სუდანის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ, წყალდიდობების გამო, რომელმაც უკვე 99 ადამიანი იმსხვერპლა, ქვეყანაში 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სუდანის შრომისა და სოციალური განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ გარდა მსხვერპლისა, წყალდიდობების გამო, ამ წელს 46 ადამიანი დაშავდა, ზიანი მიადგა ნახევარ მილიონზე მეტ პირს და 100 000-ზე მეტი სახლის სრულად ან ნაწილობრივ დაინგრა.
უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ ასევე განაცხადა უმაღლესი კომიტეტის შექმნის შესახებ, რომელსაც შრომისა და სოციალური განვითარების სამინისტრო უხელმძღვანელებს. კომიტეტს წყალდიდობის შედეგების დეტალური შესწავლა დაევალა.