სააკაშვილისთვის 2013 წელი საკმაოდ რთული იქნება, ივანიშვილისთვის კი - სასიკეთო

სააკაშვილისთვის 2013 წელი საკმაოდ რთული იქნება, ივანიშვილისთვის კი - სასიკეთო

For.ge გთავაზობთ 2013 წლის ასტროპროგნოზს ასტროლოგ მიხეილ ცაგარელისგან, რომელიც გვირჩევს, როგორ შევხვდეთ ახალ წელს და ასევე პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის 2013 წლის ავკარგიანობაზე გვესაუბრება.

მიხეილ ცაგარელი: „2013 არის ცვლილებების მესამე წელი, ანუ კვლავ მოსალოდნელია ცვლილებები როგორც ჟურნალისტიკაში, ასევე ხელოვნებაში, პოლიტიკის ფართო სპექტრში, ეკონომიკაში, სოციალურ ცხოვრებაში და ა.შ. მაგრამ ხარისხით ეს ცვლილებები ცოტა განსხვავებულია. თუ დრაკონის წელიწადში ვამბობდით, რომ მაგარი იყო აგრესიის მუხტი, აქტიური მზის წელიწადი იყო და ეს ცვლილებები უფრო რევოლუციური ხასიათის იყო, ახლა, 10 თებერვლიდან გველის წელიწადი შემოდის, რომელიც ცოტა სხვა სახის ელემენტებს შემოიტანს. აქ ადამიანებმა უკვე უნდა გაარჩიონ შავი თეთრისაგან. ეს არის კოსმიური სასწორის წელიწადი, როდესაც აუცილებელია, რომ გაირკვეს, ვინ არის შავი, ვინ არის თეთრი, ვინ ვის გზაზეა და აქედან გამომდინარე, პროფესიონალიზმს მიეცემა თავისი ადგილი, უწიგნურობას კი - თავისი.

ეს არის პერიოდი, რომელიც შიდა ტრანსფორმაციას უწყობს ხელს. ამ წელიწადში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები იწყება. ამ წელს მატრიარქატის 13 000 წლიანი პერიოდი იწყება, ანუ სამყაროს მართვის ძირითადი შესაძლებლობები ქალბატონებს ეძლევათ. ეს არის პერიოდი, რომელიც იწყებს და ხსნის მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის 2160 წლიან პერიოდს, რაც სამეცნიერო-ტექნიკური სფეროს განვითარებას არნახულად შეუწყობს ხელს. ეს არის პერიოდი, რომლის მსვლელობისას თანდათან უნდა მოხდეს ადამიანის ცნობიერების სამყაროს მეოთხე განზომილებაში გადაყვანის შემზადება.

მაიას ტომებმა რაც ბრძანეს, კი, მართალია 2012 წელს მეხუთე მზე ჩაესვენა, მაგრამ გამოანათა მეექვსე მზემ, მზის განვითარების ახალი, 5000 წლიანი ციკლი იწყება, რომელიც ამ ცნობიერებას განვითარების ახალ დონეზე გადაიყვანს. ადამიანი თანდათან უნდა მიუახლოვდეს ღვთიურ კანონებს და კოსმიურ მაღალ ენერგიებს. ამიტომაც ეს წელიწადი ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რაც ადამიანებში ცნობიერების ტრანსფორმაციას უწყობს ხელს, მაგრამ რადგან იგი უკავშირდება ისეთ მისტიურ ცხოველს, როგორიც გველია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გველს მიზნისაკენ მიმავალი მოკლე გზების პოვნა უყვარს. ამიტომ ის ადამიანები (პოლიტიკოსები იქნებიან, თუ ბიზნესმენები, ამას მნიშვნელობა არ აქვს), რომლებიც მიზნისაკენ მიმავალი მოკლე გზის პოვნას ეცდებიან, წარმატებულები იქნებიან. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გველს არ უყვარს სულსწრაფობა. ნებისმიერი აზრი, იდეა, მოქმედება ზედმიწევნით კარგად უნდა იყოს მოფიქრებული, რათა შეცდომები არ დავუშვათ. ამიტომ ყველა ადამიანი, ვინც სპეკულაციებშია ჩართული, რეფორმებს გეგმავს, ან აზარტულ თამაშებშია ჩართული, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან გველი შეცდომებს არ პატიობს.

წლის პირველი ნახევარი უფრო რთულია, ყოველ შემთხვევაში - აგვისტოს ბოლომდე, არა მხოლოდ ეკოლოგიური კუთხით, არამედ იქნება ნევროზულ-დაძაბული სიტუაცია, ორხელისუფლებიანობა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური სიტუაციები ჯერ კიდევ იჩენენ თავს. ამიტომ ცხადია, ის ადამიანები, რომლებიც რეგენერაციას შეძლებენ, როგორც გველი იცვლის ტყავს (ტყავის გამოცვლაში იგულისხმება დროული დასვენება, დროული ვარჯიშები, მათ შორის ფიტნეს-კლუბების გამოყენებით, ბუნებასთან კონტაქტი, ლოცვის გამოყენება და ა.შ.), ვინც ამას შეძლებს, ის ადამიანები წლის პირველი ნახევრის პერიპეტიებს უფრო ადვილად გაუძლებენ. ძალიან კარგი წელიწადია ხელოვანი ადამიანებისთვის, პოეტებისთვის, ლიტერატორებისთვის. ეს წელი ჟურნალისტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 2012 წლის 15 სექტემბერს შავი მთვარე, ე.წ. მაცდუნებელი ძალა ჟურნალისტიკის ნიშანში, ანუ ტყუპების ზოდიაქოში შევიდა და იქ თითქმის მაისის ბოლომდე იქნება. ამიტომაც ჟურნალისტიკაში სიტუაცია აირია, ზოგი ტელეკომპანია დაიხურება, ზოგი - გაიხსნება, მედიის სფეროში იქნება სერიოზული შიდა რეორგანიზაციები. ზოგს გული დასწყდება, რადგან სამსახურის გარეშე დარჩება, მაგრამ მთლიანობაში ეს ტრანსფორმაცია პროცესის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს, რადგან პროფესიონალიზმს აამაღლებს.

წლის პირველ ნახევარში განსაკუთრებით რთული, თებერვალი, აპრილი და მაისი იქნება. თან ამ პერიოდში მზის და მთვარის დაბნელებებია, რაც როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ სიტუაციას დაძაბავს, მაგრამ მოდით აღვნიშნოთ, რომ 2014 წელი, იბერიის გაბრწყინების პირველი წელია. ამ წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დამთავრდება, ხოლო 2013 შესამზადებელი წელიწადია, რომლის მსვლელობისას, როგორც აღვნიშნე, ყველამ თავისი ადგილი უნდა იპოვოს და სიკეთე ბოროტებისგან ყველამ უნდა გაარჩიოს. ამას ითხოვს ჩვენგან გველი, რათა 2014 წელში უკვე იმ მნიშვნელოვანი რეგენერაციული ელემენტებით შევაბიჯოთ, გადასხვაფერებული ცნობიერებით, ამაღლებული განწყობით, რაც საქართველოშ მშენებლობისთვის 2014 წლის შენებას და წარმატების მიღწევას შეუწყობს ხელს.

ბატონო მიხეილ, რას ურჩევდით მოსახლეობას, როგორ უნდა შევხვდეთ გველის წელს და რა აუცილებელი ატრიბუტიკაა საჭირო საახალწლო სურფაზე? ასევე, რომელი ფერები იქნება ამ წელს აქტუალური?

- პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ გველს არ უყვარს ხმაური. ამიტომ ფოიერვერკებს სჯობს თავი დავანებოთ. უმჯობესია უფრო მშვიდად შევხვდეთ ახალ წელს. ამასთანავე, რაც მეტად იქნება მისტიკური გარემო, მით უკეთესია. ამიტომ ძალიან კარგია ფაკირები, ილუზიონისტები, შეიძლება იყო ყავაზე, ან კარტზე მკითხაობა, შეიძლება იყოს საუბრები მისტიკურ თემებზე და ა.შ. რაც გველს უფრო მეტად მოეწონება. რაც შეეხება ფერებს, ორი ძირითადი ფერია - შავი და ლურჯი. აქსესუარების სახით კი მისაღებია ყავისფერი, ყვითელი, მწვანე, შეიძლება ოქროსფერი ტონის გამოყენებაც, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, თეთრი ტონის გამოყენებაც, ასევე ლურჯის კომბინაციები - ცისფერი და ფირუზისფერი. როგორც მოგახსენეთ, ეს ყველა ფერი ატრიბუტიკის სახით დაშვებულია, მაგრამ საახალწლოდ ძირითადი ფერები არის ლურჯი და შავი.

სადღესასწაულო სუფრაზე მისატან კერძებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

- საკვებიდან გველის ნიშანს უყვარს ხორცეული. ამიტომ ხორცეული ნებისმიერი რაოდენობით უნდა იყოს, მათ შორის ამაში ძეხვეულიც შედის. ასევე სუფრაზე უნდა იყოს კვერცხი და კარგი იქნება თუ გვექნება რძის პროდუქტები და თვითონ რძე. ამასთანავე, მაგიდაზე ყველა სახის მამაპაპური საკვები უნდა იყოს, რადგან გველი ხასიათით ტრადიციონალისტია, შესაბამისად, სუფრაზე უნდა იყოს ტრადიციული საკვები დაწყებული გოზინაყით და საცივით დამთავრებული. ეგზოტიკური საკვები კი (მაგალითად ბანანი და რააც ამდაგვარი) გველს ნაკლებად ხიბლავს.

კარგი იქნება, თუ ნაძვის ხე ოთახის შუაში დაიდგმება. თუ ამის საშუალება არ გვაქვს, იგი ჩრდილოეთ ან ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს უნდა დაიდგას. ნაძვის ხის გვერდით უნდა იყოს ჩიჩილაკი, როგორც ხის სტიქიის ერთ-ერთი ფაქტორი და კარგი იქნება, თუ ნაძვის ხის, ან მანდარინის ხის ერთი-ორი ცოცხალი ტოტი მაინც გვექნება, რაც ოჯახში ბარაქის შემოტანას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია კიდევ ერთი რიტუალი და კარგი იქნება, თუ ამას დიასახლისები, პირველ რიგში დედები გააკეთებენ. კარგი იქნება, თუ ისინი რაიმე ჭურჭელში წყალს აავსებენ და მას თავისი სურვილებით შეულოცავენ. საუბარია შელოცვაზე ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, რომ მათ ჰქონდეთ სიყვარული, ბედნიერება, ბარაქა და ა.შ. ამ შეგონებას მატერიალიზაციის უნარი აქვს. შემდგომ დიასახლისმა ეს წყალი ოჯახის თითოეულ წევრს პატარა ჭიქებში უნდა ჩაუსხას და კარგი იქნება, თუ ისინი ამ წყალს დალევენ, თუ არადა, გვერდითაც რომ ედგეთ, ესეც კარგია, ეს ამ სასიკეთო ენერგიას გააძლიერებს.

გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ მაგიდაზე გვექნება ბევრი ხის მასალა. მაგალითად, ხის კოვზები, ან ხის ჭურჭელი და ა.შ. რადგან დრაკონის წელიწადი ჯერ კიდევ გრძელდება და გველი 10 თებერვლიდან დაიწყებს ამოქმედებას, ამიტომ მაგიდაზე წინა პლანზე წამოვწიოთ დრაკონის ფიგურა, ხოლო გველი ცოტა უკან დავწიოთ. 2013 წელი წყლის სტიქიის, გველის წელიწადია. ამიტომ გველის ფიგურას გვერდით წყალი უნდა დავუდგათ, რითაც მას პატივს მივაგებთ, ხოლო მეორე მხრიდან რძე დავუდგათ. ახალი წლის ასეთი ფორმით შეხვედრა იქნებოდა ძალიან კარგი.

ბატონო მიხეილ, ასევე საინტერესოა, როგორი იქნება ეს წელიწადი საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისათვის და პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილისთვის

- დიახ, მშვილდოსანი და მერწყული. აქ ასეთი მდგომარეობაა: მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვუთხარი, რომ 2012 წელი მისთვის ურთულესი იქნებოდა და ეს წელი 10 თებერვლამდე გრძელდება. მას ახლაც ვურჩებ, რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკოს და ნაკლებად გამოჩნდეს ხალხის წინაშე, მაგრამ ვინ მისმენს? ახლა იღბალი სააკაშვილის საჭინააღმდეგოდ თამაშობს და მის გამოსვლებს უკურეაქცია აქვს, მაგრამ მას ეს არ ესმის, რაც მეტს ლაპარაკობს, ხალხს მით მეტად აღიზიანებს. 10 თებერვლის შემდეგ მისი ნებისმიერი მოქმედება გაცილებით ეფექტური იქნება. რაც შეეხება წლის მეორე ნახევარს, სექტემბრიდან მიხეილ სააკაშვილს ისევ რთული პერიოდი ეწყება, როდესაც მისი მოქმედება ორმაგად ფრთხილი და წინდახედული უნდა იყოს. გველს სულსწრაფი ადამიანები არ უყვარს. ამიტომ წელს სულსწაფობა ისჯება. პრეზიდენტი ძალიან სულსწრაფია და მისმა ამ თვისებამ შეიძლება წყალში გადაუყაროს ის დადებითი პერსპექტივები, რომლებიც მას 10 თებერვლიდან აგვისტოს ბოლომდე ელის. ამას უნდა მიექცეს ყურადღება.

ბიძინა ივანიშვილს რაც შეეხება, მთლიანობაში მისთვის წლის პირველი ნახევარი, სადღაც აგვისტოს ბოლომდე, კარგია. უფრო მეტიც, შემდგომი პერიოდიც მას საკმაოდ კარგი ექნება. ახლა მას რთული პერიოდი აქვს და ვურჩევ, 20 იანვრამდე რაც შეიძლება მშვიდად იყოს, არავითარი ზედმეტი შეხვედრები, მოგზაურობები და ამგვარი ღონისძიებები არ დაგეგმოს. უმჯობესია, ეს ყველაფერი 20 იანვრის შემდგომი პერიოდისთვის გადადოს. 20 იანვრის შემდეგ მას ფრიად სასიკეთო პერიოდი ეწყება, რაც აგვისტოს ბოლომდე გასტანს. სექტემბერი მისთვის საშუალოა, ოქტომბერი, 23 რიცხვამდე - ძალიან კარგია. 23 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე კი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან მისთვის ეს საკმაოდ რთული პერიოდია.“