტყმელ პოლიტიკურ მუშტს!
მიკვირს (ეს ისე, სხვა სიტყვა ვერ გამოვნახე თორემ სულაც არც მიკვირს სინამდვილეში!) ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეს საქართველოზე, მის ისტორიაზე, მის კულტურაზე ასე უზომოდ შეყვარებული და დამაშვრალი ადამიანი ყოველ არჩევნებზე რატომ მოაბრძანებს პარლამენტში მორიგ ბეღზენიშვილ-ხიდაშელ-უსუფაშვილ- ხულორდავა-ჩუგოშვილებს?!
ცოდნის, განსწავლულობის გამო?
მაგათი ცოდნა არ გაიშვას!
ბატონები და ქალბატონები - დავით ზარდიაშვილი, ირაკლი გოგავა, მამუკა არეშიძე, თამარ კიკნაძე, რამაზ საყვარელიძე.... რაღაცას უნდა ჩხირკედელაობდნენ და ეს ახალი სახეები ანუ უმწიფარი იდეური ლიბერასტები, რომელებიც სიტყვა სამშობლოზე აცრილები არიან, რომლებიც თვლიან, რომ სიტყვის თავისუფლება მორალზე მაღლა დგას, ინოვაცია ტრადიციას აღემატება, მშობელი 1 და 2 ეს მისაღებია, გეებს და ნარკომანებს სახელმწიფოში ყველაფრის უფლება უნდა ჰქონდეთ ოღონ თავი ჩაგრულად არ იგრძნონ?! რომლებიც ფიქრობენ რომ ალექსანდრე მაკედონელი, ფრიდრიხ დიდი, ნაპოლეონ ბონაპარტე დიდი ადამიანები იყვნენ ხოლო ჩვენი ქართული გენის ნაშობი იოსებ სტალინი ნაძირალა... ამაგან რა ხეირს უნდა ველოდოთ?! ერთი დიდი ხეირი მიშამ, ზურამ (ევროპა), გიგამ (იდეოლოგია), ბენდუმ (ეკონომიკა)... ხომ დააწიეს საქართველოს?!
ახლა ვნახოთ მე-3 თუ მე-5 სერიაში მთავარი გმირი გმირი უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპება თუ რეჟისორი სერიალს გააგრძელებს!
4 წლის უკან
არაგველი641 ტრამპი თუ გვიშველის, თორემ სხვა საშველი არაა. ოჯახის სიწმინდეზე, ტრადიციების პატივისცემასა და სარწმუნოებაზე ის საუბრობს.
4 წლის უკან