„ამერიკამ გადაწყვიტა, რომ საქართველოში არსებული დემოკარტიის ხარისხი თავადვე გაზომოს“

„ამერიკამ გადაწყვიტა, რომ საქართველოში არსებული დემოკარტიის ხარისხი თავადვე გაზომოს“

კიდევ ერთი ყვითელი ბარათი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებას? - როგორ გაიგო ოფიციალურა თბილისმა არჩევნებამდე სამი თვით ადრე ამერიკის გზავნილი. 295 ხმით 125-ის წინააღმდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესწორება შეიტანა. შესწორება საქართველოს ეხება - პირველად საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი გარკვეულ პირობებს აწესებს. ცნობილი ხდება, რომ არაუგვიანეს 180 დღისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელიც შეიცავს:

ანალიზს იმის შესახებ, დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტურ ნაბიჯებს, რათა გაამყაროს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები;

ეფექტურად ახორციელებს თუ არა საქართველოს მთავრობა საარჩევნო რეფორმას;

პატივს სცემს თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის დამოუკიდებლობას საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს ჩარევისაგან;

ეფექტურად ახორციელებს თუ არა აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭირვალობა, მათ შორის საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა;

სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებების დაცვა და მედიის თავისუფლება;

ნებისმიერი სხვა შესაბამისი საკითხი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი განსაღვრავს.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს კონგრესიდან აქვს დავალება შეაფასოს საქართველოში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის დემოკრატიული კურსი, ამისთვის კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მოკლე პერიოდი აქვს მიცემული.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამერიკის ხელისუფლება საქართველოს მთავრობას აღარ ენდობა და პირობებით ურთიერთობა დაიწყო. ეს კი საკანონმდებლო აქტში აისახა და „ოცნების“ მთავრობას კონკრეტულ პირობებს უყენებს. რუხაძე ამბობს, რომ ბიუჯეტის ასიგნირების აქტშიც არსებობს 15%-იანი გაყინვის დოკუმენტი, რომელიც ასევე პირობითობაზეა აგებული. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ორივე საკანონმდებლო აქტი იმაზეა დამოკიდებული აშშ-ს სახელწმიფო მდივანი და აღმასრულებელი ხელისუფლება საქართველოს რამდენად მისცემს რეკომენდაციას, რომ მან იქ ჩამოთვლილი ყველა პირობა შეასრულოს.

„თავდაცვის აქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისთვის რეკომენდაციის მისაცემად აშშ-ს სახელმწიფო მდივანს 180 დღე აქვს. ეს პრინციპი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება საქართველოს აღარ ენდობა და იმისათვის რომ ქვეყვანა დემოკრატიის გზას არ ასცდეს, პარტნიორი ქვეყენა დამატებით ბერკეტს იტოვებს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლოს, ქვეყანას რამდენად სწორი მიმართულებით წაიყვანს.

ამერიკის მხრიდან ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი შემთხვევითი არ არის და ვერ იქნება, რადგანაც არჩევნები ახლოვდებოდა, ამერიკის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ჩანს, საგანგაშოდ მიიჩნია. ამერიკის მხარეს ეჭვი განსაკუთრებით მაშინ გაუჩნდა, როდესაც ივანიშვილმა პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება ჩააგდო“, - ამბობს რუხაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ეს არის ასევე იმის ნიშანი, რომ ამერიკა ამ არჩევნებს გამადიდებელი შუშით დააკვირდება და კიდევ უფრო კრიტიკული იქნება, ვიდრე როდესმე ყოფილა. რუხაძე ფიქრობს, რომ სწორედ სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება მთავარი ელემენტი.

„რაც შეხება იმას კიდევ უნდა ველდოთ თუ არა ამერიკის ხელისუფლებისგან მწვავე გზავნილებს, რთული სათქმელია, რადგანაც ყველაფერი ეს საქართველოს ხელისუფლების შემდეგ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ისტორიაში პირველად საკანონმდებლო აქტებში ასეთი ჩანაწერები მოხვდა, რაც პირობითობას და უნდობლობას ატარებს, ეს ყველაფერი ვაშინგტონს კი არ ეხალისებოდა. ამის აუცილებლობა აქამდე რომ ყოფილიყო საკანონმდებლო აქტებში „ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის დასაწყისში ან შუა პერიოდში შეიტანდა. „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა აიძულა აშშ რომ ასეთი ზომები მიეღო. რამდენად მკაცრი იქნება კონკრეტულად ხელისუფლების მიმართ, ამას დრო და „ოცნების“ მიერ ყოვედღიურად გადადგმული ნაბიჯები გვაჩვენებს“, - ამბობს რუხაძე for.ge-სთან.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია for.ge-სთან ამბობს, რომ ამერიკის მხრიდან წარმოდგენილი პირობები ორ კონტექსტში დადებითად და უარყოფითად შესაძლოა განვიხილოთ. კაკაჩია ამბობს, რომ პოზიტივი მოვლენა ის არის, რომ თუ აქამდე ამერიკის განცხადებები მხოლოდ რიტორიკაზე იყო დამყარებული, ახლა უკვე ორ ქვეყანას შორის გაზომვადი სისტემა იდება. გაიზომოს რამდენად წავიდა საქართველო დემოკრატიული განვითარების გზით. ანალიტიკოსი ამბობს, რომ აქამდე მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს და კვლევებს ეყრდნობოდნენ ახლა კი ამერიკამ გადაწყვიტა, რომ საქართველოში არსებული დემოკარტიის ხარისხი თავადვე გაზომოს.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს ყველა მთავრობა საკმაოდ დიდ ანგარიშს უწევს ამერიკის და ევროკავშირის გამოხმაურებებს. აქედან გამომდინარე, ქვეყნის შიგნით დემოკრატიის განვითარებისთვის დამატებით ბერკეტი იქნება. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, რამდენად აწყობს მას ამერიკის ხელისუფლებასთან ამ პირობებით თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება. მთავრობის რომლის ძირითადი ამოცანაც უკვე მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებაა, მისთვის ასეთი პირობები საკამაოდ მძიმეა. რაც ამ კონგრესმენების განცხადებებიდან ჩანს, ყველაზე შემაშფოთებელი მათთვის არაფორმალური მმართველობაა. ივანიშვილმა შეძლო, რომ აქამდე დაქსაქსული ოპოზიცია კიდევ უფრო დაექსაქსა და ეს ერთპარტიული მმართველობის გაგრძელებას ხელს უწყობს“,-ამბობს კორნელი კაკაჩია for.ge-სთან.

მისივე თქმით, ეს გარკვეულ წილად გაფრთხილებაც არის და მომავალ არჩევნებს ეხება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ აქამდე საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები, როგორც პირად შეხედულებად წარმოეჩინა, თუმცა ახლა უკვე ხელისუფლება ბოლოს მაინც მიხვდა, რომ ეს სერიოზული სიგნალია, რომელიც აშშ-ს ხელისუფლების დონემდე მიდის. მისი აზრით, ახლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ლაკმუსისი ქაღალდი, რომლის მიხედვითაც ამერიკის ხელისუფლება კონკრეტულ გადაწყეტილებებს მიიღებს.

Lolo47 for.ge სად პოულობთ ამ მიშათმავალ ვითომ ანალიტიკოსებს? არ შეიძლება თქვენს პორტალზე მაინც დაგვასვენოთ მაგათი ლაყბობისგან? ისედაც სარანჩასავით შეესიენ ყველას და ყველაფერს!
4 წლის უკან
Maverick მაგ ანალ-ტი-ტიკოსს ვეკითხები!
ამერიკის კონგრესში რომელი პარტიაა უმრავლესობაში და რატომ უკიჟინებენ ბატონ მ.პომპეოს?!

და, კიდევ მერამდენეჯერ უნდა შემოგვტენოთ გადაჯოკრილ ჯოკერად ლიკა ბერკაშვილის ეს მიკერძოებული ჭურნალისტური შედევრები?

გაიგეთ ყველამ, რომ ვიდრე ძველი და ახლადგამომცხვარი, გადაკრასკულ- შეყოფილ-გამოყოფილი, შეტენილ-შეხოხებული-დეპორტირბულ-გადაფრენილი ნაცბოზბანდიტები ეცდებიან ხელისუფლებაში გაძრომას ქოც-ბი ყოველთვის გაიმარჯვებენ არჩევნებში!

რატომ?!

იმიტომ რომ ქართველი ერი სუნით გრძნობს ყველა ნაცს, ნაცმიდრეკილს, მათ სატელიტებს და მყვარებელებს!

როგორი სუნით?!

ისეთი "სურნელით", რაც ლეშს აუდის!...
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli წარსულში როცა ახალგაზრდა ვიყავი, გულუბრყვილო, როცა საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი მაშინ ნამდვილად თავისუფალი და ჯანმრთელი იყო საზოგადოება! იყო ერთ-ორი გონება გამრუდებული მაგრამ იმათ ყურადღებას არავინ აქცევდა. მაშინ ხშირად ისხმარებოდა გამოთქმა - პირსისხლიანი ამერიკელი იმპერიალისტები! მაგას ყურადღებას არ ვაქცევდით, უბრალოდ არ გვეხებოდა ეს ამბები. არ ვუკვირდბოდით... ახლა კი კარგად ვხედავ, ნამდვილად არსებობენ თურმე და კიდევ უფრო უარესები არიან იმასთან შედარებით რასაც კუცია ხატავდა გაზეთ სოფლის ცხორების მე-4 გვერდზე! ყველგან, ყველა ქვეყანაში სადაც კი მათი მსახვრალი მზერა მოხვდა რუქაზე, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უბედურება დატრიალდა! ღმერთო დაგვიცავი ასეთი პირსისხლიანი "სტრატეგიული პარტნიორებისაგან"!
4 წლის უკან
Katana . ეჰ, დიპლომატიას და პოლიტკორექტულობას რა ვუთხარი, თორემ ხომ შეიძლებოდა ამდენი მიკიბულ-მოკიბულის, ნართაულების, გადაკრულების, ლუპებითა და დურბინდებით მუქარის გარეშე, პირდაპირ და მოკლედ მოჭრა: ჩვენ გვინდა სააკაშვილისა და მისი ყოფილი გუნდის დაბრუნება!.. ხოლო უნდა თუ არა ეს ქართველ ხალხს, მაგრად გვკიდიაო!
იტყოდით ბარემ და საქართველოც ცხადად დაინახავდა, რა ჰქვია მის დღევანდელ პოლიტიკურ სტატუსს!
4 წლის უკან
Katana . ვინ არის წამკითხველი და ამბის მიმტანი, თორემ ბ-ნ პომპეოს ვეტყოდი: ნუ იდარდებთ საქართველოს დემოკრატიაზე! - არავითარი საფრთხე არჩევნებს არ ემუქრება და კონგრესმენების მიერ ლობირებული ნაცები ზუსტად იმდენ ხმას მიიღებენ, რამდენსაც დაიმსახურებენ, თავიანთი პოლიტიკური წარსულის გათვალისწინებით!.. ჯობია, იმაზე იდარდოთ, დღემდე რომ იარაღისკენ არ გაუხედავთ, ის ადამიანებიც რომ გამალებით იძენენ ნებართვებს და იარაღდებიან ცეცხლსასროლი იარაღით! (ვხედავ ამას ჩემს ირგვლივ).
4 წლის უკან
Katana P.S. ვგულისხმობ აშშ-ს, - დღეს მეგობარი ქალი დაბრუნდა იარაღის მაღაზიიდან (Glock-ით) და განცვიფრებული იყო, იმხელა რიგი იდგაო...
4 წლის უკან