„ადამიანები, რომლებიც გუშინ ბევრად იმაზე უარესს აკეთებდნენ, რაც ხდებოდა 30–იანი წლების გერმანიაში, დღეს, ისევ აქტიურად ცდილობენ პოლიტიკაში დაბრუნებას“

„ადამიანები, რომლებიც გუშინ ბევრად იმაზე უარესს აკეთებდნენ, რაც ხდებოდა 30–იანი წლების გერმანიაში, დღეს, ისევ აქტიურად ცდილობენ პოლიტიკაში დაბრუნებას“

„დავასრულოთ“ – არასამთავრობო ორგანიზაციის, რომლის დამფუძნებლები ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე, ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი და ია მეტრეველი არიან, მთავარი მიზანია ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულება. როგორც ანალიტიკოსი, სოსო მანჯავიძე აცხადებს, საზოგადოებამ კარგად იცის საქართველოში ჩამოყალიბებული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი კლასტერის შესახებ, რომელიც შედგება პოლიტიკური, მედია და „ენჯეო“ კომპონენეტებისაგან. მისი თქმით, ეს სამი კომპონენტი მოქმედებს კოორდინირებულად და მიზანმიმართულად ამკვიდრებს თავის დღის წესრიგს.

„ჩვენს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა არასამთავრობო ორგანიზაცია „დავასრულოთ“. ეს განაპირობა იმ ყოვლად აუტანელმა სიტუაციამ, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში. კერძოდ, ჩამოყალიბდა ქვეყანაში დანაშაულებრივი ტრიადა, „ნაციონალური მოძრაობის“, მათი მხარდამჭერი „ენჯეოების“ და გამხმოვანებელი მედია საშუალებების სახით, რომლებმაც ქვეყანაში ისტერია შექმნეს. უნდა ითქვას, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია საშუალებები და პოლიტიკური პარტიები არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. ისინი ამკვიდრებენ ქვეყანაში ავადმყოფურ დღის წესრიგს.

ჩვენი ამონაცაა, ამ ვითარებას შევეწინააღმდეგოთ და მოვახდინოთ ამ მიმართულებით საზოგადოების კონსოლიდაცია. ყველა მეთოდით, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, შევეცდებით, შევცვალოთ და დავასრულოთ ეს მდგომარეობა საქარველოში“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.

ორგანიზაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი აცხადებს, რომ „დავასრულოს“ მთავარი მიზანი ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულება იქნება, რადგან უკვე აღარ შეიძლება ამ დამნაშავე პარტიის არსებობა, რომელსაც უდიდესი დანაშაულებები აქვს ჩადენილი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დიდი მტერი არ ჰყოლია და დღეს მათ კიდევ უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ არ უგიათ პასუხი ჩადენილ დანაშაულებებზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ტელევიზიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხალხი დაანევროზა. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ყველაფრის ყურება გაუსაძლისია“, – აღნიშნა ია მეტრეველმა.

ორგანიზაციის ერთ–ერთი დამფუძნებლის გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის დამფუძნებლები იმ ტიპის ადამიანები არიან, რომლებმაც თავი შესწირეს იმ ეპიდემიასა და პანდემიასთან ბრძოლას, რომელიც უფრო დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ვიდრე „კოვიდ 19“.

„საუბარი მაქვს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ჩემი მთავარი მიზანია, საზოგადოებას არ დაავიწყდეს, რა ხდებოდა წარსულში. დღეს საქართველო არის ომში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მთელი ავადმყოფური კლასტერის წინააღმდეგ. ყველა მეთოდი და ხერხი, ყველა საშუალება არის დასაშვები, რომ გადავრჩეთ, როგორც სახელმწიფო. „ნაციონალური მოძრაობის“ მთელ მმართველობას წითელ ხაზად გასდევს ერთი რაღაც, რომ ადამიანს დაეკარგა ღირსება“, – განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

მისი თქმით, გერმანიაში საკანონმდებლო დონეზეა აკრძალული ნაციზმი, ფაშიზმი, ასეთი პოლიტიკური პარტიების არსებობა და მათი აზრის დაფიქსირება.

„ჩვენთან რას ვხედავთ, ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ბევრად იმაზე უარესს აკეთებდნენ, რაც ხდებოდა 30–იანი წლების გერმანიაში, დღეს, ისევ აქტიურად ცდილობენ პოლიტიკაში დაბრუნებას. ამის მცდელობაც კი, ისეთ განცდას ქმნის, როდესაც იმედი გეკარგება ადამიანს, ვერც სახელმწიფოდ და ვერც საზოგადოებად ჩამოვყალიბდით, მომავალი არ გვაქვს და როცა ადამიანი მომავალს ვერ ხედავს, ბუნებრივია, ცდილობს აქედან წავიდეს. საქართველო თუ დაიცალა, მაშინ მითხარით, ან რისთვის ვიბრძოდით გუშინ, ან რისთვის ვიბრძვით დღეს. აქედან გამომდინარე, ხვალის ბრძოლაც აზრს კარგავს“, – აცხადებს გიორგი იაკობაშვილი.

trampi ძალიან კარგია.....აუცილებელია რომ დასრულდეს, მაგრამ რის ტრაკი გაქვთ??, რა საშუალებით??
ან დღევანდელი ქოცები ნაცებისაგან ბევრით განსხვავდებიააან? ---- ესენიც ზედ მისაყოლებლები არიან...... ბერემ ხარჯი ხარჯია--- ესნიც, ესენიც.....
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მაგათი (ნაცების) რა გიკვირთ, აგერ ცოლი ხიდაშელი და ქმარი უსუფაშვილი ხან აქეთ მიაწყდნენ, ხან იქეთ, ღობე-ყორეს ედებიან ოღონ დიდ პოლიტკაში დაბრუნდნენ და ძველებურად კუსონ თვალები ტრიბუნიდან!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მაგათი (ნაცების) რა გიკვირთ, აგერ ცოლი ხიდაშელი და ქმარი უსუფაშვილი ხან აქეთ მიაწყდნენ, ხან იქეთ, ღობე-ყორეს ედებიან ოღონ დიდ პოლიტკაში დაბრუნდნენ და ძველებურად კუსონ თვალები ტრიბუნიდან!
4 წლის უკან