დღეს საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლა სურს, მაგრამ თუ თვითონ არ მოვლენ ხელისუფლებაში, მაშინ ურჩევნიათ, ისევ „ქართული ოცნება“ იყოს სათავეში, რადგან ეს მათთვის კომფორტულია. „ოცნების“ პირობებში ნაციონალებს ძირითადი ოპოზიციური პარტიის ნიშა აქვთ დაკავებული და არც ძველ ცოდვებზე სთხოვენ პასუხს.
მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსს“ ან სხვა რომელიმე რადიკალურ ძალას რომ ეპყრას ქვეყნის მართვის სადავეები, ალბათ, ასეთი სცენარი ნაკლებად იდილიური იქნებოდა ნაციონალებისთვის. თუმცა არავინ იცის, ხელისუფლებაში მოსული „პატრიოტთა ალიანსიც“ გახდებოდა თუ არა შემრიგებლური ნაციონალების მიმართ, როცა ნაცებს ამდენი დამცველი გამოუჩნდათ დასავლეთში.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს არ სჯერა, თითქოს „ნაცმოძრაობას“ აწყობს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. უფრო მეტიც, პოლიტოლოგი იმ აზრსაც საეჭვოდ მიიჩნევს, თითქოს გარიგებულები არიან „ოცნება“ და ნაციონალები და „ხელი ხელს ბანს“ პრინციპით მოქმედებენ.
„არ მჯერა ამის, რადგან დაპირისპირებამ უკვე ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ შუბი ხალთაში არ დაიმალება. ჩვენ ხომ არ ვართ ასმილიონიანი ქვეყანა, რომ რაღაც დავმალოთ? რუსეთში დამალავ, ამერიკაში დამალავ, მაგრამ საქართველოში ვერ დამალავ, აქ ყველამ ყველაფერი იცის. ელემენტარულად, თუ ნაციონალი და „ოცნების“ წარმომადგენელი სადღაც ერთად რესტორანში დაინახეს, მორჩა და გათავდა, ყველამ იცის ყველაფერი. ნაცებს არანაირად არ აწყობთ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. თუ საარჩევნო კანონმა, როგორიც იყო მისი კონსტრუქტი, არქიტექტონიკა, ისე იმუშავა, მაშინ გამოდის, კოალიციური მთავრობა უნდა იყოს უალტერნატივო, მაგრამ, თუ კოალიციური მთავრობა არ იქნა და კვლავ ერთპარტიული მთავრობა მივიღეთ, მაშინ გამოდის, რომ 8 მარტის შეთანხმება, ჩვენი ამერიკელი მეგობრების წერილები, ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში, ახალი საარჩევნო კანონი, ყველაფერი ეს ბლეფი ყოფილა და იმხელა ხვრელები დაუტოვებიათ, რომ შესაძლებელი გახადეს ერთპარტიული მთავრობა“,
- აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბარში.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ერთპარტიული მთავრობაც პრობლემური იქნება, რადგან ერთადერთი პრემიერი, რომელსაც კიდევ მიიღებს ამომრჩეველი, ბიძინა ივანიშვილი იქნება. ივანიშვილის გარდა, საერთოდ, თეორიაში არ არსებობს სათადარიგო ვინმე პრემიერად. თუმცა ივანიშვილი თუ გახდა პრემიერი, უკვე აღარ გამოვა, ერთ წელიწადში თქვას, აღარ მინდა, მივდივარო. მაშინ ივანიშვილი უნდა იყოს ძალიან დიდხანს პრემიერად, მაგრამ ეს მას არ უნდა. მით უმეტეს, ყველამ იცის, რომ ამ არჩევნების შემდეგ საშინელი სიღატაკე, უმუშევრობა იქნება. გარდა ამისა, კორონავირუსი არსად წასვლას არ აპირებს.
„ხომ ხედავთ, როგორი ჯადოსნური წრე შეიკრა, ან უნდა გახსნა ყველაფერი, რომ ცოტა ეკონომიკა ამუშავდეს და ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადება გამრავლდება, ან უნდა დახურო ყველაფერი, რომ დაავადება შემცირდეს, მაგრამ ამ დროს ხალხი დაიმშევა. ევროპამ უკვე გააკეთა არჩევანი, გაიხსნას ყველაფერი, იყოს დაავადება, ოღონდ მთავარია, ეკონომიკამ იმუშაოს, სამუშაო ადგილები იყოს და ხალხს საჭმელი ჰქონდეს. ჩვენთან როგორ გადაწყდება ეს საკითხი? აწყობს კი ივანიშვილს ამ ჯოჯოხეთში თავი შეჰყოს? ვეჭვობ, არ აწყობს. ამიტომ ძალიან ბევრი ამოუცნობი ფაქტორი იმუშავებს არჩევნების პერიოდში. დღეს მთელი მსოფლიო ჩვენგან ელის კოალიციურ მთავრობას, თუ არ მოხერხდა კოალიციური მთავრობა, ვერც ერთი პარტია, რომელიც იტყვის, რომ მე მარტომ უნდა შევქმნა მთავრობა, თავს ვერ იმართლებს გარე სამყაროსთან. მაშინ გამოდის, რომ ჩვენ გავამასხარავეთ ამერიკის ელჩი, სენატი, კონგრესი, დაპირებებს ვაძლევდით, ვეფიცებოდით და ისევ ერთპარტიული სისტემა ვარჩიეთ. ვეჭვობ, მმართველ პარტიას ეს უნდოდეს, რომ ასე პირშერცხვენილი დარჩეს ჩვენს გარე მეგობრებთან“.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სოციოლოგიური კვლევებით, რომელიც ნაცებმა თავად შეუკვეთეს, მათ აქვთ მხოლოდ 16%. იმედის მიერ შეკვეთილი კვლევით, აქვთ 12%. ამდენად, როცა 12-დან 16%-მდე მერყეობს ნაცების რეიტინგი, რომელ ხელისუფლებაში მოსვლაზეა საერთოდ საუბარი?
„ნაციონალები თვითმარგინალიზაციისკენ მიდიან, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში. თუნდაც წლევანდელი პროცესები რომ განვიხილოთ, ხან სომხეთ-აზერბაიჯანის ომში უნდათ ჩვენი ჩათრევა, ხან მხარედ გვაცხადებენ, ახლა ლიბანის ტრაგედიაში საქართველოს მთავრობას ადანაშაულებენ, ხან პანდემიის დროს ჯანდაცვის სისტემას ებრძვიან, ექიმები ხან ცაში აიტაცეს, ხან ჯვარს აცვეს... ამ მოკლე პერიოდში რაც ხდება, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი მათ რეიტინგებზე აისახება?! რაც შეეხება მოსაზრებას, თითქოს ნაცებს „ოცნება“ აწყობთ, მე უფრო პირიქით ვიტყვი, „ოცნებისთვისაა“ საკმაოდ დიდი ფუფუნება ასეთი ოპოზიცია, როგორიც მთელი ამ წლების განმავლობაში ჰყავს. ის კი არ არის მთავარი, „ოცნებისთვის“ და „ნაცმოძრაობისთვის“ რა არის კარგი, ქვეყნისთვისაა ეს ცუდი, როცა ხელისუფლებას ჰყავს დაბალრეიტინგული კონკურენტუუნარო ოპოზიცია“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
?
აუჰ!.. რატომ, ვითომ?
იქით ტრამპმა და აქეთ გახარიამ, ვერაფრით ვერ მოიგეს ამ კაცის გული?
ახლა მივადექით მთავარ სათქმელს - ვთქვათ ცესკო არ დაემორჩილა დასავლეთის ბრძანებას, დათვალა ობიექტურად და აღმოჩნდა რომ ქართულ ოცნებას 60% მდე აქვს, პატრიოტთა ალიანსს 20%, ნაცებს და ევრონაცებს ჯამში 15% დანარჩენებს ის 5% (თითო კაცი 5 პარტიას). ასეთ შემთხვევაში ოპოზიცი ნაცმოძრაობის მეთაურობით არ სცნობს არჩევნების შედეგებს, გამოვლენ ქუჩებში და დაიწყებენ არეულობას, მათ ღიად დაუჭერენ მხარს " ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები" და მოითხოვენ არჩევნების შედეგების გაუქმებას! დაგვემუქრებიან სანქციებით, პირადად ბიძინასაც დაემუქრებიან და კიდევ ბევრ უმსგავსობას ჩაიდენენ! ჩემი თუ არ გჯერავთ ნახეთ როგორ მიმდინარეობს ბელორუსიაში არჩევნების შედეგების გაუქმება, მასობრივი არეულობები და ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობა! ყველაფერი ეს აქ რომ არ განმეორდეს საარჩევნო კომისია მოქმედი ხელისუფლების მითითებით მოიქცევა ისე რომ შეასრულოს დასავლეთიდან მიღებული ბრძანება! და ეს მათი მხრიდან პრაგმატული გადაწყვეტილება იქნება!
უნდა ვაღიაროთ, ხელისუფლებამ საჯაროდ უნდა გააკეთოს განმარტება, როგორია, ჩვენი ქვეყნის რეალური პოლიტიკური სტატუსი: კოლონია, ვასალი, პროექტორატი თუ ... , და იმოქმედოს შეასბამისად. ეს ბევრ დავიდარაბას აგვაცილებს. ქვეყანა დალაგდება და ქარავანი ისევ მშვიდად გაუყვება გზას! ხომ გვაქვს დაკარგული სუვერენიტეტი ტაო-კლარჯეთზე ეს ვინმეს აწუხებს არა მგონია (მეც კი არ მაწუხებს) არავითარი განცდა ამ საკითხზე არ მაქვს. ასე შევეგუებით ამ ახალ რეალობასაც!