ოპოზიციონრები მოუთმენლად ელიან კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, ოღონდ ოპოზიციურ ფლანგზე.
„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამბობს, რომ მათი ბრძოლა არ არის ერთპიროვნული გამარჯვებისთვის, მათი ბრძოლა არის კოალიციური მმართველობისთვის.
პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი გია ნოდია მიიჩნევს, რომ, თუკი საპარლამენტო არჩევნების მერე შედგა კოალიციური მთავრობა „ქართული ოცნების“ გარეშე, მაშინ სრულიად ბუნებრივი იქნება პრეტენზია სააკაშვილის ლიდერობაზე ამ კოალიციის შიგნით. ეს კი ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს სააკაშვილი.
ვის სწამს და ვის არა, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა შეიკვრება ან ერთ, ან მეორე მხარეს, ანუ ან „ქართული ოცნების“, ან ნაციონალების სასარგებლოდ?
პოლიტოლოგი, შავი ზღვის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი თამარ კიკნაძე მიიჩნევს, რომ ამაზე საუბარიც არ არის, რომ ნაციონალებისკენ შეიძლება გადაიხაროს კოალიციური მთავრობა. ჯერ ერთი, კოალიციური მთავრობის შექმნა საეჭვოა, მაგრამ, თუკი ასეთი მთავრობა მაინც შედგება, ერთმნიშვნელოვნად ეს „ქართული ოცნებისკენ“ შეიქმნება.
„ნაციონალურ მოძრაობაზე“ ლაპარაკიც არ არის. მათ არ აქვთ ისეთი მხარდაჭერა, შექმნან კოალიციური მთავრობა. როდესაც ქვეყნის წინაშე დგას სერიოზული პრობლემები, ყოველთვის ცუდ შედეგს იძლევა კოალიციური მთავრობა, თუკი არ არის კონსენსუსური პოლიტიკური კულტურა. უმჯობესია, იყოს შეკრული გუნდი, რომელიც რეფორმებს კონსოლიდირებულად განახორციელებს. ისე, ოპოზიციაშიც არის ზოგიერთი კონსტრუქციული ადამიანი და, თუ პარლამენტში კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები მოხვდებიან, კარგი იქნება. ცხადია, აქ არ იგულისხმებიან ნაციონალები და მათი განაყოფი, რომლებიც, ფაქტობრივად, ყველაფერ კარგს ქვეყანაში აფერხებენ“, - აცხადებს ჩვენთან საუბრისას თამარ კიკნაძე.
მოძრაობა „დაბრუნების“ თავმჯდომარე, აფხაზთა კრების ერთ-ერთი ლიდერი მალხაზ პატარაია ფიქრობს, რომ კოალიციურ მთავრობაზე საუბარი ნაადრევია და მხოლოდ გამარჯვებულმა ოპოზიციამ უნდა ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა.
„არა მარტო კოალიციაზე მსჯელობაა ნაადრევი, არამედ წინააღმდეგი ვარ, ვინმემ თანამდებობრივი თვალსაზრისით, რაღაც პრეტენზიები განაცხადოს. არ ვარგა ასეთი რამ და საზოგადოებრივი მოლოდინი ეს ნამდვილად არ არის, როცა ხან ერთი, ხან მეორე პარტია რომელიღაც პერსონის პრემიერობაზე აცხადებს პრეტენზიას. როგორც წესი, კოალიცია იქმნება არჩევნების შედეგების მიხედვით, ჯერ არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად, ის უნდა ცნოს ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიამ და შემდეგ არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიებმა ჯერ შექმნან უმრავლესობა, შემდეგ შექმნან კოალიციური მთავრობა, რაც მოლაპარაკების საგანია“,-აღნიშნავს მალხაზ პატარაია.
ამასთან, პატარაია განმარტავს, თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ გამოცხადდება ახალი არჩევნები. ამიტომ თვითონ პოლიტიკური სისტემა აიძულებს პარტიებს, დასხდნენ, მოილაპარაკონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს ახალი არჩევნები. ეს ძალიან ნორმალურია, დემოკრატიული ქვეყნებში კოალიციური მმართველობაა.
„ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს მოლაპარაკება და იმედი მაქვს, საქართველოშიც ეს პროცესი მშვიდობიანად ჩაივლის. მე უფრო ის მადარდებს, არჩევნები ჩაივლის თუ არა დემოკრატიულად და სამართლიანად. ვისურვებდი, პროდასავლურმა ოპოზიციამ დააკომპლექტოს მთავრობა. თუმცა სულ არ არის გამორიცხული, სამომავლოდ სხვა კოალიციებიც შეიქმნას“.
„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძნელია, დღევანდელ დღეს გარანტირებულად ვთქვათ, შეიქმნება თუ არა კოალიციური მთავრობა, მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობა ქმნის სერიოზულ და ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ საქართველოს ჰყავდეს კოალიციური მთავრობა. რომელ მხარეს იქნება ეს კოალიციური მთავრობა-„ქართული ოცნების“, თუ ნაციონალების, ამას არჩევნები გვიჩვენებს.
„ღმერთმა დაიფაროს, რომ საქართველოში ისევ და ისევ ორ ძალას შორის იყოს არჩევანი გასაკეთებელი. ძალიან ცუდია შავ-თეთრი პარადიგმა. ვისურვებდი, საქართველოში იმდენად განვითარდეს პოლიტიკური კულტურა, ჩემთან ხარ, თუ ჩემი მტერი ხარ, ეს პარადიგმა მოისპოს. ასე რომ, დღევანდელი კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, მართლაც მრავალპარტიული პარლამენტი იყოს წარმოდგენილი და გამოვიდეთ მეტსახელებისგან, რაც დღეს არის - „ნაცი“ და „ქოცი“. კარგი იქნება, თუ ეს ამ არჩევნებზე მაინც მოხერხდება და შორეულ პერსპექტივაში არ გადაიდება“, - განმარტავს თენგიზ ფხალაძე და დასძენს, რომ ასეთი პოლარიზაცია, უპირველეს ყოვლისა, ვნებს სახელმწიფოს, ვნებს დემოკრატიას, პოლიტიკურ ძალებსა და ჩვენს მომავალს.
რა დაკა დაკაც არ უნდა იყოს, ქვეყნისთვის მაინც ხეირი იქნება ............ საბანს თავისთვის ბოლომდე ვერავინ ვეღარ გადაიქაჩავს--სხვები არ დაანებებენ...
აუუუფ.......... ყველა თამადობას რომ მოინდომეეეეეებს
და ყველა რომ ხალხით დაიწყებს სპეკულაციას.....აუუუუ მაგარი იქნება, მაგარი...
მასე იმ მომავალ ჭიდაობა--ჭიდაობაში ხალხისთვისაც რაღაცა გამოცხვება
..უცხოელებსაც ეგრე ადვილად ვეღარ გაუწვებიან.......
ზოგზოგი ქართულ ჯიგარზე მუშტის ბრაგუნსაც დაიწყებს...აი საქართველოოოო........ აი საქართველოოო
მოკლედ ... ცირკიც იქნება, აურზაურიც, მაგრამ მაინც ისე აჯობებს, განსაკუთრებით მომავალ პროპორციულ არჩევნებს.....
ისე კი მე ამ ამერიელი ქალბატონისა გამკვირვებია, (უფრო სწორად დირექტორისა, ანუ ჩვენი სოფლის თავმჯდომარისა ---ისე ზუსტი წოდება კია---- თავ-მჯდო-მარე................ეი თავზე რო გვაზის)
----ჯერ კიდევ მიშას დროიდან ეგენი თავს იკლავდნენ ---- გინდა თუ არა პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია უნდა იყოსო და ეხლა კიდევ გაიძახის, პარლამენტში რაც შეიძლება ბევრი ოპოზიციური პარტია უნდა იყოსო..
(კეთილი და პატიოსანი........პირადად მე ორივე ხელით თავიდანვე მრავალპარტიულობას მივესალმებოდი)
გაუნათდათ გონება, საჩვენოდ ამბობს რაღაცას თუ....... ეშლებათ რამე?? მე მგონი ეშლებათ(ისევე როგორც ბევრი სხვა რამე)
მაგათ ადრე ჩვენთან ორპარტიულობა სათავისოდ აწყობდათ ------ ასე ვთქვათ ორი პარტიის, ანუ ორი ლიდერის დაკერვა და იმათ ამერიკულ ჭკვაზე ,,დაკერვა--მოქცევა,, უფრო ადვილი იყო, ვიდრე ვთქვათ და რამდენიმე ლიდერ--თამადისა.... (ანუ როგორც მომავალ პარლამენტში მოხდება!)
ეს ჩვენი დებილები ნებისმიერ სტრატეგიულ საკითხებზე ჯერ ამერიკელების ინტერესებს ითვალისწინებდნენ(რას იტყვიან მეგობრები?) და მერე საქართველოსას .......
ანუ .საქართველო მათი შიშით სუ ვითარების და მდგომარეობის მძევალი იყო და არის ხოლმე
ანუ საქართველოში რაც ამერიკელების მიმართ უფრო მორჩილი პარლამენტი იქნება, იმათ ის უნდათ- ურჩევნათ, ვიდრე ბუნტოვშიკების პარლამენტი
ანუ ორპარტიული პარლამენტი სადაც ორი ლიდერის დაკერვა---შებმა ძალიან ადვილია
პირადად მე სუ იმას ვამტკიცებდი რომ ორპარტიულობა დედას გვიტირებს მეთქი (ეგრეც მოხდა) ..და პარლამენტი რაც უფრო ჭრელი იქნება, ჩვენი ხეირი ის იქნება მეთქი....
თანაც ქართველის ბუნებიდან გამომდინარე ხომ ყველას უნდა--მოუნდება თამადობა? ჰოოდა იქ ამბების ატყდებააააააა .........................საჩვენოდაც!
ანუ ნებისმიერი ერთპარტიული ლიდერ--თამადაც კი, თუნდაც სხვების დასანახად, გულზე ხელის ბრაგუნს დაიწყებს----.იტყვის მეც კაცი ვარ, თავზე ქუდი მეც მხურავსო, ანუ მეც მათქმევინეთ ორიოდ სიტყვაო
და რაც უფრო პატარა თამადა იქნება, უფრო ომახიანად შემოსძახებს
ჰოოდა ეხლა მომავალ პარლამენტში დასაჭყლეტ--დასაწმენდი....... დაიჭყლიტ---დაიწმინდება ....
მოკლედ წესით ეგ მრავალპარტიული პარლამენტი საქართველოს ძალიან აწყობს
მაგრამ ამერიკელებს რაში აწყობთ ჩვენთან მრავალ პარტიულობა ნაღდად ვერ ვიგებ..
ყველას ვერ დაკერავენ--და ყველას ვერ მოაქცევენ თავიააანთ ჭკვაზე-
-ანუ წესით კარტები აერევათ....
ჰოოდა............. მრავალ პარტიული პარლამენტი გვაწყობს