ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეუს გზავნილები, გაფრთხილება თუ მეგობრული საუბარი საქართველოს პრემიერ გიორგი გახარიასთან - ამერიკიდან თბილისში ზარი 27 ივლისს განხორციელდა და, როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, საუბრის თემა ძირითადად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ეხებოდა.
ვინ როგორ გაიგო პომპეუს ზარი თბილისში და რატომ ფიქრობენ ოპოზიციაში, რომ ეს იყო ამერიკიდან გამაფრთხილებელი ზარი?!
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ეტაპი ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება. მათი თქმით, მაიკ პომპეოს Twitter-ის პოსტიდან ნათლად ჩანდა, რა იყო საუბრის მთავარი აქცენტი.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საეთაშორისო პარტნიორები ამ არჩევნებს არ უყურებენ, როგორც რიგით, მორიგ არჩევნებს და ეს არჩევნები არის წყალგამყოფი რეალურად, განვითარების რა გზას ირჩევს ქვეყანა. ამიტომ, ბუნებრივია, ამ გზის არჩევაში მნიშვნელოვანი როლი შეუძლია მმართველმა პარტიამაც შეასრულოს.
მმართველ გუნდში კი ამ საუბარში გასაკვირს ვერაფერს ხედავენ და ფიქრობენ, რომ ეს იყო ორ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ხასიათის კომუნიკაცია. ხოლო თუ საუბრის ერთ-ერთი თემა მოახლოვებელი არჩევნები იყო, ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა.
„დღეს ვესაუბრე პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ“, - აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა, რასაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა Twitter-ზევე გასცა პასუხი: „სასიამოვნო იყო სახელმწიფო მდივან პომპეოსთან აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ახალ სფეროებში თანამშრომლობაზე საუბარი. მე მას მადლობა გადავუხადე ჩვენი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისათვის და ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ“.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი for.ge-სთან აცხადებს, რომ გააჩნია პომპეუს ზარს საზოგადოება როგორ აღიქვამს, რადგნაც მათი ოპონენტები რომ ამის ინტერპრეტაციას მოახდენენ გასაკვირი არაა. ვოლსკი ამბობს, რომ ყველა ნორმალური ადამიანი, ვისაც ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა აქვს, მიხვდება, რომ ამერიკას საქართველოს მიმართ როგორი დამოკიდებულებაც აქვს ეს საქმეებიდანაც კარგად ჩანს. ეს გამოიხატება, როგორც სამხედრო ასევე, პოლიტიკურ თანამშრომლობაში. რაც შეეხება საქართველოში არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას, ეს თემა პარტნიორ ქვეყანასთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, ამაში გასაკვირი და საგანგაშო არაფერია.
„ეს ზარი და მისი საუბრის თემა იმდენად ჩვეულებრივია პარტნიორ ქვეყანასთან, რომ ის აჟიოტაჟი, რაც ოპოზიციის ბანაკში ატყდა, სრულიად არაადეკვატურია. ძალიანაც ნორმალურია, რომ შენმა პარტნიორმა ქვეყანამ და არა მარტო ამერიკამ, არამედ სხვა ქვეყნებმაც, მაღალი პოლიტიკური პლატფორმიდან იმაზე იმსჯელონ, რომ არჩევნები მოდის. მით უმეტეს ამ არჩევნებს წინ საკამოდ დაძაბული პერიოდი უძღოდა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტიებიდან სხვადასხვა მიმართულებით ბევრი ინფორმაცია მიდის. ჩვენი მხრიდან კი პასუხი ის უნდა იყოს, საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს, როგორი არჩევნების ჩატარება შეუძლია“, - ამბობს ვოლსკი for.ge-სთან.
მისივე თქმით, თანამშრომლობის ის ხარისი, რომელიც ამ ორ ქვეყანას გააჩნია და ამერიკის შეერთებული შტატების გულშემატკივრობა მაღალ დონეზე ვლინდება. ვოლსკი ამბობს, რომ ყველა მაჩვენებლებით და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა. ეს კი ოპონენტების მხრიდან ხელისუფლებაზე გააფთრებული შეტევის მიზეზი ხდება.
დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე კი for.ge-სთან აცხადებს, რომ ხელისუფლება, რომლისგანაც არ არის მოსალოდნელი არჩევნების გაყალბება, პარტნიორი ქვეყნისგან გაფრთხიელბას არ იღებს: „პომპეუ არ რეკავს საფრანგეთში ან იტალიაში, რეკავს იქ, სადაც უნდობლობაა და აფრთხილებს იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც მსგავსი საქციელის ჩადენაზე ეჭვმიტანილია. ჯერ მარტო მაჟორიტარი კანდიდატები ჰყავთ ისეთი, რომ მოსაგებად მხოლოდ შსს-ს დახმარება აღარ ეყოფათ. მათ გასაყვანად თავდაცვის სამინისტროს დახმარება დასჭირდება. ქალაქები თუ არ დაბომბეს, მათ მოსხლეობა ხმას ისე არ მისცემს. ამიტომაც ჩნდება მოლოდინი, რომ „ოცნება“ ამ არჩევნებზე ყველაფერზე წავა. პომპეუს გაფრთხილება სრულიად ადეკვატურია და არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, დასავლეთი მით უფრო გააქტიურდება.
ჩვენმა ევროპელმა და დასავლელემა პარტნიორებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დაგვეხმარონ და ქვეყანა ხრამში არ გადაგვივარდეს. უნდა გააძლიერონ ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა „ოცნებამ“ ფულით და ადმინისტრაციული რესურსით, ამომრჩეველზე ძალადობა არ მოახდინოს. ეს რესურსი ამ ხელისუფლებას ნამდვილად გააჩნია. ეს ხელისუფლება ან მიდის იმ დონემდე, რასაც 2012 წელს მიშა ხელისუფლების შესანარჩუნებლად აპირებდა, ან ყვება ხალხის ნებას და ხელისუფლებას კარგავს.
სააკაშვილზე დიპლომატიური ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, ის ხელისუფლებას არ დათმობდა. ის უბნების ძალით აღებას აპირებდა, ხაშურში დაიწყო ეს და ბორჯომშიც აპირებდა, სპეცრაზმი უკვე შეყვანილი ჰყავდა. დასავლეთმა ამის საშულება არ მისცა და პომპეუს ზარი უკვე იმას ნიშნავს, რომ ამის საშუალებას არც ივანიშვილს არ მისცემენ“, - ამბობს ფოფხაძე for.ge-სთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მაიკლ პომპეუს ზარი გახარიასთან ორი მიმართულებით შეიძლება იქნას აღქმული. ერთი - ეს არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის კომუნიკაცია საქართველოს პრემიერთან და მეორე - ეს არის კეთილი რჩევა და გაფრთხილება, რომ ქვეყანა არ ასცდეს დემოკრატიული განვითარების გზას. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, მსგავსი ზარები კიდევ უფრო გახშირდება და საუბრის ტონიც და შინაარსიც იმაზე იქნება დამოკიდებული, საქართველოში მოვლენები როგორ და რა ფორმით განვითარდება.
„რა თქმა უნდა, ეს ზარი აღიქმება, როგორც პარტნიორი და მეგობარი ქვეყნისგან, ასევე გაფრხილება, რომ ქვეყანა არ ასცდეს დემოკრატიული განვითარების გზას. ეს არის ჩვეულებრივი კომუნიკაცია მეგობარი და კეთილის მოსურნე ქვეყნისა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ შენი პარტნიორია. რა თქმა უნდა, მსგავსი ზარები არა მარტო ამერიკიდან, არმედ სხვა ევროპული ქვეყნებიდანაც განხორციელდება და წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად უფრო გააქტიურდება. მისი ტონი და საუბრის თემა კი ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესაბამისი იქნება.
რაც შეეხება იმაზე ხაზგასმას, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას და იდგება, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და ის რუსეთთან მიმართებაში საკუთარ პოზიციას ყოველთვის მკაფიოდ დააფიქსირებს, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველომ აღებული კური არ უნდა შეცვალოს და რუსეთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ვერასდროს იქნება. ამიტომაც ხელისუფლების მხრიდანაც უნდა იყოს მკაფიო სიგნალები გაგზავნილი, რომ ის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასაც აპირებს და ასევე დასავლური კურსის შეცვლას არ გეგმავს“,-აცხადებს მენაღარიშვილი for.ge-სთან.
აგერ გუშინდელმა ოცნების წევრმა ბატონმა გედევანმა გერმანიაში და საფრანგეთში ხომ არ რეკავს არჩევნები ნორმალურად ჩაატარეთო, საქრთველოში რეკავსო, საქრთელოშიო!! და ეს იმას და ამას ნიშნავსო! მერე ირაკლი მენაღარიშვილმა დააბრეხვა - ამერიკა საქართველოს გვერდით დგას და იდგება, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და ის რუსეთთან მიმართებაში საკუთარ პოზიციას ყოველთვის მკაფიოდ დააფიქსირებს, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველომ აღებული კური არ უნდა შეცვალოს და რუსეთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ვერასდროს იქნება"" ვითომ არც არასდროს ყოფილა ეს რუსეთი პარტნიორი და ახლაც საქართველოდან ექსპორტის უუუდიდესი ნაწილი რუსეთისკენ არ მიდიოდეს. თუნდა ფულადი გზავნილების უუუუდიდესი უმეტესობა რუსეთიდან არ მოდიოდეს საქართველოსკენ?! თითქოს რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი არ ცხოვრობდეს და შრომობდეს??!!!
მტერი რუსეთის - 0,35 ლარი.
დასკვნები თქვენთვის მომინდვია!