«როგორც ჩანს, სააკაშვილს უკრაინაში ვერ აქვს საქმე კარგად და ახლა ნიადაგს იმზადებს იმისთვის, თუ გამოუვიდა, საქართველოში ჩამოვიდეს, აქ არეულობის მოწყობას შეეცადოს და ხელისუფლებას დაეუფლოს ისეთი ანტიკონსტიტუციური გზით, როგორც დაეუფლა 2003 წელს», - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
არჩევნების ცხელ ფაზაში შესვლასთან ერთად «ქართული ოცნება» და «ნაცმოძრაობა» ერთმანეთს ამომრჩევლის ფსიქოლოგიურ დამუშავებაში ადანაშაულებს. რეალურად, ვის სასარგებლოდაა წინასაარჩევნო მონაცემები?
- რეალობა მაშინ გამოჩნდება, როცა არჩევნების შედეგები დადგება. მანამდე კი რეალობაა იმ ოთხი კვლევის შედეგი, რომელიც გამოქვეყნდა ბოლო ოთხი თვის მანძილზე. ეს სოციოლოგიური კვლევები ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ, ან არ მივიღოთ, კითხვები დავსვათ, ეჭვი შევიტანოთ, მაგრამ ფაქტია, სოციოლოგიური კვლევები რაღაც გარკვეული დოზით აჩვენებენ საზოგადოების განწყობის ტენდენციებს. ყველა კვლევით, მათ შორის, «ნაცმოძრაობის» ტელევიზიებით შეკვეთილი კვლევითაც, ჩანს, რომ სხვადასხვა ვარიაციებით ჯერჯერობით «ქართული ოცნება» ლამის ორმაგ უპირატესობას ინარჩუნებს უახლოეს დღეებში პუტინის შეკვეთის მდევარ პარტიასთან მიმართებით. ეს მდევარი პარტია კი არის «ნაცმოძრაობა». როგორ გადანაწილდება ელექტორალური პრეფერენციები 31 ოქტომბრისთვის, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია. აქ ველოსიპედის ხელახლა აღმოჩენა არ არის საჭირო, გადამწყვეტი იქნება სწორედ ეს ორი თვე, როცა ოფიციალურად გაჩაღდება საარჩევნო კამპანია. სხვადასხვა კომპონენტი განაპირობებს წარმატებას, მათ შორის, რამდენად კრეატიული იქნებიან პარტიები. რაც შეეხება ამომრჩევლის ფსიქოლოგიურ დამუშავებას, კი ბატონო, გასაგებია, ყველა პარტია, დიდი, პატარა, თუ საშუალო პარტია ეწევა ამომრჩევლის ფსიქოლოგიურ დამუშავებას, ეს ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ხერხია, რომ პარტიები ცდილობენ საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას და ოპონენტის დაკნინებას. ეს ხომ ჩვენ პირველად არ გვინახავს არჩევნებზე? ეს წინასაარჩევნო ტრიუკი არა მარტო ქართული სინამდვილისთვისაა დამახასიათებელი, როცა ერთი პარტია ცდილობს ინფორმაციული ომითა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებით ოპონენტის ჩაძირვას, სხვათა შორის, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ჩვენს საელჩოებს, რომლებიც პატრონაჟს უწევენ მთელ ამ პროცესს. მათ თქვეს, რომ სჯობს, პარტიებმა საკუთარი პროგრამების პრეზენტაცია მოაწყონ. ვფიქრობ, თუნდაც ეს განცხადებები ელჩების მხრიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ბოლომდე დამოუკიდებელი ქვეყანა არ ვართ. აშშ-ის, ან სხვა რომელიმე ქვეყნის ელჩი არც ერთ ქვეყანაში არ მისცემს თავს იმის უფლებას, ამ ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებს ჭკუა ასწავლოს და დაარიგოს, რა გააკეთონ და რა არა. წარმოიდგინეთ, იგივე გააკეთოს ამერიკის ელჩმა საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, ან სხვა რომელიმე დიდ ქვეყანაში.
ეტყობა, ჩვენ სუსტი დემოკრატიის ქვეყნად ვითვლებით, სადაც რეკომენდაციების გაცემა აუცილებელია.
- ჩვენთან სპეციფიკური და განსხვავებული დამოკიდებულებაა, საერთოდ არ ვიცი, რა ტიპის სახელმწიფოდ გვთვლიან, ალბათ, ნახევრად შემდგარ სახელმწიფოდ, რომ უწევთ საარჩევნო სისტემაც დაგვილაგონ, გვასწავლონ კიდეც, როგორი ტიპის მესიჯები გავაჟღეროთ, პარტიები როგორ მოიქცნენ და ა.შ. რას ვიზამთ, ალბათ, მოგვიწევს ამ პერიოდის გავლა, ვიდრე ჩამოვყალიბდებით თვითკმარ დემოკრატიად. ყოველ შემთხვევაში, ისინი ასე თვლიან, რომ მანამდე უნდა გვატარონ უფროსებივით ხელში, ვიდრე სიარულს არ ვისწავლით.
წინასაარჩევნო პროგრამები ახსენეთ, ჩვენი პარტიები ყოველი არჩევნების წინ გაურბიან კვალიფიციური საარჩევნო პროგრამების წარდგენას და ერთმანეთის ჩაძირვაზე აკეთებენ აქცენტს. შესაძლოა, გარკვეული პროგრამების მონახაზები აქვთ, მაგრამ შეუსრულებადი დაპირებების გაცემა, ალბათ, ყველაზე იოლია.
- ჩამოყალიბებული სახით წარდგენილი პროგრამა ჯერჯერობით არ მინახავს, «ევროპულმა საქართველომ» თითქოს ნაწილ-ნაწილ დაიწყო თავისი პროგრამის გამოქვეყნება, რომ მიწებს ხალხს გადავცემთ და სხვა, მაგრამ მთლიანობაში უნდა ვიხილოთ ეს პროგრამა ანიდან ჰოემდე. ისიც უნდა გავიგოთ, როცა ესა თუ ის პარტია რაღაცას გპირდება, კონკრეტულად როგორ აპირებს ამ დაპირების შესრულებას, რა რესურსებია ამისთვის და რამდენად შესრულებადია ეს დაპირება. თუ მე, რიგითი ამომრჩეველი, პარტიამ ვერ დამარწმუნა ამაში, როგორ დავიჯერო მისი დანაპირები.
დაპირება ახსენეთ და სააკაშვილი უკვე მერამდენედ დაგვპირდა საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ გამოგვიგზავნა ლევან ვარშალომიძე. რას ნიშნავს ეს თამაშები და გაგრძელდება თუ არა გამოგზავნის პროცესი, ოღონდ მთავარი ფიგურანტის - სააკაშვილის ჩამოსვლის გარეშე?
- «ნაცმოძრაობა» და მისი სატელიტი პარტიები სხვა პროცესისთვის ემზადებიან. არჩევნებში მონაწილეობა მათ სჭირდებათ, როგორც ფორმალური საფუძველი იმისთვის, რომ პირველ-მეორე დღეს ერთობლივად გამოვიდნენ ქუჩაში, დაიწყონ ყვირილი ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა ასე წყება-წყება აგზავნიან უკრაინიდან თავის დესანტს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვინც კი შემორჩათ მოლაპარაკე თავები. ლევან ვარშალომიძე რატომ გამოუშვეს? იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, აჭარაში ვარშალომიძეების გვარი საკმაოდ ცნობილი გვარია, მის ოჯახს საკმაო გავლენები აქვს, მასზე ძლიერ კანდიდატს ვერც დააყენებდნენ. მისი ჩამოსვლის მიზეზი ჩემთვის სრულიად გასაგებია, მაგრამ ამას აქვს კიდევ ბევრი მიზეზი, რომელსაც «ნაცმოძრაობა» არ აცხადებს, რომ ვარშალომიძემ უკრაინაში ფიასკო განიცადა, ვერაფერი ვერ გააკეთა ინვესტიციების მოზიდვის უწყების ხელმძღვანელად.
ისევე, როგორც სააკაშვილმა ვერაფრით არგო უკრაინას.
- დიდი ალბათობით, სააკაშვილიც ახლოსაა ფიასკოსთან, სწორედ ამიტომ განაცხადა დაბრუნების თაობაზე. თუკი შენ უკრაინაში თანამდებობა მოგცეს, ამხელა უფლებამოსილებები ჩაგაბარეს, მთელი შენი გულით, სხეულითა და გონებით უნდა იყო კონცენტრირებული უკრაინის რეფორმებზე. ამ დროს სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში აპირებს ჩარევას, თანაც ისე, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ, სააკაშვილი კონცენტრირებული იყოს საქართველოში არჩევნებზე, აქ სიტუაციის შეცვლაზე და ერთდროულად წარმატებულად იმუშაოს უკრაინის რეფორმების სააგენტოს დირექტორად? ეს ხომ შეუძლებელია. ვფიქრობ, ამას ამჩნევენ უკრაინაში. მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, თუ რა მიზეზით დაინიშნა სააკაშვილი იმ თანამდებობაზე უკრაინაში, სავარაუდოდ, ეს გარე ძალების ზეწოლით მოხდა, მაგრამ ამას დავანებოთ თავი. როგორც ჩანს, უკრაინაში ვერ აქვს საქმე კარგად და ახლა ნიადაგს იმზადებს იმისთვის, თუ გამოუვიდა, საქართველოში ჩამოვიდეს, აქ არეულობის მოწყობას შეეცადოს და ხელისუფლებას დაეუფლოს ისეთი ანტიკონსტიტუციური გზით, როგორც დაეუფლა 2003 წელს.
სამართლიანად ჩატარდება არჩევნები თუ არა ნაცებს, ეგ სუ დიშლაზე ჰკიდიათ .... იციან რომ მაინც ძაან პაზორნად წაააგებენ და აბა ეგ მაგათ
რაში აწყობთ?
ჰოოდა ესენი ეხლა მხოლოდ იმასა გეგმავენ, მეორე დღიდან აურზაური როგორ მოაწყონ-----ანუ ვინ სად შეიკრიბოს, ვინ რომელ ფლანგიდან შემოუაროს პარლამენტს, ვინ მოლოტოვის კოქტეილი ისროლოს, ვინ საყვირი დააჭყივლოს, ვინ რომელ არასამთავრობოს ჩაუდგნეს სათავეში....
ვინ ამერიკის საელჩში გაააპროტესტოს შედეგები და ა.შ
მოკლედ აურზაურის ,, ფუნქციები,, უკვე ყველას განაწილებულები აააქვს.....
მთელ ე.წ. ოპოზიციამ(სინამდვილეში ქვეყნის მტრები) ჯამში მაქსიმუმ 15--20% მოაგროვოს...ეგეც ბევრია
აბა მაგათ ხმას ნორმალური ვინ მისცემთ??
ეგენი მეტს უბრალოდ ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიღებენ.....უბრალოდ არა მგონია საქართველოში მეტი რაოდენობის ჭკვა ნაღრძობი იყოს.....
მაგათ იმდენი აფუჭეს საქართველოში, იმდენი, რომ მაგათ ჭკვანაღრძობის ხალხის მეტი(პლიუს მათგან დავალებული ხალხიც) სხვა არავინ მისცემს ხმას.
მაგრამ უბედურება ისააა რომ.......................... ესენი იმათზე არანაკლები უვარგისები არიან!!!
და ვის უნდა მისცეს კაცმა ხმა უბრალოდ არ ვიცი...
აქ ადრე ერთი კარგი იუზერი გვყავდა ,,ნატალი,, 2013 დან-ვე ერთერთი პირველთაგანი ამტკიცებდა რომ---- ამათ ნაცები ბუებად სჭირდებათ იმათ ფონზე ესენი კარგებად რომ გამოჩნდენო...ეგრეც გამოვიდა
მით უმეტეს, ესენი რომ კარგად გარეცხო, გადაკრასკული ნაცები არიან და აბა ამათგან რა ხეირი იქნებოდა?? ..
..ერთადერთი პლიუსი ამათ ის ააქვთ რომ ხალხს ქუჩაში არ დასდევენ და არ ხოცავენ....და კიდევ ხალხს რომ არ აყაჩაღებენ და ღამღამობით ხალხი ნოტარიუსებში რომ არ დაჰყავთ.......(მაინც რა იყო ის ღამღამობით ნოტარიუსები................. ჰაააა??)
ანუ ცნობილი გამოთქმისა არ იყოს----- ერთი შეწვი მეორე მოხარშე, ამათზე ზედ გამოჭრილია
არადა ხშირად ვფიქრობ ხოლმე............... მართლაც და რა უბედური გზააა აქვს საქართველოს გამოვლილი ამ საუკუნეების მანძილზე..... ჯერ მარტო ამ ბოლო 35 წლის მანძილზე რა აღარ გამოვიარეთ და წარმოიდგინეთ თუნდაც ჩვ წ. აღრცხ .20 საუკუნის მანძილზე რას აღარ გამოივლიდა??....
მუხრანის ლექსი როა ,, შენ სისხლო ჩემო სად არ დაღვრილო......,,ეგრეა, ეგრე
ესენი კიდევ სკამებისთვის იკლავენ თავს...
...ჰოოოდა აი იმ სკამებზე უნდა დაააჭყლიტო ყველა....
დაჟე შეიძლება მომავალ აურზაურში ამერიკის საელჩოსაც ,,რაღაც ფუნქციები,, ჰქონდეს მინიჭებული ...
.ისე .არააა მაგათგან არაფერი გამორიცხული