„ჩემი ჭავჭავაძე“

„ჩემი ჭავჭავაძე“

„შეიძლება ითქვას, რომ ძირძველი ვაკელი და ჭავჭავაძელი ვარ, არსად არასდროს მიცხოვრია ვაკისა და ჭავჭავაძის გამზირის გარდა: დავიბადე ამ უბანში და გამზირზე , საბავშვო ბაღსა და სკოლაშიც აქ დავდიოდი,  სტუდენტობაც აქ გამოვიარე და დაოჯახებ- გამრავლებაც - აქ!!!

დარწმუნებული ვარ, გარდაცვალებაც აქ მომიწევს დაახლოებით ასი წლის შემდეგ!

ანუ რისი თქმა მინდა: მე რომ ვიცნობ აქაურ ცხოვრებას, მცხოვრებლებს,  ქუჩებს, სახლებსა და როგორც იტყვიან, თითოეულ ფოთოლსა და კენჭს, საწუხარიც რომ კარგად ვიცი და სასიხარულოც, ისე მხოლოდ ჩემმა ბავშვობისდროინდელმა მეგობრებმა იციან და ისიც ისეთებმა, რომლებიც ჩემნაირად შემორჩნენ ამ ადგილებს!

ჰოდა, იქიდან მახსოვს ჭავჭავაძის გამზირი, გზის შუა ნაწილში ტრამვაის ლიანდაგი რომ გადიოდა  და ზედ ტრამვაი დადიოდა!

თამაშიც კი მოიგონეს ეზოს  ბიჭებმა: ლიანდაგზე დიდ  ლურსმნებს დებდნენ და, როცა   ტრამვაი ჩაივლიდა, გაბრტყელებულ  ლურსმნებს ერთმანეთს ადარებდნენ !

გამარჯვებული ლურსმნის , ანუ ყველაზე დიდი და  ბრტყელი ლურსმნის პატრონს ის უპირატესობა ეძლეოდა, რომ ყველა თამაშში" არჩევანი"  იქნებოდა!იყო ერთი ღრიანცელი და ჟივილ - ხივილი თითოეული ტრამვაის ყოველი გამოჩენისას!

გარშემო ალვისა და ცაცხვის ხეები, წკრიალა გაზონები  და შუა გზაზე მომავალ -მიმავალი წითელვაგონიანი ტრამვაები გასაოცარ ქალაქურ იერსახეს ანიჭებდა უბანს და იქვე უხვევდა, ე. წ. კრუგზე, ხოლო  უკან ბრუნდებოდა იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, შემდეგი გაჩერება არ არსებობდა - ვაკე  სწორედ იმხანად შენდებოდა,  იზრდებოდა,  ახლანდელი ვაკის პარკისკენ გრძელდებოდა, თავად თბილისი ფართოვდებოდა!

ხალხი ქუჩაში დადიოდა, დასეირნობდა, ერთმანეთს ესალმებოდა, მოიკითხავდა, მუსაიფობდა!

ერთი სიტყვით, ქალაქი ურთიერთობდა, ჩქეფდა და ცოცხლობდა!

ულამაზესი იყო ასეთი ქუჩა, დიდი ილიას სახელობის გამზირი, რომლის # 54 -შიც დავიბადე და ახლა, როცა ამ ჩემს ულამაზეს გამზირს ვუყურებ, ის ბავშვობა მახსენდება, ის უბანი მახსენდება, ის თბილისი მახსენდება, მიხარია, მაგრამ იმავდროულად ვწუხვარ, რომ ადამიანებმა დავკარგეთ ესთეტურობის განცდა, კომფორმისტები გავხდით, შევიყუჟეთ მანქანებში,  საქარე მინიდან ვუცქერთ გარემოს და თითქოს ერთმანეთი დავკარგეთ, რომანტიზმი დავკარგეთ, ცუდადგაგებული  პრაგმატიზმით ვაზროვნებთ  და სილამაზეს ფასს არ ვადებთ...

არ ვიცი, შესაძლოა, დრომ მოიტანა ეს, მაგრამ მე არ მინდა დროის მოტანილით ვაკელობა იმიტომ, რომ მე " ძლიერ ვეტრფი ტფილისის ჰავას, ნიკო ფიროსმანს და საიათნავას...!"“

 

 

 

ლაზი თბილისელი არ ვარ მაგრამ სტუდენტობა სტუდქალაქში გავატარე და ჭავჭავაძის გამზირით იწყებოდა და მთავრდებოდა ყოველი დღე. ამ მოგონებებმა ის წლები გამახსენა. ურთიერთობებს ცხოვრების წესი განაპირობებს, ჩვენ ცხოვრების წესი შევიცვალეთ და უბრალოდ დავემსგავსეთ დანარჩენ მსოფლიოს. სტუდქალაქის მანეთიანი სადილის (პირველი, მეორე მესამე) დრო წავიდა, შნიცელი და ატბივნოი შაურმამ და ჰოთდოგმა შეცვალა, მაგრამ იმედი მაქვს ჭავჭავაძე მაინც ულამაზესია. არადა რა ურთიერთობები ყოფილა იმ ბნელ დროში?!
4 წლის უკან
amo წავიდა ჰეე, ის ცხოვრება აღარ არის . . .
4 წლის უკან
Ryan ლაზი, შეიძლება გკითხო სტუდკალაკზე?
3 წლის უკან