„ჩვენ ვართ ქართველები ტრამპისთვის“

„ჩვენ ვართ ქართველები ტრამპისთვის“

„ჩვენ ვართ - ქართველები ტრამპისთვის“, – ეს არის მთავარი სლოგანი იმ ორგანიზაციის, რომლის დამფუძნებელია ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია. ორგანიზაციის მიზანია ღიად გამოუხატონ მხარდაჭერა აშშ–ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. როგორც ხოფერია აცხადებს, ვიმყოფებით მსოფლიო პოლიტიკის გადანაწილების ახალ ეპოქაში და შესაბამისად, როდესაც ასეთი მასშტაბური რამ ხდება, საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც შეიძლება ამოაგდო ამ საერთო ველიდან.

for.ge ხათუნა ხოფერიას ესაუბრა.

რატომ გაჩნდა იდეა შეგექმნათ ტრამპის მხარდამჭერი ორგანიზაცია? მით უფრო, რომ საქართველოც არის საარჩევნო პროცესში და როგორც მოვლენები უჩვენებს, არც თუ ისე მშვიდი საარჩევნო პროცესი გველოდება...

ხათუნა ხოფერია:  ის, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, პრაქტიკულად, შეიძლება ვუწოდოთ – მსოფლიო პოლიტიკის ახალი გადანაწილება. ჩვენ ვნახეთ სრულიად უჩვეულო ფაქტები და მოვლენები აშშ–შიBottom of Form, ვნახეთ რა ხდებოდა ევროპაში. ვნახეთ როგორ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედებები, მათი შეხედულებები, განცხადებები. შესაბამისად, როდესაც ასეთი მასშტაბური რამ ხდება, საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც შეიძლება ამოაგდო ამ საერთო ველიდან - ასე, იყო გაყუჩული და დამოუკიდებლად, შენთვის მიიღო გადაწყვეტილებები და ჩაიკეტო შენი შიდა არჩევნების ფარგლებში.

იმდენად რთულად მიდის ეს პროცესი, რომ ჩემთვის და ბევრი ჩემი თანამოაზრისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რა იქნება აშშ–ში და თან, თუ ამას განვიხილავთ იმ კონტექსტში, რომ პრაქტიკულად ბოლო წლებია საქართველო დამოკიდებულია აშშ–ზე, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ–ის საელჩოს პოზიციები სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ნაწილი ვართ იმ პოლიტიკის, რომელიც ხორციელდება თვითონ აშშ–ის ტერიტორიაზე.

რამდენიმე სატელევიზიო გამოსვლა მქონდა, პირდაპირ ვთხოვდი მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომ დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია და იდეოლოგია. ეს ხომ არაა ის, სიაში ვის შეიყვანენ და ვის არა, ვის როგორი თვალები აქვს, ვის როგორი ფეხის ფორმა აქვს და როგორი ფეხსაცმელი აცვია? არის არჩევნები და არჩევნების მთავარი მამოტივირებელი უნდა იყოს იდეოლოგია, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა გვთავაზობს.

უკვე ორ თვეზე ნაკლები დარჩა არჩევნებამდე და „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ყოფილა გაცხადებული, ვერ ვხედავ რა იდეოლოგიის არის „ქართული ოცნება“. მე ვთვლი, რომ ის ადამიანები, ვისაც პარტია აბარია, ვინც დღეს წარმართავს ამ არჩევნებს და ჩარეულია საკადრო პოლიტიკაში, ბევრად უფრო მეტად არიან ნეოლიბერალური განწყობების.

ნეოლობერალების გავლენის ქვეშ არიან და ამიტომ იკავებენ თავს ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებისგან?

– შემიძლია ერთი რამ გითხრათ, თუ გადავხედავთ ძალიან ბევრი პოლიტიკოსის ბიოგრაფიას, მათი პოლიტიკური მოღვაწეობის სათავეები იწყება სწორედ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებში, რომლებიც გახდნენ საქართველოში ნეოლიბერალური მიმართულების ლიდერები. ისინი საქმიანობდნენ, იქიდან იღებდნენ ხელფასს, პროექტებში იყვნენ ჩართულები, ჰქონდათ თავიანთი კონტაქტები. ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელ საქართველოში ნეოლიბერალური ძალების ლიდერი არის გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანები. ვიცით, რომ სერიოზულ დაფინანსებას ღებულობენ, ვიცით, რომ იდგნენ ეკლესიის და სასულიერო ცხოვრების ნგრევის სადავეებთან, განათლების სისტემის მოშლასთან, ოჯახების კულტის მოშლასთან. ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, ოჯახი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ადამიანები ამას ყველაფერს ეწინააღმდეგებოდნენ. ვიცით, რომ ეს მოდიოდა სააკაშვილის და ბოკერიას ჯგუფიდან. ჩემთვის ოპოზიციური ფრთა გარკვეულია, მაგრამ მე კითხვები მაქვს მმართველ ძალასთან. ეს ის მმართველი ძალაა, რომელსაც მხარს ვუჭერ. არასოდეს არ ვყოფილვარ მათ ოპოზიციაში. ვთვლი, რომ რაც შემეძლო გაკეთებული მაქვს  მათთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ მოდის არჩევნები, გადავხედეთ ვინ არის სიაში და არაფერს არ ამბობენ იდეოლოგიაზე, არ ამბობენ ვის უჭერენ მხარს ამ მსოფლიო ომში. არადა, იდეოლოგიების ომი მიმდინარეობს მსოფლიოში, ამერიკაში პირდაპირ არის გაცხადებული, რომ ეს არის ომი სიკეთესა და ბოროტებას შორის.

რატომ იკავებს თავს მმართველი ძალა, რომ დააფიქსიროს რა იდეოლოგიას უჭერს მხარს? იქნებ იმიტომ, რომ არ იციან როგორი იქნება ამერიკელი ამომრჩევლის გადაწყვეტილება – ტრამპი, თუ ბაიდენი...

– ამერიკაში არის მკვეთრად გამოკვეთილი პოზიციები, არიან რესპუბლიკელები და დემოკრატები. ოთხი დღის წინ ნეოკოსერვატორები რესპუბლიკური პარტიიდან დაუპირისპირდნენ ტრამპს. ანუ, იქ ყველაფერი გარკვეულია. არჩევანი არის მოსახლეობაზე, ვის აირჩევს ამერიკელი ხალხი. მე ვთვლი, რომ ასეთ სიტუაციაში საქართველო არ უნდა იყოს დადუმებული. არ შეიძლება თუნდაც სოლიდარობა არ გამოვუცხადოთ იმ ხალხს, ვინც დღეს არის სიკეთის მხარეს. მე მქონდა საშუალება, რომ გამეკეთებინა ეს ორგანიზაცია და მე მინდა ამერიკაში იცოდნენ, რომ საქართველო არ არის გარდაცვლილი ქვეყანა. დაახლოებით 30 ათასზმე მეტი ქართველი არის ამერიკის მოქალაქე და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს ადამიანები მოვიცვათ და დავუფიქსიროთ ამერიკის პრეზიდენტს, რომ ეს ადამიანები და საქართველო დგას მის გვერდით.

როგორ აპირებთ თქვენი ხმა მიაწოდოთ დონალდ ტრამპს?

– მოგეხსენებათ, რომ თვითონ ტრამპი ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელებში, ეს ადამიანი ხალხს ესაუბრება სოციალური ქსელებით. ანალოგიურად, ჩვენც გავაკეთეთ ეს ქსელი, ბევრი მეგობარი გვყავს უკვე. ვაქტიურობთ მის გვერდზე და შესაბამისად, ვეხმიანებით ჩვენს დიასპორას ამერიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გვერდიდან რაღაცა ჯგუფი უცხადებს მხარდაჭერას. ჩვენი მუშაობის 2–3 თვიანი პერიოდი  მიძღვნილი იქნება იმაზე, ვუთხართ, რომ ვინაიდან ამერიკა არის ჩვენი მეგობარი, ჩვენ ვართ მასთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპის მომხრე ამერიკელები ბევრად უფრო მეტნი არიან. ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ ამერიკა. ასეთ სიტუაციაში დუმილი და რაღაცა თემების გატარება იწვევს ანალოგიურ შედეგს - შენს საქმეზეც დადუმდებიან.

ხელისუფლების დუმილი არ მოგწონთ ამერიკულ პოლიტიკასთან მიმართებაში. რას ითხოვთ ხელისუფლებისგან, რა ნაწილში ითხოვთ პოზიციის დაფიქსირებას?

– შემიძლია ერთი რამ ვთქვა – დღევანდელ დღეს მმართველი ძალის დუმილი, ეს არ არის დიპლომატიური დუმილი და არც პოლიტიკური დუმილი არ არის.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ დიპლომატიური დუმილი არის სწორი გადაწყვეტილება...

– ნურავინ ნუ შეიყვანს შეცდომაში ნურავის, განსაკუთრებით ერთმანეთს. ნუ იფილოსოფოსებენ. როდესაც შენ თვლი, რომ შენი დუმილით რაღაცას მოიგებ, ეს უმეცრებაა სხვა თუ არაფერი. არსებობს ომები, რომლიდანაც არ შეიძლება რომ გაიქცე. როდესაც ომში შენიანები იბრძვიან, ნებისმიერი ფორმით, თავის არიდება არის სიმხდალე, ღალატი. თუ იცი სად ხარ, საბრძოლველი გაქვს, შენი მოსაქნევი მკლავი უნდა მოიქნიო. ეს არაა დიპლომატიური დუმილი. მითხარით რას ნიშნავს დიპლომატიური დუმილი? «არ მაინტერესებს, შენს თავში გაერკვიე, მერე, თუ საჭირო იქნება, გამოგიყენებ» - მაპატიეთ, მაგრამ მერე ვეღარ გამოიყენებ. არ არის საჭირო იმ ერთი მუჭა ადამიანების ჭკუაზე ყოფნა, რომლებიც ვალში არიან ამერიკელ ლიბერალებთან, დავალებული არიან ფულით, „ენჯეოებით“.

რას გულისხმობთ?

– თუ ვინმე აპირებს ამათ ჭკუაზე ყოფნას, იარონ. ჩვენთვის მნშვნელოვანია ის, რაც თქვა ტრამპმა – «ღმერთი, ოჯახი, სამშობლო», - ეს არის სამი ძირითადი პოსტულატი, რაზეც დგას ჩემი, ჩემი ოჯახის და ჩემი მეგობრების შეხედულებები. ჩემი ქვეყნის პატრიოტების პოზიცია დგას ამ სამ პოსტულატზე. ეს ორგანიზაია იქმნება იმისათვის, რომ ხელისუფლებას, საქართველოს დავუჭიროთ მხარი. მე ოპოზიციაში არ ვარ, ვთვლი, რომ ვაკეთებ იმას, რაც ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა. ძალიან ბევრი 2012–ანელი იქნება ჩვენთან. ისინი, ვინც ამ ნეოლიბერალური, დამაქცევარი პოლიტიკის გამო იბრძოდა სააკაშვილის და ბოკერიას წინააღმდეგ. დღეს, ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკასთან ერთად, ვაგრძელებთ ამ ბრძოლას ისე, როგორც შეგვეძლება.

ხვდებით როგორ აბსურდამდე მიდის ქვეყანა? ბოკერია და კობახიძე ერთად ცდილობს ირმა ინაშვილისგან შექმნან ქვეყნის მტერი. ხვდებით, რომ ეს არ შეიძლება ქვეყანაში მოხდეს? ხაზარაძე, რომლის მთელი ცხოვრების აზრი იყო ფულის შოვნა, ის არ ყოფილა არსად, არც აფხაზეთში, არც ოსეთში, არ უბრძოლია მიშას წინააღმდეგ, არ გაუპროტესტებია გირგვლიანი, ერთი ხელკეტი არ მოხვედრია საქართველოს გადარჩენისთვის, ეს ადამიანი ირმა ინაშვილს ეკითხება ფული სად იშოვეო და უპროტესტებს - კაცი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფულს შოვნისთვის ცხოვრობდა და რომლის ბანკის ერთ–ერთი პარტნიორი არის სოროსი. ძალიან მაინტერესებს, სოროსი საქართველოში ვიღაცეებისთვის კარგი ტიპია?! სოროსი, რომ გაფინანსებს და პოლიტიკურ პარტიას გაქმნევინებს, შენ ქართველი ხარ?!

თუკი პოლიტიკური პარტია ფინანსდება რუსული ფულით, ეს უნდა გახდეს გამოძიების საფუძველი...

–სოროსის ფული არ უნდა გაირკვეს?

რა თქმა უნდა, უნდა გაირკვეს...

– მაშინ ყველაფერი ერთად გაარკვიონ, რა ხდება ამ ქვეყანაში, ვინ დგას «ენჯეოების» უკან, რატომ გამოდიან ქუჩაში და ვინ აფინანსებს აქციებს, რომელიც პირდაპირ მიმართულია ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ყველაფერი გამოიძიონ, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ – ვის რისი მოთხოვნის უფლება აქვს.

   

amo არასდროს არც ერთ პარტიაში, თუ ორგანიზაციაში არ ვყოფილვარ ჩართული. უნდა გავწევრიანდე ამ ორგანიზაციაში.
4 წლის უკან
amo რა ეწოდება ამ ორგანიზაციას?
4 წლის უკან
Katana . ძალიან არ მომწონს ხათუნა ხოფერიას მოქკავშირული წარსული... მაგრამ ძალიან მომწონს, როგორც ქალი, როგორც ქართული ფასეულობების მატარებელი პიროვნება! - ამ მხრივ სრულიად ემთხვევა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს.

მე და ჩემი ოჯახი ტრამპის ამომრჩევლები ვიყავით და ვრჩებით "ტრამპისტებად"!

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების დუმილს ამერიკული არჩევნების წინ, მინდა ვიფიქრო, რომ ეს სწორედაც რომ "დიპლომატიური დუმილია" (ანუ, ის შემთხვევაა, როცა "დუმილი ოქროა") და მიმაჩნია, რომ ეს გამართლებული კი არა, ერთადერთი სწორი პოზიციაა!..

ისევე, როგორც სწორია ხათუნა ხოფერიას სურვილი, აჩვენეოს თეთრი სახლის ადმინისტრაციას, რომ საქართველოშიც და ამერიკაშიც უამრავი ქართველი უჭერს მხარს ტრამპს და მის იდეოლოგიას.
4 წლის უკან
trampi ეს ქალი მთავრობაში მოკალათებულ ნეოლიბერალებზე (ჩემებურად გადაკრასკულ ნაცებზე) მართალს ამბობს!!
მართლაც და სად არიან ის მიტინგოსანი, ნაომარ--ნაფრონტალ--- ნაცემი ხალხი 9 წელი მიშა რო იმათ დუბინკებით დასდევდა?
ეს პირწავარდნილი კომკავშირელები საიდან ამოქექა ბიძომ, რომელ ასო---ებში იყვნენ შემძვრალები ??
არადა ამ დღევანდელ კომკავშირელებს ნამდვილი კომკავშირელები თვალითაც არ უნახავთ, (კაცმა რომ დაააბრალოს--- იმათგან ისწავლეს ეს
ფანდარასტობებებიო) არც იმათი უჩებკა არ .გაუვლიათ........ მაგრამ პირწავარდნილი კომკავშირელები არიან!!....იმიტომ რომ კომკავშირლობას უჩებკა არა სჭირდება, კომკავშირლობა ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობაა... ..ასე რომ ამ დღევანდელი კომკავშირლებისგან საქართველოსთვის არაფერი ხეირი არ გამოვა...... ეგენი ყველანი ვიტალი ხაზარაძეები არიან......

ხოოდა იმ ნაფრონტალი ხალხის მაგივრად, ეს ფანდარასტები ბიძომ საიდან და რატომ მოიყვანა?? ...ეს მალადიოჟი ხვალე ჩუგოშვილივით ყველა
ზურგში ჩაარტყავს დანას და ალალიც იქნება ბიძოზე, ალალი.....და ღირსიც არის !!!
ისე ყველაზე კარგად ჩუგოშვილმა ჩაუტარა ბიძოს მასტერ კლასი......ღირსია ბიძო, ღირსი!!!
მოკლედ მართალია ის ნათქვამი........ რევოლუციის შედეგებით (ანუ სკამებით) ნაძირალები სარგებლობენო ......ასეა.....ის დამსახურებული ხალხი სადღაც მოისროლეს და ეს კომკავშირელები კიდევ მთავრობაში დასვეს...........საქართველოში ჩემს თვალწინ ეს პროცესი უკვე სამჯერ დატრიალდა...
ეს ქალი ბრაზობს,------- ჩვენი მთავრობა ამერიკის მიმართ რატო პოზიციას არ აფიქსირებს, მოცდის რეჟიმში რატო არიან გაყუჩებულები, ეს გოთვერნობააო....
რატო და კინოო როა........ სვადბა მალინოვკე, ორმაგი ქუდები რო აქვთ---- ამოატრიალებდნენ, დაიძახებდნენ ბელიე იდუტო და ხელის ქნევით იმათ ეგებებოდნენ. მერე რო დასჭირდებოდათ იმ ქუდებს ისევ ამოტრიალებდნენ და ახლა იმას ყვიროდნენ--- კრასნიე იდუტო და მერე იმათ უქნევდნენ ხელს ....ესე არის ეს ჩვენი ჩათლახი მთავრობაც..........ოღონდ ამათ დაჟე ქუდების ამოტრიალება --გადატრიალება არც სჭირდებათ.... უბრალოდ გაყუჩებულები არიან და ბოლოს დაიძახებენ------------------ ვინც მოვიდა გაუმარჯოს, როგორ გელოდებოდითო და.................... საქმეც გაჩარხულია
ასე არ სჯობაააა???
ჰოოდა იმიტომაც არიან ჩათლახები!!
---------------------------------------------------------------------


მოკლედ ერთი თითქოს კახიშვილი დაიყენა ბიძომ გვერდით, ისიც დროებით და მერე ისიც სადღაც ,,,დამლაგებლად,, გადააგდო. ეხლა რო დასჭირდა კიდე ისევ იმას დაუძახა
-------------------------------------------------------------

ისე კიდე მე რომ ტრამპის მომხრე არ ვიყო, ეგ როგორ შეიძლება???? ბოლო ბოლო ჩემი სეხნიაააა
გაუმარჯოს ტრამპს!!
მიდი ტამპ მიდი, დედა უტირე მაგ ფანდარასტებს, იცოდე შენი დიდი ბალეშიკი ვარ........დავაი დააანგრიე ეგ კრაზანების ბუდე ..... ..
მერე მაგათ აქაც დედა ეტირებათ!!! ..
4 წლის უკან
XALIBI ბატონო tramp, კომკავშირელი მაშინდელი სახელი იყო იმ კატეგორიის, რომლებზეც კითხულობ საიდან მოიყვანა ბიძომო..... ეგენი სულ არიან, მათნაირების დახმარებით მოდიან ბიძოები სათავეში....... მათნაირები ღუპავენ ბევრ კარგ საქმეს ქვეყანაში...... მათნაირები იყვნენ, არიან და იქნებიან....
4 წლის უკან
XALIBI კოლუმბს უკვე გამოუყვანე წირვა?!:):)
4 წლის უკან
trampi ვაააა...
ხალიბი გამარჯობა ....................როგორა ხარ ?
...ჩერეზ ხიროხიტო შარშან კაი ამბავზე გეძებდი ,............................მაგრამ . მერე ჩაიშალა......ვერ მოება თავი
ნიკი ,,პაპა,, ამ საიტზე ,,რევოლუცია,, რომ მოხდა, აი მაშინ დავკარგე(ვერ გავიგე როგორ)........ ხოოდა გავხდი ტრამპი .........
ტრამპი მაგრამ ნიჩევო ..... ნიჩევო.... ჯიგარი კაცია,............... იქაური გორბაჩოვია....... მოკლედ კაი კაცია .......
.კოლუმბიიი ??................ოოოოოო კოლუმბიიიიიიი.......
.. იცოცხლე კოლუმბს ჩემმა ათი წლის ლოცვამ უწია....თანაც მარტო კოლუმბს კი არა, ჯეფერსონ ვაშინგტონებიც ზედ მიაყოლეს....
დაჟე პლიუს იქაურობაც უკვე ყირაზე დგას (იქ უკვე დააახლოებით აქაური 1988--1989 წელია)....მაგარი შელოცვა მცოდნია
ისე უკვე დააახლოებით ორი წელია მე აქ იშვიათად ვტრიალებ..(ისიც როცა დროს ვპოულობ) ცოტა ,,ლევ,, საქმეებზე დავდივარ (მშენებელი ვარ) და აქაურობისათვის ძველებურად ვეღარ ვიცლი ..... .
. თანაცაა და ამ ე.წ პოლიტიკამ და ამ ჩვენმა ყოველდღიურმა ცხოვრება ისეთი ცირკი სახე მიიღო რომ უაზრობა გახდა უკვე აქ ჯიგრის
გლეჯა და გულის ხეთქვები............მე კიდე აქ ჩემებურ დიდ ვეფხისტყაოსან პოსტებს რომ ვწერდი, მერე კაპლებით მოსაბრუნებელი ვხდებოდი
ხოლმე............. ..ჰოოდა აბა რაღაზე ვიხეთქო გული, რისთვის, უაზრობისთვიიის? ვინმე რამეს გვისმენდა თუ რააა? მაინც თავისას ერეკებიან, რაც უნდათ და როგორც უნდათ მაინც ისე აკეთებენ და აქ ჩვენს გულების ხეთქვას აბა რა აზრიღა ქონდა---აქვს?? ...
.ადამიანი უკვე ბოლომდე პაიკი გახდა, პაიკი ....ადამიანი მხოლოდ სააარჩევნო ხმაღა არის, ანუ კატლეტზე გარნირი........აბა რას შევცვლით??
პლიუს ორი კაცის გარდა ძველებიც გაქრენ ..
.ჰოოდა ესე ნელ-ნელა მეც მივიპარები
ეგრეა რაღა.....
4 წლის უკან
XALIBI რამდენჯერმე შემოვიხედე, საინტერესო ვერაფერი ვნახე და არ შემოვსულვარ მერე. ეხლაც შენი კომენტარი რომ დავონახე, მოგწერე, რაც არ უნდა იყვეს, ერთხანს თანამოსანგრეები ვიყავით:):) აქ სულ მომკვდარა ,,ცხოვრება" , აღარც კომენტარები, აღარც დისკუსია.... ძველებიდან ვინმე ჩნდება?
4 წლის უკან
trampi ეს საიტი რომ მითომდა გაამარიაჟეს, აი მას მერე მოკვდა ეს საიტი ...
თითქოს და კი .... ინორმაციულად უფრო საინტერესო გახდა, მაგრამ რად გინდა რააა-----მას მერე ხალხი გაქრა... იმათ ის შეჩვეული ძველი,
ნაფრონტალ--ნაომარი საიტი ერჩივნათ
დისკუსია და ეგეთი რამეეები აქ აღარ არსებობს.....
ძველებიდან პატარ-პატარა კომენტარებს რომ დებენ კიდევ, ორად ორი ადამიანიღააა დარჩენილი ---- ჩოპრა და ფხიზელი ...დანარჩენები ფაფუუუ....
ეტყობა იმათაც დღევანდელი ცირკი პოლიტიკის და ცხოვრების შემხედვარებმა ჩემსავით უაზრობად ჩათვალეს აქ გულის ხეთქვები...............და წავიდნენ და მგონი მართლებიც არიან.
4 წლის უკან