მწვავდება თუ არა ჩვენს სამეზობლოში ისევ კონფლიქტი და რატომ დაიწყო თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნები? მშვიდობა თუ ომი? - რა ჩაიფიქრა ორმა დიდმა მოთამაშემ რუსეთმა და თურქეთმა სამხრეთ კავკასიაში და როგორ შეიძლება სამომავლოდ მოვლენები განვითარდეს. ასევე აღნიშნულ კონფლიქტში საქართველოს რა როლი აქვს და როგორ უნდა მოიქცეს?
ამ კითხვებზე for.ge-სთან საუბრისას კავკასიოლოგები და კონფლიქტოლოგები ფაქტს თურქეთის და რუსეთის მხრიდან კუნთების თამაშად აფასებენ. მათი აზრით, თურქეთი კავკასიაში როგორც ახალი მოთამაშე ისე გამოჩნდა და აჩვენებს, რომ რეგიონში გარკვეული ინტერესები აქვს. თუმცა მათი აზრით, ორივე ქვეყანა მთელს მსოფლიოს უგზავნის შეტყობინებას, რომ კავკასიის პრობლემას თავად მოაგვარებენ და არავისი დახმარება არ სჭირდებათ. თავის მხრივ, რუსეთი ამ კონფლიქტის მუდმივი განახლებით რეგიონში დარჩენის საშუალებას ინარჩუნებს და სამხრეთ კავკასიის ერთიანობის იდეას ძირშივე კლავს.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა კვლავ დაიძაბა. ოფიცილაური ბაქოს განცხადებით, ღამით სომხეთმა დასახლებული პუნტქებისა და საგუშაგოების მიმართულებით ცეცხლი რამდენჯერმე გახსნა. აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს სომხეთის თავდაცის სამინისტრო და აზერბაიჯანს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. შეარაღებული დაპირისპირება მეზობელ ქვეყნებს შორის 12 ივლისს, თოვუზის რეგიონში დაიწყო, რასაც 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები კი 25 ივლისს დაიწყო და 10 აგვისტომდე გაგრძელდება. ნახიჩევანის რეგიონში სამხედრო ვერტმფრენები თურქეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა ჩაიტანა. ოფიციალური ერევანი ამ წვრთნების ჩატარებას პროვოკაციას უწოდებს. თუმცა რამდენიმე დღის წინ სომხეთ-რუსეთის ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის გეგმური სასწავლო წვრთნები თავად სომხეთშიც ჩატარდა.
ყოფილი მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ასეთი პატარა შეტაკებები ჩვეულებრივი ამბავია, ამიტომაც ამჟამინდელი სროლა ისევ კონფლიქტის გამწვავების წინაპირობა ვერ იქნება. მისი თქმით, ბოლო დღეებში დაწყებული დაპირისპირება იმიტომ იყო შემაშფოთებელი, რომ დაპირისპირების ლოკაცია სრულიად სხვა ადგილი გახდა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სამწუხაროდ ყარაბახის კონფლიქტი პერმანენტული დაძაბულობით გამოირჩევა. განსაკუთრებული აქ თურქეთ-აზერბაიჯანის წვრთნებია. მსგავსი წვრთნები კი ივლისის შუა რიცხვებში სომხეთმა და რუსეთმა ჩაატარეს.
„ეს არის კუნთების თამაში და იმის ჩვენება, ვის უკან ვინ დგას. ეს არის სოლიდარობის გამოცხადების ერთგვარი ფორმა. რუსეთმა სომხეთის არმიასთან ერთად წვრთნები უკვე ჩაატარა და ამით საზოგადოებას შეუქმნეს განწყობა, რომ რუსეთი სომხეთთან არის. აზერბიჯანი კიდევ მათ საპასუხოდ თურქეთთან საჩვენებელ წვრთნებს მართავს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი და თურქეთი ამ ყველაფერზე შეთანხმდნენ. რა თქმა უნდა, ეს არის შეთანხმებული თამაში. ამით ყველას აჩვენებენ რეგიონში უფროსები ვინ არიან. სომხეთს და აზერბაიჯანს ამით ეუბნებიან, რომ თქვენს უკან ჩვენ ვართ და ახლა კონფლიქტის ესკალაცია არ გვაწყობს. პუტინმა და ერდოღანმა ერთმანეთში ამ თემაზე ისაუბრეს კიდევაც და აშკარად კმაყოფილები არიან, რომ სიტუაციას ევროკავშირის და ამერიკის გარეშე აგვარებენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ეს არის მსოფლიოსთვის გაგზავნილი მესიჯი, რომ რეეგიონში ყვლაფერს თავად ვაკონტროლებთ და სხვისი ჩარევის აუცილებლობა არ არის. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ვიდრე ყარაბახის პრობლემა არ მოგვარდება, დაძაბულობა მუდმივად იქნება. 12 ივლისის ესკალაციამ კავკასიის კონფლიქტში თურქეთი გააძლიერა და ახალი მოთამაშის სახით შემოიყვანა. რაც შეეხება საქართველოს როლს ამ კონფლიქტში, ხელისუფლების პოზიცია სრულიად ადეკვატურია და ამ დაპირისპირებაში ნეიტრალური მხარე უნდა გვეკავოს. მისი თქმით, მხოლოდ ერთი შეცდომა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუშვა, როდესაც აზერბაიჯანული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს საქართველომ გაატარა სერბეთიდან მომავალი სამხედრო ტვირთი, რომელიც სომხეთში შეიტანეს, განცხადება გაავრცელა.
„ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გახარიას განცხადება ყველაზე ადეკვატური და სახელმწიფოებრივად სწორი იყო. მან ჟურნალისტებს კითხვაზე უპასუხა, რომ რაღაცა მედიით გავრცელებულ ჭორებზე, სადაც არანაირი მყარი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი, კომენტარს არ გააკეთებს. ზუსტადაც ასე უნდა მოქცეულიყო და საკმაოდ სწორი პოზიცია დაიკავა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათი მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება სრული აბსურდი იყო. როცა თავად აზერბაიჯანის ოფიცლიაური მხარე ამაზე განცხადებას არ აკეთებს, ე.ი. არ აქვს მყარი მტკიცებულებები. ეს იყო ერთგვარი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლების, რომ მსგავსი რამ არც კი გაბედოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
კავკასიოლოგი გიორგი კანაშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ, როდესაც ამ ტიპის წვრთნები ტარდება, რა თქმა უნდა, ხელს მშვიდობას არ უწყობს - საკამოდ მასშტაბრუ წვრთნები ტარდება და ორივე მოკავშირე სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართ ღია მხადაჭერას გამოხატავს. მისივე თქმით, პარალელურად ერდოღანსა და პუტინს შორის შეთანხმება შედგა და ორივე მხარემ ხაზი იმას გაუსვა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს. ამ ფონზე კი, რუსეთიც და თურქეთიც სომხეთ-აზერბაიჯანს იარაღით ამარაგებს. კანაშვილის თქმით, თურქეთიც და რუსეთიც აფიქსირებს, რომ გარკვეულ საზღვარს არც ერთი არ უნდა გადასცდეს.
„თურქეთი ამ კონფლიქტში შემოსვლით აფიქსირებს, რომ კავკასია მისთვის საინტერესოა. ამასთანავე თურქეთი შორს არ მიდის და აზერბაიჯანს მხოლოდ გარკვეული სახის მხადაჭერას უცხადებს. მისი მთავარი ინტერესები მაინც სირიაში, ახლო აღმოსავლეთშია, ამიტომაც კავკასიაში მთლად ბოლომდეც არ შემოდის. რაც შეეხება რუსეთს, მას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარება არ სურს. რუსეთი რეგიონს არაფრის ფასად არ დათმობს და აქ მთავარ მოთამაშედ მაინც ის რჩება.
ამიტომ დღევანდელი სიტუაციით ის რეგიონს მთლიანად აკონტროლებს. ყარაბახის კონფლიქტი სამხრეთ კავკასიის ერთობის იდეას ძირს უთხრის. რუსეთი ყარაბახის კონფლიქტის საშუალებით, სომხეთს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საშუალებას არ აძლევს. როგორც კი კონფლიქტი რეგულირდება, სომხეთს სხვა ინერესები უჩნდება და რუსეთის იქითაც იხედება“,-ამბობს კანაშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, საქართველოს ყველა ხელისუფლება საკმაოდ ადეკვატურად ამ კონფლიქტისგან თავის არიდებას ცდილობდა და ეს ყოველთვის გამოსდიოდათ. მისი თქმით, საქართველოს თუ სადმე გონიერი პოლიტიკა უწარმოებია ეს სამხრეთ კავკასიის კონფლიქტში არჩარევაა.
„ერევანი და ბაქოც პერიოდულად სხვადასხვა მექანიზმებით ცდილობდნენ, რომ ოფიციალურ თბილისს რომელიმე მათგანისთვის უფრო მეტი მხარდაჭერა გამოეხატა. ყველა ხელისუფლება ახერხებდა ორივე ქვეყნისთვის აეხსნა, რომ ჩვენ ამ კონფლიქტში მონაწილეობის მიღება არ გვსურს. ორივე მათგანი უკმაყოფილოები დარჩებიან და პლუს ამას სიტუაცია შესაძლოა, რომ საქათველოშიც აფეთქდეს. გვყავს სომხური და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები და საერთოდ, შიდა დაპირისპირებაც კი დაგვეწყოს. ამიტომაც საქართველოს პოზიცია ამ კონფლიქტში ყოველთვის სწორი იყო. ეს ხელისუფლებაც ასე აგრძელებს“, - ამბობსს for.ge-სთან კანაშვილი.