„ჩვენ გვაქვს სატელიტიდან გადაღებული 19 და 20 ივლისის ფოტოები და ძალიან კარგად ჩანს, რომ იქ ბაჩალიაშვილის ავტომობილი არ დგას“

„ჩვენ გვაქვს სატელიტიდან გადაღებული 19 და 20 ივლისის ფოტოები და ძალიან კარგად ჩანს, რომ იქ ბაჩალიაშვილის ავტომობილი არ დგას“

23 წლის პროგრამისტის ბუნდოვანებით გარდაცვალების საქმეში ყოველდღიურად ახალი კითხვები ჩნდება და სულ უფრო გაურკვეველი ხდება თავი მოიკლა, მოკლეს თუ თვითმკვლელობმდე მიიყვანეს. გოგონას ირგვლივ ბევრი ახალი გარემოებები იკვეთება, თუმცა პროკურატურა კვლავ ჯიუტად ავითარებს ვერსიას, რომ მან, შესაძლოა, თავი მოიკლა. შესაბამისად, ოჯახიც თავის პოზიციაზე პრინციპულად დგას და არაფრით იჯერებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი თამარის დეპრესიულ ხასიათზე და თვითმკვლელობის რამდენიმე მცდელობაზე საუბრობს, გოგონას დედა თეონა თამაზაშვილი ამ ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს. საქმეში ასევე 16 ვიდეო მიმართვა დევს, რომელსაც ბაჩალიაშვილი ცუდ ან კარგ ხასიათზე ყოფნის დროს წერდა. გამოძიების ვერსიით, არის ვიდეო, სადაც ის ოჯახს ემშვიდობება. თუმცა დედა ამბობს, შესაძლოა, თამარმა ვიდეო იმიტომ ჩაწერა, რომ ნორვეგიაში გამგზავრებას აპირებდა და ეს გამოსამშვიდობებელი ვიდეო იყოს.

ამის პარალელურად, საქმეში მისი ფსიქოლოგის მეორე ჩვენება ჩნდება, სადაც ის ახლა უკვე დაბეჯითებით ამბობს, რომ თამარი დეპრესიული და საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი იყო. მას დაბალი თვითშეფასება ჰქონდა და ისეთ რაღაცეებზე ნერვიულობდა, რაც უმნიშვნელო დეტალები უნდა ყოფილიყო.

პროკურატურის მიერ საიტზე ატვირთულ ინფორმაციაში კი ვკითხულობთ, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში 4 სხვადასხვა ადგილას სისხლის წვეთებია აღმოჩენილი, რომელიც გარდაცვლილ გოგონას ეკუთვნის. ავტომობილში იპოვეს დნმ-ის ორი კვალი, აქედან ერთი ქალისაა და გადაცემის კოლოფზე ფიქსირდება, ხოლო მეორე მამაკაცისაა და პირბადეზე. ქალის შემთხვევაში უკვე მოგვიანებით პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს დედისაა, მეორეზე კი ჯერ ვინაობა არ დაუდგენიათ. დედა თეონა თამაზაშვილი კი ამას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ ავტომობილის საჭესთან არასდროს მჯადრა და იქ მისი დნმ-ის კვალი ვერ იქნება.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ფსიქოლოგის ჩვენებაც სხვა ჩვენებების მსგავსად თამარის ცხედრის აღმოჩენისთანავე იცვლება. ამ ყველაფერს კი წინ ადვოკატის თქმით, მამასთან ზარი და პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადება უძღოდა, რომ მისი შვილი შარში იყო. რამიშვილი ამბობს, რომ ფსიქოლოგი უკვე მეორე ჩვენებაში არაგულწრფელია. ის ამბობს, რომ ცხედრის აღმოჩენის მეორე დღეს, ყველა თამარის დეპრესიულობაზე და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებაზე საუბრობს.

„როდესაც თავიდანვე აუცილებელი და საჭიროც კი არის, რომ ფსიქოლოგმა რეალური სურათი გამოძიებას მიაწოდო, მაშინ ის ამას რატომ არ აკეთებს, ჩვეულებრივი რიგითი მოწმისგან ხომ განსხვავდება? თუკი, ადამიანს სუიციდისკენ მიდრეკილება ჰქონდა და დეპრესიული იყო, მაშინ ეს ამ დალოცვილ ფსიქოლოგს პირველივე დაკითხვის დროს ხომ უნდა ეთქვა.

ანუ, ცხედარი რომ იპოვეს, მერე გაახსენდა, რომ ეს ადამიანი რაღაცისკენ მიდრეკილი იყო? მაშინ რატომ არ ჩაუტარა ფსიქოტესტი და არ გადაამისამართა ფსიქიატრთან? ეს ხომ მისი ვალდებულება იყო? პირველ ჩვენებაში ფსიქოლოგს არაფერი უთქვამს ისეთი, რომ ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, მეორე დღეს, გამობრძანებულიყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და მიენიშნებინა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. მაშინ ექსპერტიზის პასუხებიც არ ვიცოდით. აი, ამის შემდეგ კი, უკვე ფსიქოლოგი სიტუაციას ამძაფრებს, რატომ? - იმიტომ ხომ არა, რომ პროკურატურის ვერსია კიდევ უფრო გამყარდეს“, - ამბობს რამიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ოჯახმა და მანაც პროკურატურას არაერთხელ სთხოვა, რომ რაღაცნაირად მოძიებულიყო სატელიტიდან გადაღებული ფოტოები და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო იმაზე სპეკულაცია, იდგა თუ არა იმ ადგილას 4 დღის განმავლობაში ბაჩალიაშვილის ავტომობილი, სადაც უკვე გარდაცვლილი იპოვეს. ადვოკატი აცხადებს, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მას დაეხმარნენ, ამ ადგილის სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მოეპოვებინათ.

„ჩვენ გვაქვს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები, რომელიც არის 19 და 20 ივლისის. ამ ფოტოებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ იქ ავტომობილი არ დგას. დანარჩენი 18, 21 და 22 ღრუბლიანი იყო და ამ დღის ფოტოებზე არ ჩანს. თუმცა, როგორც აღვნიშნე 19-სა და 20-ში გარკვევით ჩანს, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც თამარის ცხედარი იპოვეს, არანაირი ავტომობილი არ დგას. ვინ მომაწოდა, ამაზე არ მინდა კონკრეტულად საუბარი, ალბათ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. კიდევ სხვა ფოტოებიც გვექნება და დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტომობილი იქ არ მდგარა. მე არ ვარ კომპიუტერის სპეციალისტი და ამის მანიპულაცია არ შემიძლია. მოიძიოს თავად პროკურატურამაც სატელიტიდან გადაღებული ფოტოები და გვაჩვენოს“, - ამბობს რამიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ადრე თუ პროკურატურის მხრიდან მკვლელობის ვერსია მხოლოდ სიტყვიერად იყო გაჟღერებული, ახლა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან დაინახა, რომ ისინი არამარტო საუბრობენ ამაზე, არამედ ბევრ საკითხებში და მოთხოვნაში ქმედით ნაბიჯებსაც დგამენ. ფაქტია, რომ ისინი ხვდებიან საკმაოდ დიდი დილემის წინაშე არიან. რაც შეეხება ავტომობილში აღმოჩენილ 4 ადგილას სისხლის კვალს, ადვოკატი ამბობს, რომ ყველა მათგანი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.

„როდესაც წყალში ამდენ პრეპარატს ხსნი, პროფესიონალებმა მითხრეს, რომ მის გასხნას მინიმუმ 10 წუთი მაინც სჭირდება. ხოლო ამ დროის განმავლობაში თვითგადარჩენის რეფლექსი მაინც ირთვება და მას ამ დროის განმავლობაში სუიციდი უნდა გადაეფიქრებინა, ან გარეთ მინდორზე მაინც გადმოსულიყო. ადვოკატი ამბობს, რომ შეუსაბამოა ასევე მისი ქცევაც, რომ აბების მიღების შემდეგ ცარიელი ფირფიტები ლამაზად უკან ჩანთაში დააბრუნა. ასევე, თუ მან ეს აბები დაფხვნა, მაშინ მისი კვალი ავტომობილში რატომ არ არის?“, - ამბობს for.ge-სთან რამიშვილი.

უასფრთოხების საკითხების ანალიტიკოსი და გადამდგარი პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხაროდ, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან ამდენი დროა გასული და პროკურატურამ ჯერჯერობით საქმესთან დაკავშირებით ახალი ვერაფერი ვერ გვითხრა. ალადაშვილი ამბობს, რომ პირიქით, უფრო ბევრი კითხვები გაჩნდა, რაზეც პასუხები ჯერ ისევ არ ჩანს. ანალიტიკოსისთვის ასევე გაუგებარია რა მიზანს ემასხურებოდა პროკურატურის განზრახვა, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში აღმოჩენილი დნმ-ის კვალის შესახებ ბრიფინგზე არ ეთქვა და დაემალა. მათი ასეთი ქცევა კი უფორ მეტ კითხვებს აჩენს და ეს რაში სჭირდებათ, გაუგებარია.

„ჯერ არ ვიცით, ეს ახალი გარემოებები რაც დნმ-ს კვალს შეეხება რამდენად მნიშვნელოვანია. შესაძლოა ოჯახის წევრების ან მეგობრების იყოს. ხოლო ეს პირდაპირ კავშირში ამ შემთხვევასთან არ იყოს. მეორე ვარიანტია, რომ ამ დნმ-ის კვალმა გამოძიებას უფრო მეტი სიცხადე შესძინოს. ვხედავ, რომ როგორც ოჯახთან დაკავშირებით, ასევე გამოძიებასთან დაკავშირებითაც პრობლემებია. ორივე მიმართულებით კითხვები ჩნდება.

შესაძლოა დრონის კადრებს იმიტომ მალავენ, რომ არ ეძებდნენ და გოგონას გაუჩინარების დღიდან მისი პოვნით თავი არ შეიწუხეს. ან ჩანაწერები უმნიშვნელო დროს მოიცავს და ამის გასაჯაროება არ უნდათ. ეს წინასწარ განზახული ქმედება არ იყო და სამსახურეობრივი გულგრილობაა. ამიტომაც ამის აღიარება უნდა მოხდეს და პასუხი უნდა აგოს იმ ხალხმა, ვინც ასეთი გულგრილობა გამოიჩინა. ლოგიკურად ის ტერიტორია დრონითაც და პოლიციის მხრიდანაც დამუშავებული უნდა ყოფილიყო.

არ არის საკამრისი, რომ პროკურატურა ინფორმაციას პორცია-პორცია გვაწვდის. სადაც კითხვები უფრო მეტია ვიდრე პასუხები, რა თქმა უნდა, იქ ეჭვები ყოველთვის ჩნდება“, - აცხადებს for.ge-სთან ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, რა გახდა ტლეფონიდან წაშლილი პროგრამების აღდგენა და ერთხელ და სამუდამოდ იმის გარკვევა ვინმე უკავშირდებოდა თუა არა მას გაუჩინარების დღეს და რატომ წავიდა თეთრიწყაროს მიმართულებით? ანალიტიკოსი ამბობს, რომ ასევე რა პრობლემაა იმის დადგენა, თამარ ბაჩალიაშვილი ორთაჭალაში ბოლო დროს ვისთან მიდიოდა და რატომ ეუბნებოდა დედას, რომ ამ რაიონში საქმე ჰქონდა? ალადაშვილი ამბობს, რომ გამოძიებამ ყველა ვერსია უნდა გადაამოწმოს და თავადვე უნდა ეცადოს, რომ საქმის ირგვლივ ყველა კითხვა გააბათილოს და არა პირიქით გააჩინოს.

 

trampi ეს საქმე ბნელითააა მოცული და .........................100 % ესეც დარჩება....
თუ არადა ნახავთ.....
4 წლის უკან
Katana . იაზროვნეთ ლოგიკურად: თუ გაქვთ სატელიტური ფოტო, სადაც ეს მანქანა არ დგას, დადევით! (რადგან ამ სურათში საპირისპიროს ვხედავთ).
4 წლის უკან
Katana . "ავტომობილში იპოვეს დნმ-ის ორი კვალი, აქედან ერთი ქალისაა და გადაცემის კოლოფზე ფიქსირდება"
?
ამ სტრიქონების ავტორმა, საერთოდ, იცის სადა აქვს მანქანას გადაცემათა კოლოფი? გადაცემათა კოლოფზე, დიდი ალბათობით, შეიძლება დაფიქსირდეს მხოლოდ ავტომექანიკოსის დნმ (თუ "პადიომნიკზე" იყო აწეული ავტომობილი და ქვემოდან შეეხო ამ კლოფს).
ავტომობილში მყოფი ადამიანი გადაცემათა კოლოფზე ვერაფრით ვერ დატოვებს დნმ-ს კვალს!
4 წლის უკან