ოპოზიცია „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ - უკვე, ორი დღეა პარტიის გარშემო სკანდალები არ წყდება. ევროპელები ითხოვენ, დადგინდეს, იღებენ თუ არა საარჩევნოდ რუსეთიდან დაფინანსებას ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი. ასევე პატრიოტების მიმართ კითხვები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ვიზიტის შესახებაც გაჩნდა.
სიტუაცია კი ასეთია, ოქტომბრის არჩევნებზე, კრემლმა თავისი რჩეულები დაასახელა, ესენია „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი - ამის შესახებ საუბარია რუსულ საგამოძიებო სტატიაში. საინფორმაციო სააგენტო „დოსიეს“ ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს.
რუსული მედია წერს, რომ კრემლმა სერგეი მიხეევი დაიქირავა, რათა ირმა ინაშვილის საარჩევნო პიარკამპანიას გაუძღვეს. როგორც ცნობილია, სერგეი მიხეევი კავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში პრორუსული ძალების დასახმარებლად.
21 აგვისტოს კი, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს აფხაზეთის „პრეზიდენტის“ თანაშემწე ლაშა საკანიასთან. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი, პარტია „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ლაშა საკანია აცხადებდა, რომ არანაირი საიდუმლო მოლაპარაკება არ ჰქონია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან და აფხაზეთში მათი ჩასვლა იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია.
მისი თქმით, აგვისტოს დასაწყისში მას მიმართეს ძველმა მეგობრებმა რუსეთის ფედერაციიდან და სთხოვეს თანადგომა ილორის ტაძრისთვის საქართველოდან საჩუქრად ღვთისმშობლის ხატის გადასაცემად. საკანიას ინფორმაციით, მის რუს მეგობრებს დახმარება დავით თარხან-მოურავმა სთხოვა.
24 აგვისტოს, პრესკონფერენციაზე, ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ აფხაზეთში იმყოფებოდა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარესთან გიორგი ლომიასთან ერთად.
„დიახ, ნამდვილად ვიყავით. ჩვენ ღვთისმშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში“, - განაცხადა ინაშვილმა.
მოგვიანებით მან თავის ფეიბუკის გვერდზე ილორის ტაძარში გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.
რაც შეეხება რუსეთის მხრიდან დაფინანსებას, ინაშვილი ამბობს, რომ მისი პარტია 4 ამერიკულ, 2 ებრაულ და მხოლოდ ერთ რუსულ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს.
როგორც ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რუსული საინფორმაციო სააგენტო „დოსიეს“ დასკვნები, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დაფინანსებას რუსეთიდან იღებს, არ შეიძლება ფაქტად განიხილებოდეს. მისი თქმით, პარტნიორი კომპანიები ეხმარებიან პარტიას ბიუჯეტის გაანგარიშებაში.
გენერალურ პროკურატურაში კი ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ საკითხის შესწავლის მოთხოვნით განცხადება შეიტანა.
„არანაირი განცხადების შეტანა არ სჭირდება იმას, რომ ღირსეული, ნორმალური სახელმწიფოს პროკურატურა მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე უნდა საგანგებოდ იწყებდეს გამოძიებას ძალიან ბევრი მუხლით: დაფინანსება უცხო ქვეყნიდან, მით უმეტეს ოკუპანტი ქვეყნიდან, ეს არის დანაშაული, ასევე - შესაძლო შპიონაჟი, ზოგადად, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები წინასაარჩევნოდ. რუსეთის მხრიდან ეს ახალი არ არის“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ აფხაზეთში „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი დიდად სკანდალური ამბავი არ არის, რასაც მეორე ინფორმაციაზე ვერ ვიტყვით, რომელშიც რუსეთის მხრიდან პარტიის დაფინანსებაზეა საუბარი. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ, რეალურად, ირმა ინაშვილის და თარხან მოურავის აფხაზეთში ვიზიტი არსებულ სიტუაციას ვერაფრით ვერ შეცვლის. მეორეც, ეს არ ყოფილა პოლიტიკურ ჭრილში შეხვედრა და მას მხოლოდ ჰუმნიტარული აქტის სახე ჰქონდა. თუმცა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ეს პარტიის მხრიდან კარგად დაგეგმილი პიარაქცია იყო, რომელიც მის ამომრჩეველზეა გათვლილი. სხვა დატვირთვას ზაქარეიშვილი ამ ვიზიტიდან ვერ ხედავს. მეორეც - ეს იყო რუსეთის დუმის მხრიდან დაგეგმილი ვიზიტი და ინაშვილის დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი კომუნიკაციაც არა აქვს.
„საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს დღის წესრიგში კონფლიქტების მოგვარება აქვთ. ამაზე ხშირად საუბრობენ და განსაკუთრებით „პატრიოტთა ალიანსი“. ეს პარტია კონფლიქტების მოგვარებაზე რეგულარულად ლაპარაკობს, როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ. თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, ამ ვიზიტით რეალურად არავის არ სჯერა, რომ ინაშვილი და თარხან-მოურავი რამეს შეცვლიან. მეორეც, აფხაზები იფიცებიან, რომ მათთან არანაირ პოლიტიკაზე საუბარი არ იყო. ეს იყო მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათის ვიზიტი და ამ ამბიდან რაიმე სკანდალის გამოდნობა ვერ მოხდება. ჩვენი კანონდმებლობა არავის უკრძალავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდეს. აფხაზეთი კი ჩვენია, ამიტომაც ამ კუთხით პარტიას და მის ლიდერებს ვერავინ მოედავება.
რაც შეეხება მეორე ინფორმაციას, ამ შემთხვევაში საქმე ძალიან სერიოზულ ბრალდებასთან გვაქვს. პირველ რიგში, თუკი პატრიოტები მართლები არიან, მაშინ მათ საპასუხოდ ევროპელებს უნდა უჩივლონ. ის, რომ პატრიოტები რუსეთიდან ფინანსდება ამაზე ყველა საუბრობს, მაგრამ ამის მტკიცებულებებია საჭირო. ასეთი მოსაზრება ყველას აქვს, მაგრამ მეტი არგუმენტებია საჭირო. იმან, რაც გამოქვეყნდა რუსულ მედიაში, შესაძლოა, ეს ეჭვები კიდევ უფრო გაღრმავოს. ამიტომაც ინაშვილმა საპასუხო სვლა უნდა გააკეთოს თუ მართალია“,-ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია, როგორც რუსეთიდან, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან პარტია ფინანსდებოდეს. ეს თუ პატრიოტებს დაუდასტურადათ, მაშინ მათ რეგისტრაციიდან მოხსნიან. ეს კი პარტიის სრულად გაქრობას ნიშნავს. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამ ფონზე ეს ინფორმაცია საკმაოდ სკანდალურია და ამისთვის მეტი მტკიცებულებებია საჭირო, მით უმეტეს „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩევლისთვის მხოლოდ რუსულ მედიაში გამოქვეყნებული სტატია საკმარისი მტკიცებულება ვერ აღმოჩნდება. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ამ პარტიის ამომრჩეველში ეს რაიმე სახის პროტესტს არ გამოიწვევს და პარტიაზე თუ ვინმეს დარტყმა აქვს ჩაფიქრებული, ამ მიმართულებით არ გამოვა.
„თუ კანონს არღვევენ და ამის დამადასტურებელი რაიმე მყარი მტკიცებულებები იქნება, მაშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სასამართლომ, ამ ტიპის პარტიები არჩევნებიდან უნდა ჩახსნან. ინაშვილს ვურჩევ, რომ დავა სამართლებლივ ჭრილში გადაიტანოს. რაც შეეხება ხელისუფლებას ახლა ნეიტრალურ პოზიციაშინ იქნება. იტყვის, ეს ორი პარტიის საქმეა და ერთმანეთში გაარჩიონ. თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს ინფორმაცია უნდა გამოიკვლიოს და ამით აუცილებლად დაინტერესდეს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ „ევროპულ საქარველოს“ საჩივარს, ალბათ, არგუმენტების ფონზე განიხილავს. მისი თქმით, გინდ ჟურნალისტების და გინდ „ენჯეოების“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მყარ ფაქტობრივ მასალად ვერ ჩაითვლება. ამ ინფორმაციამ, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიაქციოს, თუმცა რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად ეს ინფორმაცია მხოლოდ საკმარისი არ არის.
„როგორი სქემით უნდა წარიმართოს ძიება, ესაა საინტერესო და მნიშვნელოვანი. დავუშვათ „პატრიოტთა ალიანსი“ რეალურად ფინანსდება რუსეთიდან. ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურები არ გაასაჯაროვებენ. ამიტომ ძიების სქემა საინტერესოა, როგორ შედგება და საიდან მოიპოვებენ ამ მტკიცებულებებს? მატყუარას რომ კითხო მატყუებო? რას გეტყვის? ხომ არ გეტყვის კი გატყუებო! ამიტომაც პატრიოტებმა რაც უნდა თქვან და ამტკიცონ, ამ ინფორმაციას გაბათილება უნდა და ამას ირმა ინაშვილი ვერ შეძლებს. ამისთვის აუცილებელია გამოძიება და მყარი არგუმენტები.
რაც შეეხება ამ ბრალდებების პოლიტკურ ასპექტს, რა თქმა უნდა, ამას ევროპელები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებენ. თუმცა ინაშვილის თემა გვერდით რომ გავწიოთ, ნინო ბურჯანაძეს წლებია ამ ბრალდებას უყენებენ, მაგრამ ლეიბორისტების ბაღში ის სასურველი სტუმარია. უეჭველია, ინაშვილს მმართველი პარტია თავისი ივანიშვილიანად რომ ეგინებინა, მასაც მიიღებდნენ. თუმცა იგივე ევროპელებთან და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან მჯდომი ინაშვილიც კარგად მახსოვს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
მოდი ლოგიკურად ვიმსჯელოთ. ერთი წუთით დავუშვათ "პატრიოტთა ალიანსი" მართლაც პრორუსული პარტიაა. მაშინ რუსეთს, მის ხელისუფლებას, რაში უნდა აწყობდეს ამ პარტიის ჩახსნა არჩევნებიდან?! რასც უცლობლად გამოიწვევს ამ პარტიის რუსული წყაროებიდან დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა! ახლა მეორეს მხრივ ვთქვათ "ევროპული საქართველო" არის ნამდვილად ანტირუსული ძალა?! მაშინ ხომ რუსეთი უნდა იყოს დაინტერესებული ამ "პარტიის" დისკრედიტაციით და საბოლოო ჯამში მისი არჩევნებიდან ჩახსნით?! როგორ დავიჯერო, რომ რუსულ სპეცსამსახურებს არ აქვთ საშუალება ერთი ათამდე(ასამდე) სიმართლე თუ ფეიკი გამოაცხონ "ევროპულ საქართველოზე" მის სინამდვილეში რუსეთზე მიყიდულ ლიდერებზე და გაავრცელონ რუსული საიტების, ტელევიზიების და სხვა მასმედიის საშუალებით?! თუნდაც ავიღოთ ბოკერიას და ვიქტორ შკლიაროვის (და მისი ჯგუფის) თითქმის ტრუსიკის მეგობრობა და ნაცკლასტერის გაცხადებული თანამშრომლობა 2016 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კამპანიაში?! შეიძლება, როგორ არ შეიძლება, მაგრამ ჯერ ხომ ასეთი რამ არ დაფიქსირებულა?! ე.ი. რა გამოდის რუსები ძირავენ საკუთარ მომხრე პარტიას და ხელს უწყობენ საკუთარ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს?! მსჯელობის ბოლოს ჩნდება დასკვნითი კითხვა - პირიქით ხომ არ არის, "ევროპული საქართველო" ხომ არ არის სწორედ ის შეფარული რუსული ძალა, რომელიც შულერული მეთოდებით (ბლეფი) ცდილობს გააშავოს და არჩევნებიდან ჩახსნას ნამდვილად პატრიოტული - ეროვნული ძალა "პატრიოტთა ალიანსი"?! , რომელსაც არჩევნებში ამ "ევროპულ საქართველოსთან" შედარებით რეალურად შეუძლიათ 10-ჯერ მეტი ხმები მაინც მოაგროვონ?! თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ყველაფერი ცხადია!
რუსები ისეთი სულელები არიან, რომ მათთან "ალიანსში მყოფ" ირმა ინაშვილის დისკრედიტაციას ეწევიან და მათი "დაუძინებელი მტრის", კაგებეს ყოფილი წარმომადგენლის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს პიარშჩიკების ბრიგადას უგზავნიან დასახმარებლად?
და რა ქნას ახლა "პატრიოტთა ალიანსმა", დაამტკიცოს, რომ არ ფინანსდება რუსეთიდან?
საკანონმდებლო დონეზე უნდა მოეღოს ბოლო ნაცების მიერ დამკვიდრებულ ამგვარი აბსურდის პრაქტიკას: მე დაგაბრალებ და შენ ამტკიცე, რომ ტყუილიაო!
რომ დამაბრალებ რამეს, დაამტკიცე კიდეც!!! თუ არა და, აგე პასუხი ცილისწამებისათვის! - რომელიმე საეჭვო რეპუტაციის საიტი ან მოსყიდული ჟურნალისტი რას იტყვის, ამის მიხედვით პარტიას რეგისტრაციიდან ვერ მოხსნი, მიუხედავად ელენე ხოშტარიასა და სალომე სამადაშვილის მიმართ საყოველთაო სიყვარულისა და პატივისცემისა!