„თუკი საქართველოში არჩევნები არ ჩატარდა ისე, როგორც მოგვიწოდებენ, მაშინ 2003 წლის სცენარი განვითარდება“, -აცხადებს For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.
საინტერესო ფაზაში შევიდა აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამერიკისგან უკვე მივეჩვიეთ მომეტებულ ყურადღებას და გამუდმებულ გზავნილებს. არჩევნებამდელ პერიოდში ასეთი სიხშირით გაგრძელდება გზავნილები და იმსახურებს მმართველი გუნდი ასეთ ხშირ გაფრთხილებებს?
- ახლა ყველაფერი მიმდინარეობს ბელორუსიასთან პარალელის კონტექსტში. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მიმართ ამერიკელებს ნაკლები ნდობა გააჩნიათ და ფსონს დებენ სხვა პოლიტიკურ ძალებზე, არა „ნაცმოძრაობაზე“ და არა „ქართულ ოცნებაზე“, არამედ ვგულისხმობ „ლელოს“, ელისაშვილის პოლიტიკურ პარტიას, „ევროპულ საქართველოს“, რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს, შეიძლება „ლეიბორისტულ პარტიასაც“ აკვირდებიან, ანუ ოთხ პარტიაზეა ფსონი დადებული. „ალიანსი სოლიდარობისთვის“ ძალიან სუსტია და არა მგონია, „გაქაჩოს“.
მაგრამ თქვენს მიერ დასახელებულ პარტიებს ხომ თვით „აირაიც“ და სხვა სოციოლოგიური კვლევითი ორგანიზაციებიც დაბალ რეიტინგს არგუნებენ? მათზე ფსონის დადება სწორი იქნება?
- „აირაი“-მ და „ენდიაი“-მ აქ უკვე დაიწყეს წმინდა გეოპოლიტიკური ბრძოლა, საქართველოში სოციოლოგია მკვდარია. სოციოლოგია გამოყენებულია, როგორც ტექნოლოგიური ინსტრუმენტი. კომიკური სიტუაცია იქმნება. „პატრიოტთა ალიანსი“ გამოვიდა და აბსოლუტურად სხვა დასკვნა დადო, მათი გამოკითხვით, „პატრიოტთა ალიანსი“ პირველ ადგილზეა და მერე მოდის „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“. „აირაი“, „ენდიაი“ სულ სხვა დასკვნას დებს, „ედისონ რისერჩი“ კიდევ სხვა რამეს უბერავს, „რუსთავი 2“, რომელიც სატელიტი ტელევიზიაა, კიდევ სხვას უბერავს, მოკლედ, არეულია ყველაფერი, მაგრამ ამით ირკვევა, ვინ ვისი მომხრეა. „ენდიაი“ და ამერიკული შემადგენლობა ძირითად ჯგუფებს ლობირებს, როგორც ჩანს, აქ პრინციპი ის კი არ არის, ვინ გავა პირველ ადგილზე, არამედ მთავარია, ვინ შეაგროვებს საერთო კრიტიკულ ჯამს. ისეთი ვარიანტია, რომელიც მოხდა ვარდების რევოლუციამდე. იმ პერიოდში „მოქალაქეთა კავშირი“ კი გავიდა პირველ ადგილზე, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვა პარტიების გაერთიანებული ჯამით „მოქალაქეთა კავშირი“ კარგავდა ძალაუფლებას.
დღევანდელი ოპოზიციონრებიც ამას ამბობენ, რომ ჯამში მოუგებენ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ჯამურად აქვთ კი მმართველი გუნდის დამარცხების შესაძლებლობა?
- დიახ, აქ ჯამში მოგებაზეა საუბარი, როგორც ჩანს, ყველა ეს პარტია ერთიანდება, მინუს „ქართული ოცნება“. აქ არის კიდევ „პატრიოტთა ალიანსი“, „ქართული მარში“, მათი პოზიცია როგორი იქნება „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით, ცალკე საუბრის თემაა. უკვე დაიწყო საინფორმაციო ომი, დღეს საქართველოში არის სამოქალაქო საინფორმაციო ომი, პროპაგანდისტული სააგიტაციო ტელევიზიები - „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „პირველი ტვ“ უკვე ისეთ რაღაცებს უგდებენ „ქართულ ოცნებას“, იმავე შაქარაშვილის საქმე, ბაჩალიაშვილის საქმე, კიდევ რამდენი იქნება ასეთი, ეს შეიძლება იყოს შენიღბული ბომბები.
მაგრამ ასეთი ნაღმები მოქმედებს ამომრჩევლის განწყობაზე? ხელისუფლება ხომ არ არის ამ ტრაგედიებში დამნაშავე?
- რა თქმა უნდა, მოქმედებს, არ დაგავიწყდეთ, „ქართული ოცნება“ უკვე კოჭლი იხვის მდგომარეობას უახლოვდება, თანაც, საქართველოს უახლეს ისტორიაში არც ერთი პოლიტიკური პარტია 8 წელზე მეტი არ ყოფილა ხელისუფლებაში, ანუ კოჭლი იხვის სინდრომი უკვე გაჩნდა. ფაქტობრივად, მეორდება 2003 წლის სცენარი. „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება აქაჩოს ადმინისტრაციული რესურსებითა და რაღაცებით, მაგრამ 40%-იან შემკვრელს რამდენად შექმნის, ეს სათუოა და თეთნულდის ყინულივით თანდათანობით დნება. სანამ „ქართული ოცნება“ არ შეცვლის ტაქტიკას და კოალიციაზე არ დაიწყებს საუბარს, თუ ვინ იქნება მასთან კოალიციაში და ასეთი თვითდაჯერება არ ექნება, რომ ჩვენ მარტონი მივიღებთ ამდენ ხმებს, მანამ ჩათვალეთ, რომ ეს პოლიტიკური ილუზიაა. ეს კვლევებიც ამას ადასტურებს. თანდათანობით შეიძლება 40%-იან ზღვარს ქვემოთ ჩამოვიდნენ. აქ ერთი ნიუანსია, 1000 და 1200-კაციან გამოკითხვებზე როცა საუბრობენ, ძალიან კარგად ვიცი, ეს რასაც ნიშნავს. თავის დროზე ზურაბ ჟვანიას რეფერენტი, მრჩეველი ვიყავი, მას საკმაოდ ძლიერი სოციოლოგიური ჯგუფი ჰყავდა, რომლებიც კვლევებს უტარებდნენ ბატონ ზურაბს. იმ პერიოდში სწორედ ზურაბ ჟვანიამ შემოიღო და დანერგა სოციოლოგიური გამოკითხვები, მანამდე ეს არ იყო. როგორც წესი, სოციოლოგიური კვლევისას 1000-კაციან რესპონდენტში ვერ გადიხარ სასურველ ჯგუფზე, მინიმუმ, უნდა გამოკითხო 2 ათასიდან 5 ათასი ადამიანი მაინც, რომ მიუახლოვდე 30-40%-იან სინამდვილის ზღვარს. 1000-1200 კაცის გამოკითხვისას კი ტენდენცია არ ჩანს. უბრალოდ, ეს არის პოპულისტური ტენდენცია. აქ კიდევ მეორე მომენტია, როგორც წესი, გამოკითხვისას საკუთარ მომხრეებს ანიჭებენ უპირატესობას.
2002 და 2003 წელს „მოქალაქეთა კავშირიც“ პირველ ადგილზე იყო გამოკითხვებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დამარცხდა.
დღევანდელი მოვლენები თქვენ 2003-ის სცენარს გაგონებთ, მაგრამ ახლა „მიშა რევოლუციონერის“ მსგავსი პერსონა კი არა, მესამე ძალაც არ ჩანს...
- მიშა იმ დროს არაფრის გამკეთებელი არ იყო, საგარეო გეოპოლიტიკურმა ფაქტორმა განაპირობა მაშინდელი მოვლენები. ამერიკას და რუსეთს რომ არ ეთქვა, გაყალბდა საქართველოში არჩევნებიო, სააკაშვილი რას გააკეთებდა? ვინ იცნობდა სააკაშვილს, ჟვანიას და ბურჯანაძეს? ბურჯანაძეს კიდევ უფრო ჰქონდა რეიტინგი, ვიდრე ჟვანიას და, მით უმეტეს, სააკაშვილს, რომელიც უსუსტესი რგოლი იყო იმ სიტუაციაში.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა 180 დღეში უნდა წარადგინოს ანგარიში საქართველოში დემოკრატიის გაუმჯობესების შესახებ. ტენდენციას როგორ ხედავთ, რა ინფორმაციას მიაწვდიან აქედან და მოგველის თუ არა სანქციები?
- ეს დამოკიდებულია საარჩევნო ვითარებაზე. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ დაჯგუფებებმა, რომლებიც ამერიკაში არიან, ნეოკონებმა, ლიბერალებმა, ულტრალიბერალებმა და ტრამპის თანაგუნდელებმა გარკვეული აზრი შეიმუშავეს „ქართული ოცნების“ მიმართ, თანაც, არაპოზიტიურ კონტექსტში. თუმცა შესაძლოა, ვცდებოდე. თუკი საქართველოში არჩევნები არ ჩატარდა ისე, როგორც მოგვიწოდებენ, მაშინ 2003 წლის სცენარი განვითარდება და არც სანქციებია გამორიცხული. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ბელორუსიის მოვლენები მოგვცემს გარკვეულ ინდიკაციას. სხვათა შორის, ამერიკელებს არ უყვართ ხუმრობა და ეს უნდა გავითვალისწინოთ.
შესანიშნავია.
და ამ ფონზე რუსეთის პოლიტიკა ვერ განიხილება ბრიყვულად.
აი ეს არის ბრიყვული.
პინდოსტანის პოზიციაა სწორედ ბრიყვული, სი-ული, ყ-ეური და კიდევ მრავალვექტორიანი.
ეს კიდევ უფრო აცილებს ქართველი ხალხის ინტერესებს მისი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი ინტერესებს და თუ აქამდე ეს ე.წ. პარტნიორი როგორღაც გამოხატავდა რიღაცის მიმართ მაინც პატივისცემას, ახლა საერთოდ დაიკიდა ყველაფერი.
ჩემი ასო კიტრიაო.
რუსეთს კიდია საქართველო და ქართველების არჩევანი.
სულ არ აინტერესებს ვინ მოვა, როდის მოვა და რისთვის. მას აქვს ის, რაც უნდოდა და ახლა საქართველოს არჩევანია.
არ იქნება არჩევანი და мать ее за ногу.