ჩარკვაინმა და ვაშაძემ „ძალა ერთობაშიასთან“ დაშლა-არმოშლის მიირთვეს და დაიშალნენ

ჩარკვაინმა და ვაშაძემ „ძალა ერთობაშიასთან“ დაშლა-არმოშლის მიირთვეს და დაიშალნენ

დიდი ხანია უკვე მიდის იმაზე საუბარი, რომ ოპოზიციაში გარკვეული უთანხმოებაა და შესაძლაო „ძალა ერთობაშია“ საერთოდ დაიშალოს. ოპოზიცია ასევე, ვერ თანხმდება რეგიონებში საერთო მაჟორიტარებზე. ნაციონალებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რეგიონებში საკუთარი კანდიდატები ეყოლებათ. მიუხედავად ამისა „ევროპული საქართველო“ ოპოზიციას მაინც სთავაზობს, რომ კონსულტაციები გააგრძელონ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა კი კოალიცია „ძალა ერთობაშია“ დატოვეს. პოლიტიკოსები ახალ ფორმატში ითანამშრომლებენ. მათ ახალი კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააარსეს.

For.ge-სთან ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შესაძლოა, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ასპარეზზე კიდევ ბევრი ცვლილება ვიხილოთ. მათი აზრით, „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა და ახლა ამ არჩევნებზე დაბალრეიტინგიანი პარტიების საკუთარი მხრებით გათრევა აღარ უნდა. ისინი ფიქრობენ, რომ ჩარკვიანის და ვაშაძის ტაქტიკა გასულიყვნენ ცალკე პოლიტიკურად გამართლებულია, რადგანაც რაც უფრო ბევრი სუბიექტი მიიღებს დამოუკიდბელად არჩევნებში მონაწილეობას, პასუხისმგებლობისგანაც თავისუფლდება და მეტი არჩევანის გაკეთების საშუალებაც ექნებათ. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ კულუარებში კოალიციური მთავრობის შექმნისთვის გარკვეული ვაჭრობა უკვე მიდის.

კოალიციის წევრი მამუკა გამყრელიძე პოლიტიკოსების წასვლის მიუხედავად დარწმუნებულია, რომ არჩევნებში „ძალა ერთობაშია“ ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. მისივე ინფორმაციით, გიორგი ვაშაძესა და თაკო ჩარკვიანს გარკვეული უთანხმოება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჰქონდათ.

თაკო ჩარკვიანი კი for.ge-სთან ამბობს, რომ მან და გიორგი ვაშაძემ გამოკითხვების და კვლევის შემდეგ გადაწყვიტეს, ახალი პლატფორმა შეექმნათ. ჩარკვიანი ამბობს, რომ გამოკვეთილად ჩანს, რომ პოლიტიკური სპექტრის პოლარიზება „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებისთვს ეს სიახლე შეეთავაზებინათ. მათ პოლიტიკურ პლატფორმას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერქმევა და 30 ივლისს მისი პრეზენტაცია გაიმართება. მისი განცხადებით ეს არ იქნება ჩაკეტილი გაერთიანება, მათთან ერთად იქნებიან ექპერტებიც.

„ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე, ისეთი სტაგნაცია, როგორიც ახლა ქვეყანაშია, არასდროს ყოფილა. სამართლის არქონამ და ქვეყანაში უკიდურესმა სიღარიბემ ხალხში ნიჰილიზმი პოლიტიკოსების მიმართ კიდევ უფრო გაზარდა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს გახსოვთ, ალბათ, როგორი შედეგებიც დავდეთ. ვფიქრობ, რომ „ძალა ერთობამ“ საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა, ვაშაძეს დაედო ის შედეგი რაც დადო.

მეორე ტურში კი ისევ პოლარიზება მოხდა და ხელისუფლებამ გაიმარჯვა. საზოგადოებაში არის მოთხოვნილება, რომ მრავალფეროვნება იყოს. თუმცა სამომავლოდ ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამშრომლობა მოგვიწევს. არ მინდა აღქმული იყოს, რომ „ძალა ერთობაშია“ იშლება, ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ გამარჯვების ფორმულა დაიდოს“, - ამბობს ჩარკვიანი for.ge-სთან.

მისივე თქმით, გიროგი ვაშაძე მხოლოდ თეოროტიკოსობით არ შემოიფარგლება, ის პრაქტიკოსი პოლიტიკოსია და დიდი პერსპექტივა აქვს. ამის ნათელი მაგალითი კი იუსტიციების სახლებია.

„ამიტომაც, რაც გვაკლია, ამ ყველფერს პროქეტები სჭირდება და ამის შესაძლებლობა ვაშაძეს ნამდვილად აქვს“, - ამბობს ჩარკვიანი და დასძენს, რომ „ძალა ერთობაშიასთან“ თანამშრომლობას აგრძელებს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აბობს, რომ პრაგმატული თავლსაზრისით, „ნაიონალური მოძრაობისთვისაც“ და იმ პოლიტიკური პარტიებისთვისაც, ვისაც შანსი აქვს, რომ 1%-იანი ბარიერი გადალახოს, სჯობს არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი უფრო მეტი ეყოლებათ. ასევე ცალკე გამოსვლა გარკვეული ვალდებებულებისაგნ ათავისუფლებთ - თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების საშუალება ექნებათ და არჩევნების შემდეგ თავად აირჩევენ კოალიციური მთავრობის შექმნაში მხარი ვის დაუჭირონ.

„კოალიციაში ალტრუისტული მოსაზრებების გამო არ ერთიანდებიან. თუ „ნაციონალები“ მთელი პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებას ვერ ახერხებენ, რომელსაც, შესაძლოა, სხვა დატვირთა ჰქონოდა, რა თქმა უნდა, მათთვისაც უმჯობესია ცალკე გამოვიდეს და ზურგზე არ აიკიდოს ის პარტიები, რომლებსაც მანდატი უნდა დაურიგოს და ერთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსიც კი არა აქვთ.

რაც შეეხება ხელისუფლების ინტერესს ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მისთვის ხელსაყრელია, რომ ოპოზიციური პარტიები რაც უფრო დაქსაქსული იქნება და რაც უფრო მეტი სუბიექტი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ფაქტიურად გარანტინებული ექნებათ, რომ არჩევნებზე პირველ ადგილას გავიდნენ. ამით ხელისუფლების ჩამოყალიბების პრიორიტეტი ექნებათ და საშუალება მიეცემათ, კონსულტაციები დანარჩენ სპექტრთან აწარმოონ, შეარჩიონ ვინც სჭირდებათ და ვინ - არა. მათ დამოუკიდებელ სუბიექტებთან მოლაპარაკება უფრო გაუადვილდებათ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მას უჩნდება შთაბეჭდილება და ეს თავად „ძალა ერთობაშიას“ წევრებისგანაც გაჟღერდა, რომ „ნაციონლურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ისინი გამოიყენა და ახლა მათი გატანა ამ არჩევნებზე აღარ უღირს და თავიდან მოშორებას ცდილობს. რაც შეეხება მოძრაობის  დაშლის ალბათობას, ანჯაფარიძეს, ჯერჯერობით, ამაზე გადაჭრით საუბარი უჭირს, თუმცა ფიქრობს, რომ გიორგი ვაშაძის და თამარ ჩარკვიანის გასვლით კოალიცია საკმაოდ დასუსტდა, ვინაიდან ვაშაძეც და ჩარკვიანიც, ფაქტობრივად, ამ მოძრაობის სპიკერები იყვნენ. რაც შეეხება კოალიციური მთავრობის შექმნას და იმას თუ ვინ ვისთან ითანამშრრომლებს, ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.

„კოალიციის შექმნის განხილვა ამ ეტაპზე ნაადრევია და გარკვეული მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა სახის პოლიტიკური კონფიგურაციები მოხდება და ვის რა საარჩევნო პროგრამა ექნება. როგორი იქნება მათი დამოკიდებულება „ოცნებასთან“ კოალიციის ჩამოყალიბების კუთხით. ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა არჩევნები მოახლოვდება და პოლიტიკოსები უფრო ჩამოყალიბდებიან.

არჩევნების შემდეგ როცა ყველა თავის მონაგარს დაინახავს, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ამის შემდეგ მიიღებენ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ძალებს შორის გარკვეული სამზადისი მიდიოდეს. ეს იყოს კულუარული მოლაპარაკებები, იმისთვის, რომ თუ კუალიციური მთავრობის ჩამოყალიბების აუცილებლობა დადგა, ვინ ვისთან ითანამშრომლებს. გასაგებია, რომ „ოცნება“ ევროპელებთან და ნაციონალებთან კოალიციას არ შექმნის. ასევე რთული წარმოსადგენია, რომ „ძალა ერთობაშია“ რომელ პარტიებითაც არის წარმოდგენილი მათთანც ითანამშრომლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, უბრალოდ, ლოდინის რეჟიში ვართ. რომელიმე პარტიას უკვე გადაწყვეტილიც რომ ჰქონდეს ვისთან ითანამშრომლებს, ამას მაინც არავისთან არ გაამჟღავნებს, რათა საკუთარი წინასაარჩევნო პოზიციები არ დაიზიანოს“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, კოალიციური მთავრობა როცა იქმნება, იქ ძალიან დიდი პოლიტიკური ვაჭრობა მიდის, ყველა პარტია შეეცდება, საკუთარი ინტერესებისთვის უფრო მეტი ივაჭროს, ამიტომაც არ აქვს დიდი იმედი, რომ ჩარკვიანის და ვაშაძის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაკუთრებული შედეგი აჩვენოს. ანჯარაფიძე ფიქრობს, რომ თუ გარკვეული სახის მანდატები აიღეს, მაშინ შეუძლიათ, რომ ნაციონალებს და ევროპელებს საკუთარი თავი შესთავაზონ, ხოლო მათი თანამშრომლობა „ოცნებასთან“ ნაკლებად წარმოუდგენია.

რაც შეეხება მათი მხრიდან „ძალა ერთობაშიას“ დატოვებას, ზაალ ანჯაფარიძე ამის მიზეზად პიროვნულ უთანხმოებას მიიჩნევს. ის ფიქრობს, რომ ნაციონალებსა და გიორგი ვაშაძეს შორის გარკვეული პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, როცა მათთვის ვაშაძის კანდიდატურა პრემიერობის სკამზე მიუღებელი აღმოჩნდა.

Katana . გიორგი ვაშაძე ქვეყნისთვის ნამდვილად სასარგებლო კაცი მგონია და გული მწყდება, რომ მიშას ფაცერშია გაჭედილი, კალმახივით...
როგორი სათაურებიც არ უნდა მოუძებნოს თავის პარტიას თუ დაჯგუფებას, არაფერი ეშველება... თვით თაკო ჩარკვიანის თანადგომითაც კი! :)
4 წლის უკან
Lolo47 Katana, ვფიქრობ, რომ ცდებით, ვაშაძე ერთი იაფფასიანი პოპულისტია, გაიხსენეთ როგორ უგზავნიდა ხალხს მესიჯებს ყველა არჩევნების წინ - არიქა, ამირჩიეთო პირდაპირ იხვეწებოდა, ღირსეული ადამიანი და საქმის გამკეთებელი ამას არასდროს იკადრებს. და თანაც დაბოღმილ, უსაფუძვლოდ ამბიციურ და აშკარად სამკურნალო უგუნურ დედაკაცს რომ გადაენასკვება, ისეთ ტიპს ჭკუა როგორ უნდა მოჰკითხო?! ისე - ფერი ფერსა და მადლი ღმერთსაო. გახვრეტილი შაურია სკამს დახარბებული ტიპების ფასი!!!
4 წლის უკან
Katana . რა ვიცი... იუსტიციის სახლი რომ კარგი გააკეთა? რასაც ვკითხულობდი - ძალიან ემადლიერებოდა ხალხი... (თუმცა, იმასაც ამბობდნენ, ათასობით ყალბი პირადობის მოწმობა დაბეჭდაო 12-ში... მაგრამ ფაქტია, რომ პასუხი არავის მოუთხოვია და გაიგე ახლა, ჭორია თუ მართალი!)
4 წლის უკან
Maverick კატანა, ძმობილო მიშამაც ააშენა პრეზიდენტის სასახლე, მაგრამ დიქტატორის სასახლედ აქცია, ნერონობა მოინდომა და ყვარყვარეობას გამოკრა ხელი, ეგ ვაშაძეც მაგ მოდგმისაა, შემსრულებელია, ლიდერობასთან უკაცრავადაა, რაც სეეხება იუსტიციის სახლს სათანადო დაფინანსებით "ოქროს სარაიასაც ააშენებს, თავისას რომ მორჩება"კლიშეს გადმოღება კი რთული არ არის.
მისი კრედო სამშობლო, ღმერთი და ერი არ არის მისთვის ძალაუფლების ხიბლი ყველაფერია, თანამედროვე "პავლიკაა, მოროზოვი"... ყველაფერს იკადრებს სკამის გულისთვის!
4 წლის უკან
Katana . Maverick, ჩვევად მაქვს, არ დავუკარგო კაცს ის, რაც კარგი აქვს!
შემსრულებელიაო, რომ აღნიშნავ, სწორედ ეს მქონდა მხედველობაში, როცა ვთქვი: სახელმწიფოსთვის სასარგებლო კაცი მგონია-მეთქი!
კარგი შემსრულებლების დეფიციტია ქვეყანაში!
იმიტომაც არის, თითქმის ყველა ტენდერს რომ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები და ახლობლები იგებენ ხოლმე... 1-2 წელიწადში კი აღმოჩნდება, რომ წყალში გადაყრილა უზარმაზარ თანხები.
კარგი შემსრულებლის დაფასება და მისთვის სწორი ადგილის შერჩევაა ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა, მე თუ მკითხავთ!
(ვისაც ცუდის მეტი არაფერი უკეთებია ნაცების ხელში, სწორედ ისინი შეინარჩუნეს ყველგან, ყველა რგოლში).
თორემ თაკო ჩარკვიანთან ალიანსი რომ დიდი პოლიტიკური გამჭრიახობის ნიშანი ვერ არის, ამას რა მიხვედრა უნდა.
4 წლის უკან
Maverick გასაგებია, კატანა!
ეგ სატკივარი საერთო ეროვნული სატკივარია, შემსრულებელს ლაჯებში ამოიღებენ, დამოუკიდებელ პროფესიონალს ხომ საერთოდ ჩაწიხლავენ; ასეა და ეს არშემდგარი, გულღრჯო ადამიანების ბუნებაა საერთოდ. ივანიშვილმაც ვერ ჩამოიცილა ასეთი ტკიპა-წურბელები და ქვეყანაც ამიტომ ბუქსაობს, თუმცა ამ ბუქსაობა-ბუქსაობით წინ ნელა, მაგრამ მაინც მიიწევს.
4 წლის უკან
Katana . თითქოს არაფერ შუაშია ამ თემასთან, მაგრამ ორდენებით დაჯილდოება ერთგვარ წარმოდგენას იძლევა იმ კრიტერიუმებზე, როგორც ხდება ხალხის დაფასება ჩვენში:

2013 წელს (სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წელს) უხვად გაიცა განსაკუთრებული მნიშვნელობის ისეთი ჯილდოები, რომლებიც წინა წლებში ან საერთოდ არ გაცემულა ან გაიცა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში.
მაგალითად, 2013 წელს გაიცა ეროვნული გმირის 11 ორდენი
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი - 30
დავით აღმაშენებლის ორდენი - 2
თამარ მეფის ორდენი - 39
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 157 (!)
წმინდა ნიკოლოზის ორდენი - 20
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი - 56 ...

საქართველოს ეროვნული გმირის წოდებით
2010 წელს დაჯილდოვდა ... ჯონ მაკკეინი!

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით
2013 წელს დაჯილდოვდა 30 პირი, მათ შორის: ანდრო ბარნოვი, კახა ბენდუქიძე, კოტე კუბლაშვილი, ნიაზ დიასამიძე, დავით ბეჟუაშვილი, ილჰამ ალიევი

დავით აღმაშენებლის ორდენი...
2003-2015 წლების განმავლობაში ეს ჯილდო გაიცა მხოლოდ ორჯერ. იგი გადაეცა გიგი უგულავასა და ლევან ვარშალომიძეს.
4 წლის უკან