„ქართული ოცნების“ სავარაუდო საპარლამენტო სია ცნობილია. მმართველ გუნდში ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და ამ სიაში შეიძლება ვიხილოთ ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად საქართველოს წყლის კომპანიის კომუნიკაციის დირექტორი ეკა ბერიძე, იურისტი ვიქტორ ყიფიანი, სოციოლოგი და ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი ვალერიან გორგილაძე, ანალიტიკოსი გია აბაშიძე, იურისტი თამთა მეგრელიშვილი, ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი და სხვები. საბოლოო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.
დიდი ალბათობით, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია იქნება, რომელიც არც უარყოფს და არც ადასტურებს ამ ინფორმაციას. სიის სავარაუდო მეორე ნომერი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ამოცანაა განახლება. ამდენად, სიაში იქნებიან როგორც ძველი გამოცდილი სახეები, ისე ახალი კადრები.
ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სია პროგნოზირებადი იყო, უბრალოდ, აქ აქცენტი გაკეთდა ე.წ. ანალიტიკოსებზე.
„პირადად ვიცნობ ვაკა გორგილაძეს, ის ძლიერი სპეციალისტი, სოციოლოგი, უაღრესად განათლებული პიროვნებაა. გია აბაშიძეს ძალიან კარგი საერთაშორისო ურთიერთობები, კონტაქტები გააჩნია და პატივსაცემი პიროვნებაა უცხოეთშიც. ისინი დიდი შენაძენი იქნება პარლამენტისთვის. თუ ამ სიაში იქნებოდა ბატონი ედიშერ გვენეტაძე, უდავოდ კარგი იქნებოდა. ბატონი ედიშერი პატრიოტი პიროვნებაა, ის არის საერთაშორისო უსაფრთხოების მაღალი დონის სპეციალისტი და ამ მიმართულებით სახელმძღვანელოები აქვს დაწერილი. იმედია, იგი აუცილებლად იქნება სიაში, კიდევ არიან საინტერესო კანდიდატურები - ზაალ ანჯაფარიძე, თამარ კიკნაძე... დანარჩენებზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან არ ვიცნობ“,- აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ for.ge- სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, სიის სავარაუდო პირველ ნომრად გიორგი გახარიას დასახელება გასაგებია, რადგან ეს ტექნოკრატიული ვარიანტია, გახარია პრემიერია, თანაც, კორონავირუსის ფონზე მისი რეიტინგი გაზრდილია. ეს ყველაფერი ლაგდება კლანური ინტერესების გათვალისწინებით. არც ეკა ბერიძის შერჩევაა შემთხვევითი, ის კახა ბექაურის მეუღლეა.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი აღნიშნულ კანდიდატურებს საინტერესოდ მიიჩნევს, რადგან ფიქრობს, რომ იცნობს საზოგადოება ამ ადამიანებს და, სავარაუდოდ, მათ მიმართ პოზიტიური განწყობა უნდა ჰქონდეთ.
„ეს იმისთვის კეთდება, რომ გამრავალფეროვნდეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კორპუსი. ჯერ ეს არც არის საბოლოო ვერსია, მაგრამ საპარლამენტო სიის დასახელება პარტიის შიდა სამზარეულოა, მათი გადასაწყვეტია ამ კანდიდატურების შერჩევა, ამომრჩეველი საბოლოოდ არჩევნებზე მივა და გამოხატავს თავის პოზიციას“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას და აკონკრეტებს, რომ ეს სია არაფრით არ ჩამოუვარდება სხვა სიას, პირიქით, რამდენჯერმე აღემატება კიდეც მათ.
რაც შეეხება სავარაუდო პირველ ნომრად გიორგი გახარიას დასახელებას, ანალიტიკოსი თვლის, რომ, სავარაუდოდ, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან გახარიას ავტორიტეტი უდავოა, კობახიძის სავარაუდო მეორე ნომრად გამწესება კი იმითაა განპირობებული, რომ კობახიძე პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ერთ- ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. მიუხედავად იმისა, რომ ის აღარ არის პარლამენტის თავმჯდომარე, მაინც ინარჩუნებს თავის გავლენას პარტიაში.
საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე ფიქრობს, რომ ამ საპარლამენტო სიის შემხედვარე, რეალურ განახლებაზე საუბარი არც არის. For.ge- სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ამ ადამიანების უმეტესობა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართულნი იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაში და პოლიტიკის შექმნაში. ასე რომ, მცდარია იმაზე საუბარი, თითქოს ეს ადამიანები მთლიანად ახლები არიან და რადიკალურ განახლებას შეიტანენ „ქართულ ოცნებაში“.
„ის, რომ სიაში ნომერ პირველი გახარია იქნება და ნომერ მეორე კობახიძე, აქაც ახალი არაფერია. სავარაუდოდ, გახარიას პირველი ნომრობა ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ გვექნება ძალიან პოლარიზებული და უხეში წესებით ჩატარებული არჩევნები იქიდან გამომდინარე, რომ გახარია იყო გავრილოვის ღამის „ჯალათი“. ეს არის სიგნალი, რომ „ქართული ოცნება“ ძალაზე გააკეთებს აქცენტს არჩევნებში. ძნელია იმის თქმა, რით არის ეს სია გამორჩეული სხვა სიებისგან, ყველგან იყო განახლების კომპონენტი, მაგრამ ძირითადად მაინც აქცენტი კეთდებოდა ძველ სახეებზე. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ბიძინა ივანიშვილი, ანუ მისი პირადი გადაწყვეტილებაა, ვის ჩასვამს ამ სიაში. იგი, როგორც ერთპიროვნული მმართველია საკუთარი კომპანიების, ასევე, ერთპიროვნულად განსაზღვრავს ამ სიას“, - აღნიშნა გიორგი რუხაძემ.
უმიზეზოდ არ ხდება ასეთი რამე!
ხალხს ახსოვს მისი ბრძოლა კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, მისი აგრესიული, ანტიზვიადისტური ეთერები!..
ხალხს ისიც ახსოვს, რომ მოგვიანებით - დემოკრატილი პუტჩის, რუსთაველის პროსპექტის დემოკრატიული დანგრევა-გადაწვის, სამეგრელოს არაერთგზის დემოკრატიულად მოოხრების შემდეგ... ეს ქალბატონი რომ ისევ "ცვეტში" იყო, როგორ უკიოდა ელდარ შენგელაიას: - ვერ გახვალთ აქედან, სანამ ბოდიშს არ მოიხდით, რომ ჯიბის ტელევიზია გვიწოდეთ!.. ვერ გახვალთ, სანამ ბოდიშს არ მოიხდით!.. ვერ გახვალთ!!!..
რეჟისორს გაუმართლა და უვნებელი გავიდა სტუდიიდან, მაგრამ უფრო გაუმართლა ეკა ბერიძეს: ისეთ სამსახურში დანიშნეს, პრემიერისა და პრეზიდენტის ერთად აღებულ ხელფასებზე რომ ორჯერ მეტი ყოველთვიური ხელფასი ერგო...
ეტყობა, ასეთმა სამსახურმაც იცის მობეზრება და ახლა მომავალ პარლამენტში მიუჩინა ადგილი "ოცნების" უჩინარმა ხელმა...
ბრავო!
არა, ბიჭო, იმ ჟურნალისტებს გაიხსენებდნენ, თავი რომ ჰქონდათ გადადებული (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ნაც-რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში!
მათთვის მადლობაც არავის გაუმეტებია!
ამ ჩლუნგებს ვინც გინდა რამე ურჩიოს....... იგებენ ესენი ვინმეს რამე ნათქვააააამს??
აძლიონ რჩევები რაააა........ ხეირი??...... აზრიიიი??
ვირს აჩკები და გაზეთი არ უშველის ...ვირი მაინც ვირად დარჩება.....
მოკლედ ......... რაში სჭირდება ვირს ბანტი??? .....მით უმეტეს რომ ყველამ იცის სადაც დაიკიდებს ვირი ამ ბანტს.......