„თუ მათთვის არასასურველი შედეგი დადგება, მათი მიზანია, ბელარუსის მსგავსი სცენარი მოაწყონ საქართველოში“

„თუ მათთვის არასასურველი შედეგი დადგება, მათი მიზანია, ბელარუსის მსგავსი სცენარი მოაწყონ საქართველოში“

სოსო მანჯავიძის შეფასებით, ოპოზიციის ჯამური რეიტინგი არ იძლევა მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას. ანალიტიკოსის განცხადებით, ოპოზიციის ამოცანაა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს იმდენი ხმა, რომ კოალიციის გარეშე შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება. შესაბამისად, ოპოზიცია გააპროტესტებს 40%–ს ზემოთ შედეგს. თუ „ოცნება“ აიღებს 40%–ზე მეტს, ეს გამოიწვევს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მოკავშირეების მიერ ქუჩის პროცესების ინიცირებას, თუ რა თქმა უნდა, ეს მოახერხეს.

for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილებით მეათე მოწვევის პარლამენტი დაკომპლექტდება. ჯერჯერობით მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის გარდა, აქტიური საარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს. არის მოსაზრება, რომ ოპოზიცია ემზადება არა წინასსარჩევნო კამპანიისთვის, არამედ 1 ნოემბრისთვის, ამიტომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია მზადება მეორე დღისთვის და არა არჩევნებისთვის. ოპოზიციის ხელწერაში იკითხება მზადება მეორე დღისთვის?

სოსო მანჯავიძე: რა თქმა უნდა, არის მზადება მეორე დღისთვის. ამას თვითონ ამბობენ და არა მგონია, რომ ძნელი დასადგენი იყოს. არც მალავენ, რომ არჩევნების შედგებს იმ შემთხვევაში გააპროტესტებენ, თუ შედეგები მათთვის სასურველი არ იქნება, - „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული სტილია.

თუ არასასურველი შედეგი დადგება და დიდი ალბათობით ასე იქნება, ემზადებიან საპროტესტო აქციებისთვის და იმედი აქვთ, რომ მხარს დაუჭერენ დასავლეთში. მათი მიზანია ბელარუსის მსგავსი სცენარი მოაწყონ საქართველოში. ბუნებრივია, რომ მათი თავგადაკლული მომხრეების გარდა, არავის ინტერესებში არ არის დესტაბილიზაცია. ისედაც მძიმე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით და შესაბამისად, ახალი არაეულობა კარგს არაფერს მოიტანს.

სასურველი შედეგი თუ არ იქნება, დაიწყებენ აქციას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი 10–12%–ს არ სცილდება, ეს მაჩვენებელი არ დააკმაყოფილებთ?

– მთლიანად, ოპოზიციის ჯამური რეიტინგი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მათ დააკომპლექტონ მთავრობა. ამოცანა არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს იმდენი ხმა, რომ კოალიციის გარეშე შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება, ანუ 40%–ზე ზემოთ. შესაბამისად, ისინი გააპროტესტებენ შედეგს 40%–ს ზემოთ. თუ „ოცნება“ აიღებს 40%–ზე მეტს, ეს გამოიწვევს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მოკავშირეების მიერ ქუჩის პროცესების ინიცირებას, თუ რა თქმა უნდა, მათ ეს მოახერხეს. შეიძლება ვერ მოახერხონ, გააჩნია როგორი იქნება ვითარება და როგორ წაიყვანს საქმეს ხელისუფლება - საარჩევნო პროცესს და სხვა პოლიტიკურ მოქმედებს როგორ გაართმევს თავს.

მნიშვნელოვანია როგორი იქნება უცხოელი დამკვირვებლების დასკვნა. თუ დამკვირვებლები არ იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა, ალბათ, გაუჭირდებათ ქუჩაში გასვლა, რადგან დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჭირდება ქუჩის პროცესების მართვა. აქ რამდენად დიდია ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ დასავლეთმა თქვას – ეს იყო დემოკრატიული არჩევნები და არ დაუშვას პროცესების ქუჩაში გადანაცვლება?

– რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ასეთი შეფასებები არ იქნას გაკეთებული. საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს, რომ არ დაუშვას პროვოკაციები და, ამ პროვოკაციების შემდეგ ისეთი სურათის დახატვა ნაციონალური მედიის და მასთან დაახლოებული „ენჯოების“ მეშვეობით, ზოგიერთ არაობიექტურ დამკვირვებელს მისცენს საშუალება, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგი ეჭვქვეშ დააყენოს.

ანუ, როდესაც ვსაუბრობ საზოგადოებრივ აქტიურობაზე, ვგულისხმობ ჩვენს მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას „დავასრულოთ“, რაც გულისხმობს ამ ფეიკნიუსების და ტყუილების დასრულებას, რომელიც მოედინება ამ საინფორმაციო საშუალებების მიერ.

როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ის უნდა იყოს ობიექტური. პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს ზუსტად ისე, როგორიც იქნება ამომრჩევლის ნება. არავითარი გაუმჭვირვალე პროცესები ამას არ უნდა ახლდეს. გამჭვირვალე იქნება, თუ გაუმჭვირვალე საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვქონდეს კონტროლის მექანიზმი. მაგალითად, ჩვენი ორგანიზაცია აპირებს, რომ ჩაატაროს ეგზიტპოლები, ადგილებზე გავაგზავნოთ დამკვირვებლები.

რესურსი თუ გაქვთ?

– შევეცდებით, იმ რესურის ფარგლებში გავაკეთოთ, რაც გვაქვს. ასევე უნდა მოიქცეს ის ხალხი, ვინც აქტიურია. აბა, როგორ გვინდა?! ვხედავთ, რა პროცესები ვითარდება, რა ისტერია და შიზოფრენია. განსაკუთრებით ეს შიზოფრენია გააძლიერა ამ საარჩევნო რეფორმამ. ყველას გონია, რომ პარლამენტში მოხვდება და ამდენ მსურველს პარლამენტი ვერ დაიტევს.

ამბობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რესურსი არ გააჩნია. 2003 წელსაც არ ჰქონდა რესურსი, მაგრამ შეძლეს პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. მაშინ მათ მხარს უჭერდა როგორც დასავლეთი, ასევე რუსეთი. დღეს სააკაშვილი ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ მოდის. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ პროცესების დესტაბილიზაციას, რაც სააკაშვილს მისცემს საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობას, ანუ განმეორდეს უკარინის სცენარი, როგორც უკრაინაში  შევიდა მომხრეების მხარდაჭერით?

– რამდენი შემოსვლაა, უკვე თვლა აერია ხალხს. მაგრამ, სამწუხაროდ, მას ჰყავს რამდენიმე კლასტერი, რაც არ უნდა ჩაიდინოს ამ პერსონაჟმა, მიაჩნიათ, რომ ეს კარგია. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. უკვე დავიღალეთ მისი „საგმირო“ საქმეების ჩამოთვლით. პირველი პრეცედენტი შექმნა, კაცი იყო ქვეყნის პრეზიდენტი, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და გახდა ოდესის გუბერნატორი. მერე იქიდან გამოაგდეს, იმიტომ, რომ ვინც ჩაიყავანა იმას დაუპირისპირდა. სახურავზე ასვლა, გამოთრევები, მერე საზღვარზე შემოჭრები, იქაც ზუსტად იგივეს აკეთებდა, რასაც საქართველოში. გახსოვთ მისი ჰალსტუხის ჭამა, მიწაზე ფორთხვა, ტერიტორიების და მთელი საქართველოს ეკომონიკის რუსეთზე ჩაბარება. უამრავი ასეთი ფაქტები გვახსოვს.

ამის მიუხედავად მას ჰყავს მომხრეები...

– გამოკვლეულია, რომ ყველა საზოგადოებაში არსებობს 15%, რომელიც ყველა თავის ბოღმას, ანგარისწორების დაუოკებელ ნებას და ნებისმიერ რამეს გასწირავს თავისი კერპის გამო. სამწუხაროდ, ასეთები გვყავს ჩვენც და ვხედავთ ამას. როცა ხედავენ, რომ კონტრარგუმენტი არ აქვთ, გადადიან წყევლაზე, ლანძღვა–გინებაზე. რა თქმა უნდა, ეს კლასტერი საშიშია, თუ მას ეყოლება კონსოლიდატორი. ასეთ კონსოლიდატორად მიაჩნიათ ლტოლვილი და ბორგვილი მიხეილი, რომელიც ჩამოსვლის შემთხვევაში ყველასთვის შექმნის დიდ პრობლემას. შეიძლება გახდეს „ქართული ოცნების“ უკამყოფილო ადამიანების კონსოლიდატორი და საერთოდ უკმაყოფილობის კოლექტორი გამოიწვიოს.

უმართავი პროცესები ნამდვილად კატასტროფული იქნება ქვეყნისთვის. ამიტომ, სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ ეს არ დაუშვას. მცდელობის შემთხვევაში უნდა იქნას დაპატიმრებული, ყველა დანაშაულებებისთვის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გასამართლებული. რაც შეეხება მის მომხრეებს, ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. ჩვენი მოქალაქეები არიან, ისინი პირადად არ მძულს, უბრალოდ, შეპყობილები არიან და შეიძლება გაუაროთ, შეიძლება არა, ასეთია რეალობა.

სააკაშვილს პრობლემები აქვს უკრაინაში. გაბედავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოალახვას, სადაც მის წინააღმდეგ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი?

– ძალიან მეეჭვება, გაბედოს საზღვრის გადმოაკვეთა. აქ პრობლემა ის გახლავთ, რომ უკრაინაშიც ძალიან გართულებული აქვს მდგომარეობა. არ შეიძლება ყველა ყოველთვის მოატყუო. მისმა ტყუილებმა მიაღწია პიკს, უკვე უკრაინაში სულ უფრო მეტი ხალხი აცნობიერებს, რომ სააკაშვილი არის დემაგოგი, დესტრუქციული ელემენტი, რომელსაც შეუძლია ზიანის მოტანა მათი ქვეყნისთვის. უკვე მოუტანა და უფრო მეტს მოუტანს. გარდა ამისა, არის მთელი რიგი საქმეები, საკმაოდ გაეხვია კორუფციულ სქემებში. სააკაშვილი დასასრულს უახლოვდება, შეიძლება ვერ დაიცვან მისმა მომხრებმა.

2012 წლის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ მხოლოდ დაკითხვით შემოიფარგლა გამოძიება. საგამოძიებო სტრუქტურებმა გაათამამეს პოლიტიკური ჯგუფები. როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია წავა პროცესების რადიკალიზაციაზე, რომ სააკაშვილის მისცეს ქვეყანაში შემოსვლის საფუძველი? ოპოზიციის ლექსიკონში გაჩნდა ფრაზა – სამოქალაქო ომი...

– გეთანხმებით, რომ გამოძიება ნამდვილად მოწყვლადია საერთაშორისო გავლენების მიმართ, გარდა ამისა, არ მუშაობენ გამართულად. ერთმანეთში ერევათ დემოკრატია და უწესრიგობა. დემოკრატია არ გულისხმობს უწესრიგობას და სახელმწიფოებრივი წესრიგის მოშლას. ანუ, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს იდეოლოგია, ვერ შეიმუშავეს. მთელი მათი იდეოლოგია არის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც აუცილებელია, მაგრამ არ არის საკმარისი. ეს ხალხი გრძნობს, რომ გათამამებული არიან ხელშეუხებლობით, ამიტომ წლების განმავლობაში ყოველგვარი მორიდების გარეშე ცდილობენ მოაწყონ რევოლუცია.

საბედნიეროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის განწყობილი ქაოსისთვის, დესტაბილიზაციისთვის. გარდა ამისა, დისკრედიტირებულია პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი, წარსული შეცდომების მძევალი არიან. მათი ელექტორალური რესურსი არის მწირი. კი, იმუქრებიან და იფიქრებს ადამიანი, რომ უკვე ხელისუფლებაში არიან, მაგრამ მათი რესურსი არის მწირი. ეს ადამიანები მხოლოდ დესტრუქციით არიან დაკავებული. მათი ხელისუფლებაში მოსვლა იქნება ანგარისწორება, ქაოსი და ის, რაზეც პატივცემული ხარშილაძე ამბობდა – „სამოქალაქო ომი“, -რომელსაც ვურჩევ, რომ სამოქალაქო ომი მოაწყოს საკუთარ ოჯახში, ახლობლებში, ხოლო ქვეყანას დაანებოს თავი.

 

 

Katana . მათთვის არასასურველი შედეგი რომ დადგება, ამაში ეჭვი არ მეპარება. დანარჩენისა რა მოგახსენოთ!..
4 წლის უკან
trampi მე კიდევ იმაში არ მეპარება რომ ეგენი ყველა ვარიანტში აურზაურს ატეხენ(100%)
ყველა ნაცი და ნანაცარი ჯამში ..........ჰააა ჰააა 30% ან აიღებენ ან არა....
არადა ვის უნდა მისცეს კაცმა ხმა---- ამ ქაჯ ოცნებააას?
არადა ბუა მოდის, ბუა......ბუას ძახილი დღესაც წარმატებით მუშაობს და იმუშავებს კიდეც, თუ ორივე მოუსავლეთში არ გავუშვით ....
მოკლედ გამოადგათ(ადგებათ) ამ დებილებს ეს ბუები, გამოადგათ
სოფელში კაცი არ იყო და ვირი აირჩიეს მამასახლისადო... აი ესეა ამათი საქმე......
წესით ეს კომსომოლები ხელისუფლებასთან ახლოსაც არ არიან მისაშვებები ....................მაგრამ მარტო მიშვებას ვინღა ჩივის---- პარადიც მაგათ მიჰყავთ, მაგათ
ანუ სოფელში ძაღლის მაგივრად, კატებს აყეფებენო..............................ზუსტია!!
4 წლის უკან