ოპოზიცია „დისკრიმინაციულ კარანტინზე“ ალაპარაკდა. „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ეშინია უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების, რადგან ისინი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემენ ხმას. საუბარია რამდენიმე ათეულ ათას ადამიანზე და კანდელაკის მოსაზრებით, სწორედ ამით აიხსნება, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს არ აძლევს უფლებას, უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან ფრენები განახორციელონ. ამიტომაც არ შეჰყავთ ნუსხაში პოლონეთი და საბერძნეთი.
კანდელაკის განცხადების საპასუხოდ გია ვოლსკი აცხადებს, რომ ეს ისეთივე ფანტაზიაა, როგორც სააკაშვილს ჰქონდა ღრუბელ-ღრუბელ ფრენით, მიწით, ზღვით თუ ხმელეთით საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ვოლსკის თქმით, უცხოეთიდან დაბრუნებული მოსახლეობის დიდი რაოდენობა, რომელსაც მიხედა საკუთარმა ქვეყანამ, ჩამოიყვანა, დააბინავა და აარიდა იმ უბედურებას, რასაც დაავადება ჰქვია, სწორედ რომ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს. თუმცა დღეს უსაფრთხო ქვეყნები, სამწუხაროდ, არ არსებობენ.
რა განწყობაზე არიან ჩვენი მიგრანტები?
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ქართველი ემიგრანტების გარემო არჩევნებზე მაინცდამაინც ამინდს ვერ ქმნის. აქ გადამწყვეტია უშუალოდ საქართველოში მცხოვრები სოციუმი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
,,ჩვენს ემიგრანტებს შორის აქტიურობა საკმაოდ დაბალია, ზოგს ეზარება არჩევნებზე წასვლა, მათი ხმები დამატებით ფაქტორებზე უფრო მოქმედებს, ვიდრე ძირითად ფაქტორებზე. როგორც ვხედავ, ამ არჩევნებზე რეგიონების ხმები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე მთავარი ინდუსტრიული ქალაქების“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ უკვირს, ავიარეისები რატომ არ დაინიშნა ცალკეულ ქვეყნებში, როცა პოლონეთთან თავისუფლად შეიძლებოდა რეისების დანიშვნა და მარტო გერმანიით, საფრანგეთით და ბალტიის სახელმწიფოებით არ უნდა შემოფარგლულიყვნენ. თუმცა ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მთავრობას მართლაც კოვიდის ფაქტორი აფრთხობდეს, მით უმეტეს, ცოტა თავისუფლება ვიგრძენით და სვანეთში უკვე ახალი კლასტერი გაჩნდა.
საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე for.ge-სთან საუბრისას გაკვირვებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რატომ ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს საქართველოს ხელისუფლება. ეს ყველაფერი დამაზიანებელია ჩვეულებრივი, რიგითი ქართველისთვის, რომელიც კარგავს შემოსავალს, კარგავს შესაძლებლობას, გაფრინდეს, მოინახულოს ოჯახის წევრები, მეგობრები. ამას ემატება 14-დღიანი კარანტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა ზოგიერთი სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის, რაც დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციურია.
„რისთვის აკეთებს ამას ხელისუფლება, ეშინია, რომ კოვიდი აუფეთქდება, მეორე ტალღას მიიღებს და პოლიტიკურად უყურებს ამ ყველაფერს, როგორც ზარალს? თუ იმას ცდილობს, ვიღაცები არ ჩამოუშვას ქვეყანაში? ეს მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო დატოვა „ვიზეარმა“, „რაინეარმა“, ფრენები ფაქტობრივად არ არსებობს და მიუნხენში ბილეთი არის 5 ათასი ლარი, 8 ათასი ლარი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება, გაუგებარი მიზეზით, ხელოვნურად ცდილობს ქვეყანა ჩაკეტოს“, - მიიჩნევს გიორგი რუხაძე.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი გამორიცხავს, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი ემიგრანტები განსხვავებულად აზროვნებდნენ და ოპოზიციას თანუგრძნობდნენ. მისი აზრით, რატომღაც ჩვენი ოპოზიციონრები ბელორუსთან პარალელებს ეძებენ, ამ დროს იქ სხვანაირადაა, უცხოეთში წასული ბელორუსები უფრო თავისუფლები არიან, მათი ნება არ კონტროლდება და თავიანთ განწყობას უპრობლემოდ გამოხატავენ. საქართველოში კი არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ, თუ ანტისახელისუფლებო ოპოზიციური განწყობა გაქვს, ვინმემ ეს დაგიშალოს. ამიტომ დიდი განსხვავება არ იქნება საზღვარგარეთ მიღებულ შედეგებსა და საქართველოში არსებულ შედეგებს შორის.
„შესაძლებელია, საზღვარგარეთიდან ვითარება ასე ჩანდეს, რომ დიდი ხანია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და საზღვარგარეთ მყოფ ქართველებში უფრო მეტად იყოს ალტერნატივის გაჩენის მოთხოვნილება, მაგრამ განწყობებში კოლოსალური სხვაობა არ იქნება. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ქალიშვილია წასული საზღვარგარეთ და მისი განწყობა ვიცი, ის არ აძლევს ნაცებს ხმას“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.
ეგ ახლა, მსოფლიო ავიაციის სფეროში არსებულ კრიტიკულ მდგომარეობასაც ივანიშვილს აბრალებს.
ოპოზიციას, წლებია ევროპაში მობილიზებული ჰყავს ქალთა ჯგუფები( მამაკაცები, ბევრად ნაკლები რაოდენობით ჰყავთ), რომელთა უმეტესობაც, რაოდენ კურიოზულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, სწორედ სააკაშვილის დროს გაიქცა ემიგრაციაში, რომ შვილებისათვის ლუკმა-პური ეშოვათ... ეს კიდევ არაფერი, ამ უბედურებმა ისიც არ იციან, რომ საააკაშვილის ხელისუფლებას ყველა რაიონში ინფორმატორი ჰყავდა, რომელსაც „ზემოთ“ უნდა ეცნობებია, ვისი ოჯახის წევრის(განსაკუთრებით მცირეწლოვანის) დაჭერა ღირდა ...რომ მერე საპროცესო მიეღოთ...
ამ მოცლილ დედაკაცთა ჯგუფებს, კიდეც აფინანსებენ... კონფერენციობენ და დაარბენინებენ აქეთ-იქეთ... სამწუხაროდ, კორექტულად მაგათზე ვერაფრს დავწერ... ყველას ერთნაირი არგუმენეტები და წინადადებების წყობა აქვთ... სავარაუდოდ დიაგნოზებიც ერთნაირი უნდა ჰქონდეთ,ოღონდ ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ.
...სამაგიეროდ, ივანიშვილის ბრალი რამდენი რამ არის, ის რომ დავიწყო... ალბათ დიდხანს მომიწევს აქ წერა...
ყველაზე მეტად გასაბარაზებელი მაინც ის არის, რომ ივანიშვილს თავისი მაგნიტით, რომელიც მხოლოდ უნიჭოებს და უუნაროებს იზიდავს(მცირე გამონაკლისის გარდა), მეტი ვერაფერი მოაფიქრდა და 8 წლის თავზეც „მიშა მოვა“-თი გვაშინებს.
ამასობაში, ვიღაც ზვიად კუპრავა უფრო შორს წავიდა და დღევანდელი ხელისუფლება ქართველი ხალხის გენოციდში დაადანაშაულა. რა ქნას, სულ თავიდან ვერ ჰყება ამბავს...შუიდან იწყებს... ფულს რაშიც უხდიან იმაზე უნდა ილაპარაკოს...აბა,სამშობლოზე ხომ არ ილაპარაკებს?!
მაგისთანებს სამშობლო არ ააქვთ. მაგათ პოლიტიკური მეძავები ჰქვიათ და ასეთები, ყველა ქვეყნაში მოიძებნება...
ყველაზე ცუდი ის არის, რომ წინა 9 წელი და ახალანდელი 8 წელი სახლმწიფოს განვითარებისათვის არაფრის მომცემი იყო, ჩემი აზრით... სულ საარჩევნოდ, ხალხის მოთვინიერება-მოთაფვლაზე რატომ უნდა მუშაობდეს ხელისუფლება, ცოტა ჭკუით რომ მუშაობდეს?!
p.s. ვერაფერიც არ გამოიძიეს და ხახვიც ვერ დააჭრეს ყურებზე, ყველაზე დიდი ქურდებს!