სააკაშვილის კიდევ ერთი „დაბრუნება“

სააკაშვილის კიდევ ერთი „დაბრუნება“

უძღები შვილი „ბრუნდება“ - „მე ვბრუნდები!“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეო კლიპში, რომელსაც „ფესიბუქზე“ ავრცელებს. ის ყველა არჩევნების წინ, ყოველ წელს მსგავს დაპირებას იძლევა. საქართველოს მოსახლეობას არაერთხელ მოუსმენია სააკაშვილის პირობა, რომ ის სამშობლოში ყველა ხერხის გამოყენებით დაბრუნდება. მესამე პრეზიდენტი სამშობლოში ჩამოსვლის პირობას, ხან ვიდეო კლიპებით და ხან წერილობით განცხადებებით დებს, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია.

სააკაშვილი არ აკონკრეტებს ქვეყანაში თუ პოლიტიკაში დაბრუნებას გულისხმობს. როგორც უკვე ცნობილი ხდება, მას „ნაციონალური მოძრაობა“ 7 სექტემბერს პრემიერობის კანდიდატად დაასახელებს. რას ნიშნავს ეს განცხადება, იმას ხომ არა, რომ მის პარტიას განახლების არანაირი შესაძლებლობა და მის გარეშე არჩევნებზე გამარჯვების შანსი არ აქვს, ამიტომ ისევ პირადი ინტერესებიდან გამოდის და ამ არჩევნებზე არანაირი გაერთიანებული ოპოზიცია არ იქნება - ყველა მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძოლებს.

მიიღებენ თუ არა სააკაშვილს ძველი თანამებრძოლები? - ფაქტია, მისი ფაქტორი ოპოზიციაში კიდევ ერთი განხეთქილების მიზეზი გახდება. ხოლო „ქართული ოცნებისთვის“ სააკაშვილი, როგორც არჩევნების მოგების კოზირი, ისევ მათ ხელში იქნება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოსახლეობას ჩადენილი შეცდომების გამო ბოდიშს უხდის, თუმცა მისი ბოდიში როგორც ჩანს, მხოლოდ ვალდებულების მოხდაა და არა რეალურად იმის გააზრება, თუ რა დანაშაული ჩაიდინა ქართველი ხალხის წინაშე. სააკაშვილის ბოდიში ქართული მართლმსაჯულებისთვის დანაშაულია, რომლის გამოც, მისი დაკავება ქვეყანაში შემოსვლისთანავე მოხდება.

„შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის. მინდოდა, რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი, იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში. ამავე დროს, მე ვარ უსაზღვროდ მადლიერი ქართველი ხალხის, რომელმაც მაქცია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებული ისტორიული პროცესის მონაწილედ. ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია. ბევრი რამე, რაც ჩვენ შევქმენით დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მესამე პრეიდენტს ხელისუფლებიდან შემდეგნაირად უპასუხეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ მიხეილ სააკაშვილი იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება საზღვარზევე დაკავების პროცედურა და საპატიმრო“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძებნილია და მის მიმართ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი.

რაც შეეხება ოპოზიციას „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ისეთი ფიგურა, რომლის გარშემოც შესაძლებელია, ფართო პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს.

ამასთან, კითხვაზე, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის ბოდიში, კახიძე პასუხობს, რომ ეს თავად სააკაშვილს უნდა ჰკითხონ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ჟურნალისტების კითხვაზე - „ყველა არჩევნების წინ ისმის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება, თუმცა არც ერთხელ დაბრუნებულა, როგორ აპირებს დაბრუნებას, ელექტორატის გამხნევების მცდელობაა?“,- ბოკუჩავა ასე პასუხობს:

„ალბათ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მართლაც მომწიფდა ცვლილებების დრო საქართველოში, ჩემი აზრით, ამ ცვლილებების უმთავრესი მედროშე აუცილებლად იქნება ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ერთხელ უკვე ამოიყვანა ჭაობიდან და ამას კიდევ მოახერხებს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, კიდევ ერთ კითხვაზე, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არჩევნებამდე, გარისკავს სამართლებრივი საქმეების ფონზე? ბოკუჩავა პასუხობს: „ამას ვნახავთ, ივანიშვილი ვეღარ გარისკავს, რადგან მას ძალიან მკვახე პასუხი ელოდება საქართველოს მოსახლეობისგან“, - ამბობს ის.

ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ ვერანაირ ხმებს ვერ აიღებს, ამიტომაც მათთვის მხოლოდ მნიშვნელოვანია, რომ თავად გაიმარჯვონ და ამ გამარჯვებისთვის ოპოზიციის ყველა პარტიას ჩაძირავენ.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოჩენაში ახალი არაფერი არ არის და ეს პარტიის ჩვეულებრივი საარჩევნო სტრატეგიაა. ხუხაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი საქართველოში პირველად არ „ბრუნდება“ და ის ქართული პოლიტიკის ტერმინატორად იქცა. მისთვის, ეტყობა, საყვარელი მსახიობი შვარცნეგერია და მის ფრაზებს კარგად იყენებს.

„პოლიტიკური ლოგიკა ძალიან მარტივია, სააკაშვილი საკუთარი ელექტორატის კონსოლიდაციას ახდენს. ტონუსის აწევას ცდილობს და მეტი არაფერი. ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც ბოლო. პრემიერობის კანდიდატზე ლაპარაკი ნაციოონალებს თავისუფლად შეუძლიათ და ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. ოპოზიცია მთლიანობაში რაზე უნდა დათანხმდეს, როდესაც ბუნებაში კოალიცია არ არსებობს? შესაძლოა, პარტიებს შორის საარჩევნო პერიოდში რაღაცა კონსოლიდაციაზე საუბარი იყოს. ეს უხარისხო პროვინციული თამაში გრძელდება. ორივე პოლიტიკური ძალა „ოცნებაც“ და ნაციონალებიც შუმერულ თამაშს თამაშობენ და აქედან ორივე მათგანი ძალიან კარგ სარგებელს ნახულობს. ერთი მუდმივად ამბობს, რომ მოვდივარ და ერთი მუდმივად ამბობს, რომ მივდივარ, მაგრამ არც ერთი მათგანი ამ დაპირებას არ ასრულებს“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ეს ორპოლუსიანობა ჯერჯერობით ისევ ძალაშია. მოთხოვნა ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე არის, თუმცა ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ძალიან სუსტები არიან. ხუხაშვილი ამბობს, რომ რაც ოპოზიციაში ხდება, სრული აბსურდია, რადგან არჩევნების მოგება თუ უნდათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა მაჟორიტარულ ოლქებს არ უნდა მიანიჭონ. გადამწყვეტი იქნება პროპორციული არჩევნები და მეტი ყურადღება ამაზე უნდა გაამახვილონ.

„მაჟორიტარულ არჩევნებზე ამხელა გამიშვი-გამატარეს ატეხვა რომ დაიწყეს, რომელიც პრინციპული საერთოდ არაა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხელსიუფლებასთან ოპონირების თავი არა აქვთ და ისევ ერთმანეთთან დაგა-დუგში არიან. ეს რას მოუტანთ და რით აპირებენ ამ არჩევნების მოგებას, ჩემთვის რთული გასაგებია“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის განცხადება „მე ვბრუნდები“ ქვეყანაში დაბრუნებას ნიშნავს. თუმცა რამდენად შესრულდება რეალობაში, ამაში ანალიტიკოსს ეჭვი ეპარება. ძაბირაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ბოდიში მოვალეობის მოხდას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ სინანულს. ამიტომ ფიქრობს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის დღის წესრიგია და სააკაშვილის გარდა პარტია ვერანაირ ხმებს ვერ აიღებს. ამიტომაც, მისი განცხადებები „ოცნების“ წისქვილზე წყალს როგორც არ უნდა ასხამდეს, მათ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვთ. მათი მთავარი მიზანია, რომ ამ არჩევნებში თავად გაიმარჯვონ და არა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ. ამიტომაც დაპირისპირება და ელექტორატის წართმევა ოპოზიციისთვის დაიწყეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მარტო „ოცნების“ დამარცხებაზე კი არ საუბრობს, ხელისუფლების დამარცხება მისთვის მხოლოდ მაშინ არის მისაღები, თუ ხელისუფლებაში თავად მოვა. თუ სხვა მოვა, მაგალითად - „ევროპული საქართველო“, როგორც ეს ბოკერიას უნდა, ნაციონალებს მაქედან რა ხეირი ექნება?! ბუნებრივია, ეს პარტია ოპოზიციის ერთობას იმიტომ მოიაზრებდა, რომ ხელისუფლებაში თავად ყოფილიყვნენ და პრემიერი სააკაშვილი ყოფილიყო. ნაციონალების ხმების 90% რომ სააკაშვილის ამომრჩეველია, ეს ხომ ყველასთვის ნათელია. ამიტომაც წინასაარჩევნოდ ეს ადამიანი ბრძოლის ასპარეზზე გამოდის.

ნაციონალებმა როგორც კი დაინახეს, რომ ოპოზიციის დიდი ბირთვი სააკაშვილის პრემიერობის წინააღმდეგია, ამიტომ ახლა მათთვის ამომრჩევლის წართმევა დაიწყეს. ვხედავთ, პირველი ნაბიჯი ისანში გადადგეს. ახლა მოლოდინი არსებობს, რომ ისინი თბილისის სხვა მაჟორიტარულ ოლქებშიც დაიწყებენ“, - ამბობს ანალიტიკოსი for.ge-სთან.

ძაბირაძის თქმით, ნაციონალებს ახალ ორი ამოცანა აქვთ, პირველი - დაუპირისპირდეს „ოცნებას“ და მეორე - წაართვას ოპოზიციას ელექტორატი, დაიბრუნოს ის ამომრჩეველი, რომელიც გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა. ძაბირაძე ამბობს, რომ ამ პარტიას ურჩევნია, თუ თავად ვერ გაიმარჯვებენ, ისევ „ოცნებამ“ გაიმარჯვოს, ვიდრე რომელიმე სხვა ოპოზიციურმა პარტიამ. ამ შემთხვევაში, ისინი ფიქრობენ, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები კიდევ უფრო დიდი ხნით გადაიწევს. სწორედ ამ ლოგიკით ჩაერთო სააკაშვილი კვლავ ბრძოლაში.

Temo არ ჩამოდის, არა. გუშინ ჩამოვალო და... დღეს - აღარო. არ გამოუშვეს პატარა და თვითანაც ჩაის--რა. აგერ ნახეთ:
ბმული
4 წლის უკან
Katana . სწორად იქცევა, რომ არ ჩამოდის: აბა, ახლა უკრაინის მიტოვება იქნებოდა?!
ეგერ, გაიმარჯვებენ ნაცები, აიღებენ უმრავლესობას, გაუმზადებენ პრემიერის სავარძელს და... ჩამოვა, მა რას იზამს!
4 წლის უკან
Maverick თეთრ ცხენზე ამხედრებული შემოგლიჯინდება საქართველოში დედა გიულის სამშობლო თურქეთიდან!
4 წლის უკან
Maverick თუ თეთრ ცხენს ვერ იშოვის, ან გვარამიაზე, ან ნათელაშვილზე, ან სანიკიძეზე, ან უსუფაშვილზე, ბოლო ბოლო ვირზე ამხედრებული ღრუბელ-ღრუბელ შემოფრინდება შავი ხვრელიდან...
4 წლის უკან