„ნაციონალური ამომრჩეველი სტაბილურია, ეს არის ქვეყნის მოსახლეობის 7%“

„ნაციონალური ამომრჩეველი სტაბილურია, ეს არის ქვეყნის მოსახლეობის 7%“

„ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას... ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას“, – აცხადებს ქვეყნის ბრალდებული ექს–პრეზიდენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ რევოლუციურ განცხადებებს თავად აკეთებდა, უფრო ადრე კი, ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის თავადვე ითხოვდა ფეხმძიმე ქალის მკვლელობას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებისთვის ეს არაფერს ნიშნავს.

ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ის მზად არის იყოს ქვეყნის პრემიერ–მინისტრი. თუმცა, ირწმუნება, ის ამ თანამდებობას არასრული ვადით, მხოლოდ ორი წლით დაიკავებს. მეტიც, სააკაშვილის წარმოდგენაში, მისთვის მდიდარი საქართველო არის ის, სადაც სახელმწიფო არ ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში, არ ახორციელებს ძალადობას, სადაც დაცულია ყველას უფლებები, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, სადაც ოპოზიციური აქტივობა არ აღიქმება რაღაც წარმოუდგენელ საფრთხედ და მის წინააღმდეგ არ იღებენ უკანონო ზომებს.

არადა, სწორედ სააკაშვილის მმართველობა უკავშირდება ადამიანების პირადი ცხოვრებით შანტაჟს, მკვლეობას, პატიმრების გაუპატიურებას, ოპოზიციის ლიდერების რუსეთის აგენტად გამოცხადებას და მასიურ გასამართლებას, თავისუფალი სიტყვის დევნას. ეს იყო პერიოდი, როდესაც ადამიანებს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება არ ჰქონდათ.

რომან გოცირიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს ნათლად უპასუხა, მან თქვა როდის ჩამოვა და ეს არის ნოემბერი. როგორც გოცირიძე აცხადებს, სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ სააკაშვილი აქტიური იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, „სკაიპით“ დღეში ოთხი–ხუთი ჩართვა ჰქონდა და საარჩევნო და პოლიტიკური პროცესებში მონაწილეობდა.

„სააკაშვილი არის საარჩევნო კამპანიის ერთ–ერთი აქტიური ნაწილი. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველთვის მონაწილეობდა, მათ შორის საარჩევნო პერიოდში. მან თქვა, რომ უგუნური ხელისუფლების პირობებში, არჩევნებამდე მისი ჩამოსვლა შეიძლება არასტაბილურობის წყარო გამხდარიყო.

მან განაცხადა, თუ როდის ჩამოვა – ეს იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს იქნება – ნოემბერში. პირდაპირ განაცხადა, რომ ახლა ჩამოსვლა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების პროცესში სერიოზული მადესტაბილიზებელი პროცესების დაწყებას ნიშნავს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ სააკაშვილი არსად ჩამომსვლელი არ არის, რადგან ის არის მხდალი, ჩვეულებრივად კარიკატურული ფიგურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან იყო ძალიან დიდი მატყუარა, უბრალოდ მაშინ საზოგადოებამ ეს ტყუილები გაატარა.

„სააკაშვილის სიტყვები დაბრუნების შესახებ და ცრემლები, მის ელექტორატზე იყო გათვლილი. გუშინ კიდევ ერთხელ დაგვდო პატივი და გვითხრა, რომ დათანხმდა, აიღოს ეს პასუხისმგებლობა, თითქოს ქართველი ერი მას ამას სთხოვდა – არავინ არაფერს სთხოვდა“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეიცალისტის, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, სააკაშვილის განცხადებები საარჩევნო ტექნოლოგიად შეიძლება განვიხილოთ, საკუთარი მომხრეების მობილიზაცია და სხვა არაფერი. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დანაწევრებულია რამდენიმე ფრაგმენტად, შესაბამისად, სააკაშვილი ცდილობს მიიღოს მაქსიმალური ხმები.

„ეს არის მისი გათვლა. ნაციონალური ამომრჩეველი გახლავთ სტაბილური, ეს არის ქვეყნის მოსახლეობის 7%, ამას არც ემატება, არც აკლდება. ეს არის ერთგვარი ჩამოყალიბებული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც კარგი ცხოვრება ჰქონდათ, კარგი ხელფასი, მივლინებებში დროს ატარებდნენ. ძირითადად ეს ხალხია. დაახლოებოთ ეს არის 245–250 ათასი ადამიანი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის, კახეთის უკანასკნელი მეფის, აღსართანის აღწერას იხსენებს – „იყო კაცი ცუნდრუკი და ყოვლად მეფობისა არაღირსი“. მისი თქმით, მსგავსი განსაზღვრება შეესაბამება სწოროდ სააკაშვილს, როდესაც თავისი ცუნდრუკი ხასიათით აანონსებს ჩამოსვლას, ხან ჩამოდის და ხან არა.

„ჯენლტმენი უდაჩი“-ს ერთ კომიკურ ეპიზოდის მაგონებს, როდესაც ციხეში სხედან და გვირილაზე მარჩიელობენ – ჩამოდის -არ ჩამოდის. ამას დაამსგავსა თავისი ლეგენდარული ჩამოსვლა. ძალიან კომიკურ მდგომარეობაში არიან სააკაშვილის ეს ფანატიკური მომხრეები, რომლებსაც თვით განგება დასცინის მათი კერპის ასეთი ცუნდრუკი ხასიათის გამო და თვითონ კიდევ ვერ ხვდებიან ამ ირონიას, კიდევ მას შენატრიან.

ნორმალური ამომრჩეველი, რომელსაც ოდნავ მაინც აქვს ლოგიკა, ამდენი გადაგდების შემდეგ დასკვნას გამოიტანდა. ადამიანები, რომლებსაც მოვლენებისგან აზრის გამოტანის უნარი არ აქვთ, ეს უუნარობაა და კრეტინიზმი ჰქვია. არ ვიცი, თუ უნდათ ასეთი განსაზღვრების ქვეშ იცხროვრონ, კი ბატონო. ადამიანს იძულებით ვერ აიძულებ, რომ იყოს გონიერი. ვისაც გონიერების ნატამალი შერჩათ, განსაკუთრებით იმ ბოლო პასაჟის შემდეგ, მთაში რომ დადიოდა და მამაცი გულის ილუზიას აკეთებდა, ამის მერე ცოტა მაინც უნდა გაეხსნათ აზროვნების შესაძლენლობები. თუ ვერ გაეხსნათ, რა ვქნათ. ძალიან მცირე იქნება მათი მხარდამჭერების რიცხვი, პირდაპირი ინდიკატორია, ძალიან ცუდად არის საქმე, როცა ადამიანი ამდენი შეურაცხყოფის შემდეგ, კვლავ შეურაცმხოფელს აძლევს ხმას“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი ქარიზმატული ლიდერია, შესაბამისად, მისი მხარდამჭერებიც ქარიზმაზე დაწაფებულები არიან. ქარიზმაზე დაწაფებული ადამიანები, რომლებიც ქარიზმის გამო მოქმედებენ, უყვართ, ძულთ, ლოგიკას ვერ მოსთხოვ.

„ქარიზმაზე იყო მთელი გერმანია მიჯაჭვული ჰიტლერის დროს. ბერლინი თითქმის აღებული იყო და ესენი მაინც იბრძოდნენ. იმიტომ, რომ ისინი თავის თვისთვის აღარ იბრძოდნენ, ჰიტლერისთვის იბრძოდნენ და სანამ ჰიტლერი არ ეტყოდა, რომ გაჩერდითო, არ გაჩერდებოდნენ. ქარიზმით ზომბირებული ადამიანები არიან. იმედგაცრუება, ან გაანალიზება და დაფიქრება, ასეთი რამ ამ ადამიანებისგან გამორიცხულია.

სააკაშვილი დღეს აცხადებს, რომ დესტაბილიზაციის ორგანიზება არ უნდა, ცოტა ხნის წინ რევოლუციური განცხადებები მისგან არ მოდიოდა?! მაგ პარტიას ერთადერთი რაც სჭირდება ეს არის 12–15%, რომ შეძლონ საბიუჯეტო სახსრების დიდი რაიდენობით მიღება, როგორც მეორე პოლიტიკურმა პარტიამ. ეს არის მთელი ამბავი და ამაში ხელს უწყობს სააკაშვილი იმით, რომ იძახის მოვდივარო. დაიძახებს და მეტი არაფერი, ამით მთავრდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

Katana ვისაც არ უნახავს, ვურჩევ, რომ აუციებლად ნახოს 8 სექტემბრის " ა რ ე ნ ა " !
ბმული /> ამ გადაცემაში მოყვანილი ფაქტები სრულიად ნათელს ხდის, რა მიზნით დანიშნა სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრად კეზერა!
მეტიც: რატომ ვერ აიცილა კი არა, რატომ არ აიცილა თავიდან აგვისტოს ომი და რამხელა თანხები ჩაიგდეს ხელში ამ ომის შედეგად!
ამ გადაცემის მნახველი თუ კვლავაც მიშას ფანი დარჩება, ის უკვე უიმედო ავადმყოფია და სამარის მეტი ვარაფერი უშველის!..
თუმცა, სწორედ ასეთები არ ნახავენ ამ "არენას", რათა აზრი არ შეეცვალოთ და კუბოს კარამდე უერთგულონ მიშას...
4 წლის უკან
trampi --------,,თუმცა, სწორედ ასეთები არ ნახავენ ამ "არენას", რათა აზრი არ შეეცვალოთ და კუბოს კარამდე უერთგულონ მიშას,,,...
----------------------------------------
შენ რააა....... მაგაში ეჭვი გეპარაებააა?----კანეშნა მასე იქნება!!
ეგენი უიმედო ავადმყოფები არიან რომლებიც მკურნალობას არასდროს დაქვემდებარებიან.....



შენ რააა
4 წლის უკან