ინდოეთის ყოფილი პრეზიდენტი 84 წლისა გარდაიცვალა

ინდოეთის ყოფილი პრეზიდენტი 84 წლისა გარდაიცვალა

ინდოეთის ყოფილი პრეზიდენტი, პრანაბ მუხერჯი 84 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ინდოეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რამ ნათხ კოვინდმა გაავრცელა.

პრანაბ მუხერჯი ინდოეთის დედაქალაქში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. 10 აგვისტოს პოლიტიკოსმა ტვინში სისხლჩაქცევის ამოკვეთის ოპერაცია გადაიტანა. გარდა ამისა, მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

პრანაბ მუხერჯი თავისი კარიერის განმავლობაში ფინანსთა, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტებს იკავებდა. 2012-2017 წლებში იგი ინდოეთის პრეზიდენტი იყო.